ვამზადებთ როგორც ინდივიდუალურ დეკორაციას, შემკვეთის სურვილისა და თემატიკის შესაბამისად, ისე ჩვენს დიზაინზე დაფუძნებულ კომპოზიციებს. შესაძლებელია შეუკვეთოთ როგორც ცოცხალი ყვავილების დეკორაცია, ისე ხელოვნური ყვავილებით გაფორმება. ვამზადებთ საქორწილო არკებს, მაგიდების კომპოზიციებს, ივენთის დეკორაციებს, ნეფე დედოფლის მაგიდის გაფორმებას, ვმუშაობთ კორპორატიული ივენთების და ფოტოზონების გაფორმებაზე.
გთავაზობთ უფასო კონსულტაციას ჩვენს მთავარ ფლორისტთან დეტალების შესათანხმებლად და დიზაინის შესარჩევად: 598338699
რა ღირს ივენთის გაფორმება?
ყვავილებით გაფორმების ღირებულება დამოკიდებულია შეკვეთის ტიპსა და მოცულობაზე: მაგიდების რაოდენობაზე, არკის ან ფოტოზონის ზომასა და ყვავილების შემადგენლობაზე. თითოეული შეკვეთა ითვლება ინდივიდუალურად, ამიტომ ზუსტ ფასს გეტყვით კონსულტაციის შემდეგ.
ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ სხვადასხვა ბიუჯეტზე მორგებული ვარიანტები და შევუკვეთოთ ექსკლუზიური ყვავილები საზღვარგარეთიდან, საჭიროების შემთხვევაში.
შეგიძლიათ დიზაინის შექმნა ჩემი იდეის მიხედვით?
დიახ, ჩვენი გუნდი მუშაობს ნებისმიერი სტილისა და თემატიკის დიზაინზე, იქნება ეს მინიმალისტური, "ლაქშერი", თანამედროვე თუ ტრადიციული ქართული დეკორაცია. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ფოტო, ინსპირაცია ან უბრალოდ იდეა, და ჩვენ შევქმნით სრულ ვიზუალურ გადაწყვეტას თქვენთან შეთანხმებით.