ეს არის ხუთი ძირითადი წესი, რომელიც ყველა პატარძალმა უნდა იცოდეს, რათა შეინარჩუნოს თაიგულის სიახლე და სილამაზე მთელი დღის განმავლობაში.
ყველა პატარძალმა უნდა იცოდეს
თაიგულის შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანია იცოდეთ როგორ შეინარჩუნოთ მისი სილამაზე. ვინაიდან ქორწილები, როგორც წესი, მთელი დღის განმავლობაში გრძელდება, ყვავილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, რათა ახალივით გამოიყურებოდნენ. სხვა სახის თაიგულებისგან განსხვავებით, საპატარძლო თაიგული განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მაშინაც კი, თუ თქვენ აირჩიეთ ქალაქის საუკეთესო ფლორისტი, ყველაზე ძვირადღირებული ყვავილებით, ეს არ გაძლევთ გარანტიას იმისა, რომ ისინი გაუძლებენ მთელ დღეს. როგორ გამოიყურება თაიგულო საათების შემდეგ, ძირითადად თქვენზეა დამოკიდებული.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა თაიგული უნიკალურია და თითოეული მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას, ასე რომ არ დაგავიწყდეთ ჰკითხოთ თქვენს ფლორისტს, რომელი იქნება მისი შენარჩუნების საუკეთესო საშუალება. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა ყვავილების სიახლის შესანარჩუნებლად:
1. დაუყოვნებელი მოვლა
შეარჩიეთ ვინმე, რომელიც თქვენს თაიგულზე იქნება პასუხისმგებელი ქორწილის დროს. მნიშვნელოვანია, რომ გყავდეთ ადამიანი, რომელსაც შეეძლება თვალი ადევნოს ყვავილებს და უზრუნველყოს მათი დატენიანება მთელი დღის განმავლობაში: ფოტო გადაღების სესიებს შორის, ცერემონიის წინ/შემდეგ და ა.შ.
2. ვაზის შერჩევა
შეარჩიეთ ვაზა, რომელიც შეესაბამება ბუკეტის ფორმას და დაასხით იმდენი წყალი, რომ მხოლოდ ღეროები იყოს წყალში, მაგრამ ლენტი არა.
3. მოარიდეთ მზეს
შეეცადეთ თქვენი თაიგული მაქსიმალურად ჩრდილში შეინახოთ. მზის შუქი რთული გამოცდაა ყველაზე გამძლე ყვავილებისთვისაც კი. რა თქმა უნდა, თაიგულო დაგჭირდებათ ფოტოსესიისთვის, მაგრამ შეძლებისდაგვარად ცადეთ შეინახოთ ჩრდილში.
4. მოერიდეთ ტენიანობას
თავიდან ააცილეთ წყლის წვეთები ყვავილის თავებს, რადგან ეს იწვევს ნაადრევ ჭკნობას. გამოიყენეთ ხელსახოცი ან რბილი ნაჭერი მის შესაშრობად.
5. მოგზაურობის/გრძელი გზის შემთხვევაში
სთხოვეთ ფლორისტს, მოათავსოთ თქვენი თაიგული წყლის შემცველ სპეციალურ ქაფში, რომელიც შეინარჩუნებს მას სიახლეს და სილამაზეს საჭიროებამდე.
დაგეგმვისასას, უმჯობესია შეგვატყობინოთ რა პირობებში მოუწევს ამ თაიგულს ყოფნა. მაგალითად, პიონები, ტიტები, ეუსტომები, კვირტის ღეროები მშვენიერი ყვავილებია, მაგრამ ძალიან სწრაფად ხუნდება მზის ქვეშ.
გიპსოფილა - საკმაოდ მდგრადია ასეთი პირობების მიმართ. კარგი იქნება, თუ ამას წინასწარ შეათანხმებთ ფლორისტთან, ისე რომ თქვენმა საქორწილო თაიგულმა ყველაზე დიდხანს გაუძლოს ამინდსა და დატვირთულ დღეს.
შეამოწმეთ ჩვენი საიტი Lovely Roses, უახლესი საქორწილო თაიგულებისთვის.