"პატარძალი - ქორწილის მთავარი „დეკორაციაა“, საქორწილო თაიგული კი - პატარძლის მთავარი დეკორაცია"
საქორწილო თაიგული პატარძლისთვის - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია დედოფლის ვიზუალში, ამიტომაც მისი არჩევისას საჭიროა ყველა დეტალისა და ნიუანსის გათვალისწინება, რათა ის დღესასწაულის ულამაზესი აქცენტი გახდეს.
კაბა - პირველია, უნდა აირჩეს ქორწილამდე დიდი ხნით ადრე, თაიგული კი კაბის და კიდევ სხვა დეტალების მიხედვით უნდა შეიქმნას.
თაიგულის ტონალობის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს ჰარმონიულად შერწყმული გარშემო არსებულ დეტალებთან და არ უნდა იყოს მთავარი დეტალი ქორწილში - ეს ხომ მაინც თქვენი დღეა, და მთელი ყურადღება თქვენზე უნდა იყოს მომართული.