Როგორი საქორწილო არკა ავარჩიოთ?
საქორწილო მოდა არასდროს დგას ერთ ადგილას, რადგან ყველა პატარძალს აქვს თავისი ხასიათი და გემოვნება. ამიტომ ჩვენც მათ მაჯისცემაზე გვიდევს ხელი და ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს.
არცერთი დეტალი არ თამაშობს იმხელა როლს ატმოსფეროს შექმნაში, როგორც თაღის/არკის ფორმა და სტილი, რადგან სწორედ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოზონა ქორწილის რიტუალში. ქვემოთ მოგიყვებით მათ სტილებზე და ტიპებზე.
ასიმეტრიული - ასიმეტრიული თაღი, გაფორმებული ცოცხალი ყვავილებით, ძალიან ტენდენციურია. ასევე საინტერესო და ელეგანტური ვარიანტია ცალმხრივად ყვავილებით გაფორმებული არკა. ორივე შემთხვევაში, ისინი შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც ბუნებრივ, ბოჰოს სტილის ქორწილში, ასევე დახურულ სივრცეში, უფრო კლასიკურ წვეულებებზეც.
გეომეტრიული - გეომეტრიული თაღები მოდაში შემოვიდა მე-20 საუკუნის ბოლოს, სამკუთხედი, ოთხკუთხედი ან რგოლის ფორმის თაღები უფრო გამწვანებული დეტალებით.