- წ ინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიულად მავალდებულებელ შეთანხმებას შპს "ლავლი როუზის"-სა (ს/კ 405108146) (შემდგომში „ლავლი") და ყველა იმ მომხმარებელს შორის, რომელიც იძენს საქონელსა და მომსახურებას „ლავლისგან“ (შემდგომში „მომხმარებელი“). წინამდებარე ვებგვერდის გამოყენებით „მომხმარებელი“ ადასტურებს, რომ ეთანხმება ამ წესებსა და პირობებს.
- მუხლი 1. ვებ-გვერდი და მისი სერვისები
- 1.1. lovelyroses.ge არის „ლავლის" ყვავილების მაღაზიის „ლავლი როუზის“ ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც შესაძლებელია ყვავილების თაიგულების, კომპოზიციებისა და დამატებითი საჩუქრების ონლაინ შეძენა და საფასურის გადახდა.
- 1.2. წინამდებარე ვებ-გვერდის გამოყენებით "მომხმარებელი" აცხადებს თანხმობას მიიღოს "ლავლისგან" განთავსებული შეკვეთის სტატუსთან დაკავშირებული სმს შეტყობინებები, წერილები მეილზე, სიახლეები, მათ შორის სარეკლამო შეტყობინებები და სხვ.
- მუხლი 2. კონფიდენციალობის პოლიტიკა
- 2.1. „ლავლი“ პასუხისმგებელია „მომხმარებლის“ მიერ „ლავლისთვის“ გადმოცემული პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად;
- 2.2. „ლავლი“ უფლებამოსილია დაამუშავოს ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც წინამდებარე ვებგვერდის ან/და „ლავლის“ წარმომადგენელთან სხვა საკომუნიკაციო არხებით (სატელეფონო ზარი, მიმოწერა სოც.ქსელებში, ელ-ფოსტაზე, ვატსაპში, ვაიბერში, ტელეგრამში და სხვ.) კომუნიკაციის მეშვეობით მიწოდებული/გადაცემული იყო „ლავლისთვის“ „მომხმარებლის“ მიერ.
- 2.3. „ლავლი“ უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით დაამუშავოს „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები;
- 2.4. „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებია:
- 2.4.1. „მომხმარებლის“ ინფორმირება მის მიერ განთავსებული შეკვეთის სტატუსთან დაკავშირებით;
- 2.4.2. „მომხმარებლისთვის“ ინფორმაციის მიწოდება „ლავლის“ შეთავაზებების და სიახლეების შესახებ;
- 2.4.3. პირდაპირი მარკეტინგისა და სხვა მარკეტინგული ან/და პიარ კამპანიების განხორციელება;
- 2.4.4. სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
- 2.4.5. „ლავლის“ პროდუქციის, მომსახურებისა და ვებგვერდის განვითარება;
- 2.4.6. ვებგვერდზე გადახდების განხორციელება და მართვა;
- 2.4.7. ყველა ის კანონით აუკრძალავი მიზანი, რომელიც შეესაბამება ყვავილებით ვაჭრობას;
- 2.5. „ლავლი“ უფლებამოსილია გასცეს "მომხმარებლის" პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის მოთხოვნით ან/და სამართლებრივ დავებში საკუთარი ინტერესების დასაცავად, ან/და კომპანიის რეორგანიზაციის, შერწყმის ან გაყიდვის შედეგად;
- მუხლი 3. ინტელექტუალური უფლებები
- 3.1. ვებგვერდი lovelyroses.ge, მისი პროგრამული უზრუნველყოფა, ვებგვერდზე არსებული პროდუქციის ფოტოები, აღწერა, სერვისები, ასევე სახელწოდება „ლავლი როუზის“, მისი ლოგოტიპი და ვებგვერდზე გამოყენებული ტექსტური მასალა წარმოადგენს „ლავლის“ საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით;
- 3.2. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია გამოიყენოს 3.1. პუნქტში მითითებული ჩამონათვალი მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის;
- 3.3. "მომხმარებელს" არ აქვს უფლება შეცვალოს, გადაამუშავოს, გადათარგმნოს, გაყიდოს, ანაზღაურებადი მიზნებისთვის გამოიყენოს 3.1. პუნქტში მითითებული ჩამონათვალი ან/და გაავრცელოს მისი ასლები, მოაცილოს ბრენდული ნიშანი, ლოგო ან სახელწოდება.
- მუხლი 4. შეკვეთის განთავსება და თანხის დაბრუნება
- 4.1. „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია მის მიერ განთავსებული ან/და „ლავლისთვის“ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მიწოდებული შეკვეთის დეტალების სისწორეზე, მათ შორის შემკვეთისა და მიმღების საკონტაქტო მონაცემებისა და მიმღების მისამართის სისწორეზე;
- 4.2. „ლავლი“ უფლებამოსილია დაუკავშირდეს მიმღებს მისამართის დასაზუსტებლად. ამასთანავე, შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, „ლავლი“ არ გათქვამს შემკვეთის პერსონალურ ინფორმაციას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
- 4.3. ვინაიდან ყვავილები წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქციას, „ლავლი“ არ არის ვალდებული დაუბრუნოს "მომხმარებელს" ის საფასური, რომელიც "მომხმარებელმა" გადაიხადა „ლავლის“ პროდუქციის შეძენისას, თუკი „მომხმარებლის“ მიერ შეძენილი თაიგულისთვის/კომპოზიციისათვის ყვავილების ძირები უკვე გადაჭრილია ან/და მომსახურება სრულადაა შესრულებული;
- 4.4. თუკი შეკვეთის გაუქმება ხორციელდება "მომხმარებლის" მიერ „ლავლისთან“ შეთანხმებით თაიგულისთვის/კომპოზიციისათვის ყვავილების ძირების გადაჭრამდე, "ლავლი" ვალდებულია დაუბრუნოს "მომხმარებელს" მისი გაუქმებული შეკვეთის ღირებულება, გაუქმების დღიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.
- მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
- 5.1. წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის ან ნაწილის ბათილობა არ გამოიწვევს წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ან/და ნაწილების ბათილობას;
- 5.2. წინამდებარე პირობების შესრულების ადგილს წარმოადგენს "ლავლის" იურიდიული მისამართი;