საქორწილო ფლორისტიკა უნიკალური ხელოვნებაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დეკორატიული ელემენტების შემუშავებასა და შექმნას, როგორიცაა მაგალითად საბანკეტო დარბაზების, რესტორნების, გარე ფასადების, მანქანების დეკორაცია. საქორწილო ფლორისტიკის მთავარი ნაწილი ასევე გახლავთ ლამაზი საპატარძლო თაიგულების, პატარძლისთვის მისართვმევი თაიგულების, ბუტონიერებისა და ღონისძიებისთვის საჭირო სხვა მრავალი განსაკუთრებული ყვავილოვანი კომპონენტის დიზაინის შექმნა, რაც დღესასწაულს უნიკალურს და დასამახსოვრებელს ხდის.
თუ გაინტერესებთ ქორწილის უნაკლო ფლორისტიკული დიზაინი, მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ ყველაზე გაბედული და წარმოუდგენელი იდეების რეალიზებაში. თქვენი ქორწილის გასაფორმებლად ვიყენებთ სხვადასხვა ჯიშის როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ ყვავილებს, ელეგანტურ დეკორატიულ ელემენტებსა და აქსესუარებს, რომლებიც თქვენი ქორწილის ატმოსფეროს ნამდვილად ჯადოსნურს გახდის!
საქორწილოდ ფლორისტიკული დიზაინი Lovely Roses Tbilisi-ში პროფესიონალიზმის, დახვეწილობისა და სრულყოფილების გარანტიაა.
გაფორმების ღირებულება
რა ღირს ქორწილის გაფორმება? ეს ერთ-ერთი პირველი შეკითხვაა, რომელსაც მომხმარებელი გვისვამს. დეტალების გარეშე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, ყველაფერი დამოკიდებულია სეზონზე, ქორწილის ლოკაციასა და თბილისიდან მანძილზე, მაგიდების და სტუმრების რაოდენობაზე, ელემენტების რაოდენობაზე (ფოტო ზონებსა და ცენტრალურ კომპოზიციებზე), ყვავილების სტილისა და დიზაინის მოთხოვნებზე.
ხშირად გვიგზავნით ხოლმე ფოტოებს და გვეკითხებით დაახლოებით ფასს კომპოზიციის გასამეორებლად, ხანდახან გაფორმების გამეორება ძალიან რთულიც არის, რადგან ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა ყვავილების ჯიშების ხელმისაწვდომობა საქართველოში- ზოგი ყვავილი მხოლოდ სეზუნურად არის ხელმისაწვდომი, ზოგის შეკვეთა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ძვირია, თუმცა ასეთ შემთხვევებშიც კი შეიძლება გამოინახოს მსგავსი ლოკალური ყვავილი, რომელსაც ფასიც მისაღები ექნება.
ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ დაგვიკავშირდებით, ან კიდევ უფრო უკეთესი - თუ მობრძანდებით ჩვენს ერთ-ერთ მაღაზიაში, რათა განიხილოთ ყველა საკითხი და დეტალი ჩვენს წამყვან საქორწილო ფლორისტთან.