ყვავილი იასამანი
იასამანი ცნობილია როგორც ბუჩქოვანი ყვავილების დედოფალი, ის გავრცელებულია სახლის ბაღების გასალამაზებლადაც, რადგან საკმაოდ გამძლეა და გამოირჩევა ინტენსიური სასიამოვნო სურნელით. იასამანი ყვავილობს გაზაფხილზე, მისმა სურნელმა შეიძლება გაგახსენოთ ბავშვობაში ბებიასთან სტუმრობის დრო, სწორედ ამ ნოსტალგიურმა ფაქტორმა განაპირობა რომ, ბოლო დროს, იასამანი როგორც თაიგულებში ისე მებაღეობაში საკმაოდ პოპულარული ხდება. იასამნის ბუჩქი ან ხე იზრდება 5-7მ სიმაღლეზე და არსებობს ბევრი სხვადასხვა ჯიში, რომელსაც სხვადასხვა ფერის ყვავილი აქვს, ბევრი ფაქტორების გათვალისწინებით ყველაზე გავრცელებული იასამნისფერი და თეთრია.
სურნელი
იასამნის სურნელი არის ის, რაც აქვცევს მას გამორჩეულს. თუ წილად გხვდათ ბედნიერება, რომ გენახათ იასამანი აყვავების პერიოდში იცით რა ლამაზია ის ამ დროს და როგორ სასიამოვნო სურნელს აჩენს მთელ ბაღში, მითუმეტეს თუ კარგი ამინდია რადგან ძლიერი მზე მის მკაფიო სურნელს უფრო აძლიერებს.
იასამანი იმავე ოჯახს განეკუთვნება, რომელსაც ზეთისხილი
ეს ბუჩქები ეკუთვნის Oleaceae-ს ოჯახს, რომელიც მოიცავს 20-ზე მეტ სხვადასხვა მცენარეულ სახეობას, მათ შორის ზეთისხილს.
თითოეულ იასამნის ფერს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს
მიუხედავად იმისა რომ ეს ყვავილი ზოგადად განახლებისა და ნდობის ნიშანია, იასამნის თითოეულ ფერს აქვს თავისი კონკრეტული მნიშვნელობა. თეთრი იასამანი სიწმინდისა და უდანაშაულობის სიმბოლოა, იასამნისფერი პირველი სიყვარულის, ხოლო თუ მას მოლურჯო ელფერი დაჰკრავს აღიქმება როგორც ბედნიერებისა და სიმშვიდის ნიშანი.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს იასამანი?
იასამნის ფასი განსხვავდება სეზონის, ჯიშის და მოყვანის ადგილის მიხედვით. სეზონის დროს ქართული ჯიშის ფასი მერყობს 3 ლარიდან 5 ლარამდე, ხოლო როდესაც იასამნის სეზონ დამთავრდება მხოლოდ იმპორტული ჰოლანდიური იასამნის შეძენას შეძლებთ, რომლის ფასიც 25-40 ლარია. ყვავილის ფასი ყოველ სეზონსა და შემოტანაზე იცვლება. იასამანის ყიდვა შესაძლებელია "ლავლიროუზის" მაღაზიებში წინასწარი შეკვეთით.
როგორ შეიძლება იასამანი გამოვიყენოთ საქორწილო თაიგულსა და დეკორაციაში?
იასამანი საკმაოდ დომინანტი ყვავილია მისი სურნელის და ფერის გამო, ამიტომ ქორწილში მისი გამოყენებისგან თავს იკავებენ. უშუალოდ თაიგულში ჩვენი ფლორისტები გირჩევენ რომ არ გამოიყენოთ ეს ყვავილი რადგან წყლის გარეშე ისინი მალე იწყენენ და თაიგულს ეფექტი ეკარგება. ხოლო ქორწილის დეკორაციისთვის გასათვალისწინებელია ადგილი და რისი გალამაზება გსურს ამ ყვავილით. თუ ნაზი კომპოზიციები გსურთ დეკორაცისთვის თეთრი იასამანი საკმაოდ გაამდიდრებს და გაანაზებს გარემოს, ხოლო თუ ბუნებაში გეგმავთ ქორწილის ცერემონიის გამართვას იასამნისფერი იასამანიც საკმაოდ ლამაზად გამოჩნდება გარე დეკორაციისთვის, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ამ ყვავილით უნდა მოირთოს ღია ადგილები, რეკომენდირებული არ არის მისი გამოყენება დახურულ დარბაზში ან ადგილას სადაც სტუმრები დიდი ხანი ჩერდებიან. იასამნის მძაფრი სურნელი კი გაამხიარულებს ღია სივრცეს, მაგრამ შემაწუხებელი იქნება დახურულ სივრცეში.
როგორ უნდა მოვუაროთ გადაჭრილ იასამანს რომ დიდი ხანი გაძლოს?
როგორც იცით იასამანი არის ბუჩქი/ხე ამიტომ მას არ აქვს ისეთი ღერო როგორც ყვავილს რომელიც ძირის განახლებით მარტივად იღებს წყალს. მას უჭირს ლარნაკიდან წყლის აღება ამიტომ ტოტის ქერქი უნდა შემოვაცალოთ და პერიოდულად დავნამოთ ზევიდან ყვავილი.
იასამანთან დაკავშრებული საინტერესო ისტორია ან ლეგენდა
ძველი ბერძნებისთვის იასამანი ტყეების და მინდვრების ღმერთის პანის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო. ლეგენდის თანახმად, პანს უყვარდა ნიმფა, სახელად სირინგა. ერთ დღესაც ისე გაიტაცა მისმა მშვენიერებამ რომ მისი დევნა დაწყო. შეშინებული ნიმფა დასამალად ტყეში გაიცქა და დახმარება დებს თხოვა, მათ კი ის სურნელოვან იასამნისფერ ბუჩქად აქციეს.
სკანდინავიური ლეგენდა მოგვითხრობს რომ, ყვავილები დედამიწაზე შექმნა გაზაფხულის ქალღმერთმა, მზის ღმერთისა და მის მეუღლე ირისთან (ცისარტყელა) ერთად. დიდი შრომის შემდეგ მათ ბოლოს იასამნისფერი ყვავილი დარჩათ შესაქმნელი, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ შექმნეს იასამნის ულამაზესი ბუჩქი.
ბალკანეთში ისტორია უფრო ტრაგიკულია. ერთ დღესაც ღმერთები ისე განრისხდნენ, რომ წყალდიდობა დაატეხეს თავს ადამიანთა მიწაზე. შეშინებულმა ადამიანებმა თავი მთებს შეაფარეს მაგრამ წყალი მატულობდა და მატულობდა. რის გამოც, ერთმა ახალგაზრდა მწყემსმა გადაწყვიტა თავი შეეწირა ღმერთებისთვის და წყალში შევარდა. მისი ქმედებით განცვიფრებულმა ღმერთებმა ის შეიწყალეს, გადაარჩინეს და მის საპატივცემულოდ იასამნის ბუჩქი აჩუქეს დედამიწას.
ხოლო ქრისტიანები მოგვითხრობენ, რომ იმ დღეს როდესაც ქრისტე აწამეს დამწუხრებულ ღვთისმშობელი ხის ძირში ჩამოჯდა და ნამტირალებს ჩაეძინა. თურმე ეს მცენარე მხოლოდ ფოთლებით იმოსებოდა და ყვავილები არ ჰქონდა, რის გამოც მივიწყებული იყო. ღამის სიცივეში ხეს შეებრალა ღვთისმშობელი და თავისი ფოთლები გადააფარა. როცა უფლის დედამ გაიღვიძა და ეს დაინახა, გაოცდა და დალოცა ხე, რომ ამიერიდან ის მარად იყვავილებს და ადამიანებს სასიამოვნო სურნელით დაატკბობს, ხოლო მისი სახელი იქნება პასხალია იასამანი, როგორც აღდგომის სიმბოლო.
სად უნდა მოვათავსოთ იასამნის თაიგული სახლში?
იასამანი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ვერანდის ან აივნის დეკორაციისთვის, რომელიც გაალამაზებს მას და სასიამოვნო სურნელს შემატებს, რომელიც დარწმუნებული იყავით რომ სახლშიც შემოიპარება, ისე შიდა ინტერიერისთვის. როგორც ყველა სურნელოვანი ყვავილი იასამანიც ჯობს რომ არ მოვათავსოთ საძინებელ ოთახში რადგან მათი ინტენსიური სუნი შეიძლება არასასიამოვნო იყოს.
შეიძლება თუ არა იასამნის ჭამა?
დიახ! არ დაგავიწყდეთ რომ ეს ულამაზესი ყვავილი ზეთის ხილის ოჯახის ხეებს მიეკუთვნება და იმის გარდა რომ ალამაზებს ყველაფერს შეგიძლიათ მიირთვათ კიდეც, მაგრამ რეკომენდაციას არ ვუწევთ რადგან საკმაოდ მწარე გემო აქვს. პრაქტიკული გამოყენებისთვის შეგიძლიათ დაამზადოთ ეთერზეთები, შაქართან ერთად სიროფი ან გამოიყენოთ კოქტეილების მოსართავად.
ბოლოს კი გეტყვით რომ იასამნების ჩუქებისას თუ გსურთ რომ მათი ფორმა და ვიზუალი იდეალურად გამოიყურებოდეს და ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ყვავილების მიტანის სერვისით, ჩვენი კურიერები იზრუნებენ რომ თაიგულის ფორმა იდეალურად შენარჩუნდეს.