ამ მცენარის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ავსტრალია და ფილიპინები ითვლება. Მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანელმა ნატურალისტმა გეორგ რუმფმა აღმოაჩინა, Ხოლო სახელი “პალანეოფსისი” ამ მცენარეს უკვე კარლ ბლუმმა უწუდა, რომელმაც თავისი ფორმით ამ ყვავილის ფოთლები პეპლის ფრთებს მიამსგავსა და 1825 წლიდან ამ სახელით ვიცნობთ. Ხშირად ამ მცენარეს “ორქიდეა-პეპელასაც” უწოდებენ.
Როგორ მოვუაროთ?
ველური ორქიდეის ხსენებისას ალბათ ფილმი “ველური ორქიდეა” გაგახსენდათ მიკი რურკის მონაწილეობით, მაგრამ ჩვენთან ამ სიტყვათა შეთანხმებას სულ სხვა დატვირთვა აქვს. Პირველი ორქიდეა სწორედ ერთ-ერთ პატარა კუნძულზე იპოვეს ხის ქერქიდან ამოზრდილი. სწორედ აქედან მომდინარეობს ველური ორქიდეის მცნება. პალანეოფსისი პარაზიტი მცენარეა, რომელიც შეიძლება უბრალოდ კენჭიან ნიადაგზეც კი გაიზარდოს. ეს ახლა იქცა ქოთნის მცენარედ და შესაძლებელია ნებისმიერ ოჯახში იხილოთ, ამიტომ არაა აუცილებელი მისი ფესვები ბოლომდე მიწით იყოს დაფარული და უმჯობესია თუ ამ მცენარეს გამჭირვალე ქოთანში იქონიებთ, რომ მზის სხივები ფესვებზეც მოხვდეს. პალანეოფსისი სითბოს და ტენის მოყვარე მცენარეა. კარგი იქნება, თუ თქვენი ქოთნის ორქიდეას წყლიანი ჭურჭლის ან ჰაერის დამატენიანებლის გვერდით მოათავსებთ, ხშირად გაუწმენდთ სველი ნაჭრით ფოთლებს და დაუნამავთ ნიადაგს.
ქოთნის ორქიდეის მორწყვის სპეციფიკური მეთოდი არსებობს - კვირაში ერთხელ, 30 წუთით, უნდა მოათავსეთ ქოთნით წყლიან ჭურჭელში ისე, რომ წყალმა მხოლოდ ქოთნის ნახევარი დაფაროს. ფესვებიდან ის თვითონ აიღებს საჭირო რაოდენობის წყალს.
Როგორ გავაცოცხლოთ ქოთნის ორქიდეა?
პალანეოფსისს, როგორც წესი, ყვავილობის ერთი პეროდი არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთხელ ნაყიდი გაყვავილებული ორქიდეა სულ ასეთი დარჩება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი ყვავილები შეიძლება დაჭკნეს, ხოლო ფოთლები გახმეს. Შეგიძლიათ თამამად მოაჭრათ თქვენს ორქიდეას დაზიანებული ნაწილი. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გადაჭრათ აუცილებლად ყლორტებს შორის. ხშირია, რომ გადაჭრილი ორქიდეა გარკვეული პერიოდით წყვეტს ზრდას და თითქმის საერთოდ აღარ იზრდება. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ერთგვარ შოკურ თერაპიას - Მოათავსოთ ორქიდეის ქოთანი სუსხიან გარემოში, ან თუ ამინდი ხელს არ გიწყობთ შეგიძლიათ შემოაწყოთ ნიადაგზე ყინულები და ასე “შეაშინოთ” თქვენი მცენარე.
პალანეოფსისის მრვალფეროვნება
დღესდღეობით ბუნებაში პალანეოფსისის დაახლოებით 70 ჯიშზე მეტს შევხვდებით. ისინი განსხვავდებიან როგორც ყვავილის ფორმით, ისე ფერების მრავალეფეროვნებით. ქოთნის ორქიდეა გამოირჩევა თავისი ფერადოვნებით. Შევხვდებით, როგორც თეთრ, ყვითელ, ვარდისფერ, წითელ, ისე შავ ორქიდეას. ყველაზე ხშირად ვხვდებით თეთრ ორიქიდეას, მისი შეძენა შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიაში ნებისმიერ სეზონზე. Ბაზარზე პალანეოფსისის ფერების სიუხვის მიუხედავად, Მომხმარებალში განსაკუთრებულ ინტერესს მაინც რთულად მისაღები ფერები იწვევენ, ამიტომ ხშირად კითხულობენ შავ და ლურჯ ორქიდეას. დღესდღეობით სელექციონერებმა შეძლეს როგორც ლურჯი, ისე შავი ორქიდეის გამოყვანა, Მაგრამ ეს იმდენად ძვირადღირებული და დროში გაწერილი პროცესია, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა, ამიტომ მოუწიათ ალტერნატიული მეთოდის მოფიქრება და დაიწყეს ორქიდეის შეღებვა. ასე რომ დღეს უკვე მარტივად შეიძლება გადააწყდეთ როგორც შავ, ისე ლურჯ ორქიდეას მისაღებ ფასად.