ჰელოუინი, რომელიც აღინიშნება 31 ოქტომბერს, სათავეს იღებს სამჰაინის უძველესი კელტური ფესტივალდან. კელტებს სჯეროდათ, რომ ამ ღამეს ცოცხალთა და მკვდრებს შორის ზღვარი ქრებოდა და გარდაცვლილის სულებს დედამიწაზე დაბრუნების საშუალება ეძლეოდათ.
სახელწოდება ,,Haloween”-ი მოდის მოდის სამჰაინს რელიგიური დღესასწაულიდან ,,All Hallows' Eve“-დან, რაც ქართულად ნიშნავს ყველა წმინდანის საღამოს, ამ ღამეს, ძველი კელტები ყველა წმინდანსა და მიცვალებულს სპეციალური რიტუალებიდან პატივს მიაგებდნენ. დროთა განმალობაში ჰელოუნი განვითარდა, განსაკუთრებით სხვადასხვა რელიგიის გავლენით, თუმცა არსებობს ტრადიციები რომლებიც ამ დღესასწაულს ყოველთვის გამოარჩევდა.
ერთ-ერთი მთავარი წეს-ჩვეულება არის სხვადასხვა კოსტუმის მორგება. საუკუკუნეების წინ ხალხი სხვადასხვა ფორმას იცვამდა რათა თავი დაეცვა სულებისგან ამ დღეს, ახლა კი ეს უბრალოდ მხიარული ჩვევაა რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას ერთი დღით იქცნენ საყვარელ პერსონაჟად, მსახიობად და ა.შ. მეორე, და ალბათ ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი ტრადიცია არის ტკბილი ნუგბარის შეგროვება.
ეს წესი ჯერ კიდევ კელტების დროიდან მოდის, როდესაც ხალხი კარდაკარ დადიოდა და ოჯახებს საჭმლის სანაცვლოდ მიცვალებულის სახელზე ლოცვას სთავაზობდა.
მესამე და გამორჩეული წეს-ჩვეულება არის გოგრები, რომლებსაც სხვადასხვა უცნაური ფორმი სახეები აქვთ ამოკვეთილი და ზოგჯერ სანთლებით, ზოგჯერ კი ხელოვნური ნათურებით არიან განათებული. ჰელოუნი ფლორისტიკისთვის ფანტასიური დრო არის შეიქმნას რაიმე გამორჩეული და უცხო კომპოზიცია. რადგან, სამჰაინის ეს უძველესი დღესასწაული ემთხვევა შემოდგომის ულამაზეს პერიოდს, როდესაც ყვავილების სამყარო სავსე არის ფერებით.
ამ დროს შესაძლებელია ჩვეულებრივი ხის ოქროსფერი თუ წითლები ფოთლებიც კი გამოვიყენოთ სასურველი კომპოზიიცის მისახეღებად. ასევე, პოპულარობით სარგებლობს ბროწეულის ტოტები და ამარანტები. თავისი სიმბოლური მნიშვნელობით ჰელოუნის კომპოზიციებში ხშირად შეხვდებით წითელ-სტაფილოსფერ მიხაკებს და ქრიზანთემებს, ორივე უძველესი დროიდან არის გარდაცვალების და ახლად დაბადების სიმბოლო.
მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ჰელუნი არ არის ტრადიციული დღეასწაული, მაინც არსებობს საინტერესო კავშირი ძველ ქართულ ტრადიციებსა და ჰელოუნს შორის. მაგალითად, ჭიაკოკონობა, არის უძველესი ტრადიცია რომელიც მოიაზრებს კოცონზე გადახტომით ავი სულების განდევნას. კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ.
ბოლო წლების განმალობაში, განსაკუთრებით საქართველოს დიდ ქალაქებში, ჰელოუნის აღნიშვნას უფრო ტრადიციული სახე მიეცა ახალგაზრდა თაობაში, დეკორაციებით, თემატური ღონისძიებებით და ა.შ.
ამ ბმულზე წარმოგიგდენთ ჩვენი ფლორისტების მიერ მომზადებულ ჰელოუინის კომპოზიციიებს.