
რის მიხედვით ავარჩიოთ სასაჩუქრე კალათა
სასაჩუქრე კალათები შეიძლება სხვადასხვანაირად აეწყოს შემდეგი თემების მიხედვით:
ფერის ამ შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობაზე მეტად იმაზე ზრუნავთ, რომ თქვენი ბრენდის ფერი ზუსტად იყოს წარმოდგენილი, თქვენი კომპანიის ფერით დამზადებული პროდუქცია აღარ საჭიროებს დამატებით მესიჯს, ის თავადვე მიგანიშნებთ, თუ ვისგან არის გამოგზავნილი საჩუქარი,
თემატიკის,მაგალითად: ქართული, იტალიური, ამ შემთხვევაში არჩევთ პროდუქციას ისე, რომ ყველა ნაწარმი დამზადებული იყოს იმ თემატიკის მიხედვით, რომელზეც შეჯერდებით, ან ერთ კატეგორიაში გადიოდეს, უხდებოდეს ერთმანეთს.
პროდუქციის მიხედვით, მაგალითად ჩაის, ყავის კალათები საკმაოდ პოპულარულია, ასეთი კალათებით შეგიძლიათ ინდივიდუალურად შეურჩიოთ ყველა მიმღებს მათზე მორგებული კალათები, შეგიძლიათ შეახამოთ სასმელებით, მაგალითად- ღვინის კალათი, ან გამოიყენოთ

მუდმივად პოპულარული
წარმატებული კომპანიები საჩუქრებს ურთიერთობის შესაბამისად აწყობენ.
სასაჩუქრე კალათები კორპორატიული საჩუქრების ყველაზე პოპულარულ ვარიანტად რჩება. ისინი პრაქტიკული და საკმარისად მოქნილია, რათა მოერგოს მიმღებთა ფართო სპექტრს.

ბოქსები თუ კალათები?
ყვავილები და საახალწლო კალათები კლასიკური არჩევანია, რომელიც არაერთი ასწლეულია ბაზარზე, თუმცა სიახლე ყოველთვის საინტერესოა- ბოქსები საშუალებას გაძლევთ შედარებით კომპაქტურად, შემადგენლობაზე შეხამებული ფერით დაამზადოთ სასურველი კომბინაცია, ჩააწყოთ სხვადასხვა თემატიკის საჩუქარი და შექმნათ ისეთი საჩუქარი, რომელიც არა მხოლოდ თვალისმომჭრელი- კლასიკურიც იქნება






















