
ტრადიციის ისტორია
დღევანდელობაში ყვავილებს საყვარელ ადამიანებს მრავალი ემოციის გამოსახატად ვჩუქნით – იქნება ეს სიყვარული, საუკეთესო სურვილების გაზიარება, მეორე შანსისა და პატიების თხოვნა. თუ ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა.
საყვარელი ადამიანებისთვის ყვავილების ჩუქებას მიზეზი არ სჭირდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. ყვავილების ჩუქების ტრადიციას მდიდარი ისტორია აქვს და მისი სათავის ძიებისას აუცილებლად მივალთ ძველ ეგვიპტემდე.
ძველეგვიპტური გამოსახულებები ასახავს ყვავილებს, რომლებსაც მიცვალებულებს წირავდნენ და სამარხებში ათავსებდნენ.
ეგვიპტელები ამ შემთხვევებისთვის თაიგულებს, გვირგვინებს, გირლანდებსა და თავის გვირგვინებს ამზადებდნენ.
ეგვიპტელების მსგავსად, ბერძნებსა და რომაელებსაც სჯეროდათ, რომ ყვავილები ემოციებს გამოხატავდა, თუმცა ისინი მათ სტატუსის სიმბოლოდაც მოიაზრებდნენ.
ძველი ბერძნები წარმატების აღსანიშნავად თავზე ყვავილოვან გვირგვინებს ადგამდნენ კონკურსებსა და ოლიმპიურ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს. ძველ რომში კი შეყვარებულები ხშირად გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს ერთმანეთისთვის ყვავილების ჩუქებით.
შუა საუკუნეებში ყვავილები უკვე გარკვეული მნიშვნელობის გადმოსაცემად გამოიყენებოდა. ეს ტრადიცია რენესანსის ეპოქაში გაგრძელდა და ვიქტორიანულ ეპოქაში, საბოლოოდ, ფლორიოგრაფიაში გადაიზარდა.
XIX-XX საუკუნეებში თუ თქვენს რომანტიკულ ინტერესს თაიგული გულთან ახლოს ეჭირა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას თქვენ მოეწონეთ, თაიგულის ქვემოთ დაჭერა კი მისი მხრიდან უარის ნიშანი იყო. კითხვაზე „დიახ“ პასუხის გასაცემად ადამიანები თაიგულს მარჯვენა ხელში იჭერდნენ, „არა“-ს სათქმელად კი – თაიგული მარცხენა ხელში ექცეოდა.
ვიქტორიანული ფლორიოგრაფიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაგონება იყო თურქული ტრადიცია, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც “სელამს” – ყვავილების ენას.
“სელამის” გაცნობა ინგლისურ არისტოკრატული საზოგადოებისთვის მე-18 საუკუნის ინგლისელ მწერალსა და მოგზაურს, ლედი მერი ვორტლი მონტაგუს მიეწერება. პირად წერილებში, რომლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდა, ლედი მონტაგუ აღწერდა, თუ როგორ უგზავნიდნენ ადამიანები ყვავილებს ან ემბლემებს სხვებს ემოციების ან შეტყობინებების გასაზიარებლად. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ყვავილების ეს კონკრეტული ენა ეყრდნობოდა რითმებს სიტყვებსა და ყვავილებს შორის.
“სელამი” გახდა ყვავილების ენის საწყისი გაერთიანებულ სამეფოში და ის ისტორიულ ტექსტებში მოხსენიებულია უძველესი ტრადიციად, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ვიქტორიანული ენა.
ამ უძველესი ტრადიციით განსაკუთრებით ვართ ყვავილების მაღაზია „Lovely Roses-ში“ დაინტერესებული. ჩვენთან ხელმისაწვდომია მრავალი სხვადასხვა ტიპის თაიგულები, რომლებიც თქვენს საყვარელ ადამიანებთან უსიტყვო კომუნიკაციის საშუალებას მოგცემთ.
საქორწილო ყვავილები
საპატარძლო თაიგული ქორწილის ცერემონიაში მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება და ღონისძიების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ის არამხოლოდ ლამაზი აქსესუარი, არამედ ქორწილის ცერემონიის პრაქტიკული და სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ნაწილიცაა. ყვავილის ტიპის არჩევანმა შესაძლოა ასახოს პატარძლის ისეთი შეგრძნებები და განწყობები, როგორიცაა სიყვარული, სიწმინდე, ბედნიერება და ერთგულება.
თაიგული საპატარძლო ჩაცმულობას ავსებს და მის საერთო იერსახეს ფერს, ტექსტურასა და ელეგანტურობას მატებს. სწორად შერჩეული თაიგული პატარძალს სტუმრებისგან გამოარჩევს და თავს განსაკუთრებით თავდაჯერებულად აგრძნობინებს.
სადედოფლო თაიგულის აწყობისას ყველაზე გავრცელებული ყვავილი რა თქმა უნდა, ვარდია – ყველა დროის ყველაზე პოპულარული ყვავილი, რომელიც სიყვარულის სიმბოლოა.
თაიგულების გასაფორმებლად ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ფერის პიონები და თეთრი შროშანი. პიონები სიყვარულის, პატივისცემის, მატერიალური კეთილდღეობისა და სილამაზის ნიშანია, შროშანები კი – სიწმინდისა და ხელახალი დაბადების.


სამგლოვიარო ყვავილები და გვირგვინები
დაკრძალვაზე ყვავილების არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ყვავილებს მოაქვთ სიმშვიდისა და კომფორტის გრძნობა, რაც შეგვახსენებს ცხოვრების სილამაზისა და წარმავლობის შესახებ. მათი მრავალფეროვანი ვიზუალი სიმბოლოა ყველა იმ ემოციის, რომელსაც განვიცდით საყვარელ ადამიანთან დამშვიდობებისას – მწუხარება, სიყვარული, ხსოვნა და იმედი.
ამ რთულ მომენტში, სამგლოვიარო და სარიტუალო ყვავილი არის ვიზუალური რეპრეზენტაცია იმ გავლენის, რომელიც გარდაცვლილს ჰქონდა გარშემომყოფებზე. დაკრძალვის ყვავილები ხიდიც კია მატერიალურსა და არამატერიალურს შორის, პატივს მიაგებს მას, ვინც ცხოვრება უკვე განლია და ანუგეშებს მას, ვინც ცხოვრება უნდა გააგრძელოს.
სამგლოვიარო ცერემონიების დროს განსაკუთრებით პოპულარულია ქრიზანთემა, რომელიც სიმბოლოა ერთგულების, სიხარულისა და ოპტიმიზმის. ის იდეალურია ჭირისუფლის სანუგეშებლად და გარდაცვლილის ბოლო გზაზე გასაცილებლად.
პანაშვიდებისა და დაკრძალვებისთვის ასევე პოპულარული არჩევანია ლილია, რომელიც სიწმინდისა და ხელახალ დაბადების სიმბოლოა. ხშირად გამოიყენება როგორც ვარდისფერი, ისე თეთრი მიხაკიც, რათა გამოიხატოს თანაგრძნობა და ხსოვნა ძვირფასი გარდაცვლილებისა და მათი ახლობლების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ მიხაკები დიდი ხანი ცოცხლობს, მათი გამოყენება შესაძლოა ისეთი ცერემონიების შემთხვევაშიც, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება.
ღონისძიებების გაფორმება
როდესაც საქმე ღონისძიების ყვავილებით გაფორმებას ეხება, მნიშვნელოვანია შეირჩეს მაქსიმალურად ნეიტრალური ყვავილი, რათა ის ყველა სტუმრის გემოვნებას მოერგოს შეძლებისდაგვარად.
ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ნეიტრალური სურნელის ყვავილების შერჩევა. ასეთ დროს ყველაზე უსაფრთხო არჩევანი ვარდი, ჰორტენზია, ტიტები და ორქიდეა იქნება.
მისალოცი თაიგულები
ყვავილები ყველაზე ხშირად მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნად ჩუქდება.
ადამიანები წარმატებულ ღონისძიებებს, დედის დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ვალენტინობის დღესასწაულსა და ქორწინების წლისთავს ერთმანეთისთვის სწორედ ყვავილების ჩუქებით აღნიშნავენ.
დედის დღეს განსაკუთრებით პოპულარულია იები, რომელიც მარტის დასაწყისში ხშირად ქუჩებშიც კი იყიდება.
ქორწინების წლისთავებსა და სხვა საიუბილეო თარიღების მისალოცი თაიგულები კი ძირითადად ვარდები, პიონები და ორქიდეებია.
იმისთვის, რომ ვალენტინობის საჩუქრები თქვენთვის რთულად შესარჩევი არ გახდეს, ყვავილების მაღაზია “Lovely Roses” დაგეხმარებათ ძვირფასი ადამიანისთვის უნიკალური თაიგულის შერჩევაში.
მთავარი ვარსკვლავი ჩვენს მაღაზიაში არის წითელი ვარდი, რომელიც მუდამ სიყვარულის სიმბოლოდ ითვლებოდა. თაიგულში მისი შეხამება პიონებთან კი თქვენს პარტნიორს განსაკუთრებით გააბედნიერებს.
ჩვენს კატალოგში ხელმისაწვდომია ლურჯი ვარდების თაიგულიც, რომლითაც საყვარელ ადამიანს თავს სხვებისგან გამორჩეულად აგრძნობინებთ.
ვალენტინობის დღესასწაულზე მხოლოდ ვარდებისგან შემდგარი თაიგულის შეძენაც შესანიშნავი და კლასიკური იდეაა. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ერთმანეთს შეუხამოთ თეთრი, წითელი, ვარდისფერი და ნარინჯისფერი ვარდები.
ანემონეები ყვავილების თაიგულის აწყობისას არც თუ ისე ხშირი არჩევანია, მიუხედავად მისი განსაკუთრებული სილამაზისა და სიმბოლური მნიშვნელობისა – მცენარე ბოროტი სულებისგან დაცვისა და იღბლის სიმბოლოა. გავრცელებული რწმენაა ისიც, რომ ანემონე ფურცლების დახურვით წვიმას მოასწავებს.
ამ სადღესასწაულო თარიღისთვის საინტერესო არჩევანია თაიგულის ტიტებით აწყობა.მისალოც თაიგულში სხვადასხვა ფერის ტიტების მოთავსება მონატრებული გაზაფხულის განწყობას შეიტანს ზამთრის ცივ დღეებში.
ტიტებს თავისი ფორმისა და ფერის გათვალისწინებით, შეუძლია თაიგულში შესანიშნავად შეეხამოს ვარდებსა და პიონებს.
სიმბოლური მნიშვნელობა ტიტებში ფერის მიხედვით განსხვავდება: ვარდისფერი ტიტები პატივისცემასა და კეთილ სურვილს გამოხატავს, ყვითელი – ბედნიერებასა და იმედს, ნარინჯისფერი – მეგობრობასა და დაფასებას, ხოლო წითელი – რომანტიკულ სიყვარულს.
თაიგულები ყვავილების მაღაზია “Lovely Roses-ში”
თუ საყვარელი ადამიანისთვის ორიგინალური დიზაინის თაიგულს ეძებთ, ჩვენ ინდივიდუალური სურვილის მიხედვით გაფორმებულ თაიგულებს გთავაზობთ.
“Lovely Roses”-ის კატალოგში შედის მისალოცი ყვავილები, საქორწილო თაიგული და სამგლოვიარო გვირგვინები, ასევე სასაჩუქრე ნაკრებები და ღონისძიებების გასაფორმებელი დეკორი.
ჩვენთან ხელმისაწვდომია ვარდების, შერეული ყვავილების, ყუთში მოთავსებული, კალათაში მოთავსებული, კრეატიულად გაფორმებული და სეზონური თაიგულები. ვარდების კატეგორიაში ხელმისაწვდომია წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ატმისფერი და იასამნისფერი ვარდები.
საქორწილო თაიგულებში კი შეხვდებით როგორც ვარდებს, ისე სხვადასხვა ფერის პიონებს, ანემონებს, ქრიზანთემებს, ეუსტომებს, ირისებს, კალებსა და მზესუმზირებს.
ყუთში მოთავსებული ყვავილების კატეგორიაში კომპოზიციები ხელმისაწვდომია ცისფერ, ღია იისფერ, ვარდისფერ, შავ და თეთრ ყუთებში. ყუთები ერთმანეთისგან ზომებითაც განსხვავდება.
“Lovely Roses”-ის კრეატიული გაფორმებები კი ხშირ შემთხვევაში მოიცავს სხვადასხვა ექსკლუზიური დიზაინის მქონე კალათებითა და ყვავილებით შექმნილ ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპოზიციებს.
სეზონურ თაიგულებში ხელმისაწვდომია გაზაფხულის მახარობელი იასამნები, ტიტები, პიონები, მზესუმზირები, მინდვრის ყვავილები, საახალწლო თაიგულები, ხელნაკეთი ნაძვის ხეები, სააღდგომო სასაჩუქრე ნაკრებები და ექსკლუზიურად ვალენტინობის დღისთვის განკუთვნილი კომპოზიციები.
საქორწილო თაიგულების კატეგორიაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ყვავილებისგან შედგენილი მრავალი ნამუშევარი, რომელიც პატარძლის ჩაცმულობას ერთიორად გაამრავალფეროვნებს.
სამგლოვიარო თაიგულებისა და გვირგვინების კატალოგი კი მოიცავს კალათსა და ყუთში მოსათავსებელ სარიტუალო კომპოზიციებს ასევე შესაძლებელია სამგლოვიარო გვირგვინების შეძენაც. გვირგვინების კატალოგში ხელმისაწვდომია წითელი, თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი ვარდები, და მრავალი სხვა.
თაიგულებთან ერთად, “Lovely Roses”-ის კატალოგიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ მრავალი ტიპის სასაჩუქრე ნაკრებები, რომელშიც შედგება სხვადასხვა სახის ტკბილეულისა და ღვინოსგან. ყვავილების შეძენასთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ შოკოლადები, ტორტი და ქოთნის მცენარეები.
გაფორმების კატეგორია კი ჩვენთან განსაკუთრებით ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი: გთავაზობთ ყვავილებს ქორწილის ცერემონიის, საქორწილო დარბაზის, ნეფე-პატარძლის მაგიდის, საქორწილო თაღისა და მანქანისთვის.
ასევე ხელმისაწვდომია ყვავილები საკონფერენციო დარბაზისა და სხვა ტიპის სივრცეების გასალამაზებლად.
“Lovely Roses”ყვავილების სრული კატალოგი ასევე მოიცავს ყვავილებს ფოტოსესიისთვის, ვიტრინის გასაფორმებლად, საახალწლო დეკორაციისა და სახლის ინტერიერისთვისაც კი.
“Lovely Roses”-ის ქოთნის მცენარეები
კალათეა – ის მცენარეთა პოპულარული გვარია, რომელიც ცნობილია ფოთლების საინტერესო ვიზუალით. კალათეა ტენიან გარემოში საუკეთესოდ ყვავილობს, ოპტიმალური ტემპერატურა კი 18-27°C-ია. ტენიანობის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ რეგულარულად დაასველოთ ფოთლები ან გამოიყენოთ ტენიანობის შესანარჩუნებელი სხვა ხელსაწყოები.
ჩვენს კატალოგში ხელმისაწვდომია ულამაზესი კალათეა, რომელიც თქვენი ან თქვენი საყვარელი ადამიანის სახლის ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს.
სანსივიერა – განსაკუთრებით მარტივად მოსავლელი მცენარეა, რომლის სახეობები ერთმანეთისგან ფორმითა და შეფერილობით განსხვავდება. სანსივიერა თავს კარგად გრძნობს როგორც განათებულ ადგილას, ისე ჩრდილში. ყველანაირ ტემპერატურას კარგად ეგუება, ძალიან დაბალი ტემპერატურების გარდა.
სანსივიერა არ არის ზედმეტი წყლის მოყვარული. მისი მორწყვა სასურველია მაშინ, როცა მიწა კარგად გაუშრება. მცენარის გაზრდა განსაკუთრებით კარგი ისეთი ადამიანებისთვისაა, რომლებსაც პერიოდულად უწევთ სახლის კვირებით დატოვება.
სანსივიერა შეგიძლიათ მოათავსოთ საძინებელში, რადგან მცენარე ღამით გამოყოფს ჟანგბადის დიდ რაოდენობას.
მცენარისთვის ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ ის, რომ მისთვის შესაძლოა საზიანო იყოს ღია მზეზე მოხვედრა. მცენარე უნდა დაიდგას ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები მხოლოდ საღამოს საათებში აღწევს.
სანსივიერა მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის საპონინებსაც, რომლებიც შამპუნებისა და თხევადი საპნების დამზადებისას გამოიყენება.
მცენარე უნდა გადაირგას მაშინ, როცა ქვემოდან მისი ფესვები გამოჩნდება. ქოთანი სასურველია იყოს თიხის, ნიადაგი კი ფხვიერი.
ასპარაგუსი – ის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ის თავისი ჰაეროვანი და სასიამოვნო ვიზუალით ოთახში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის.
ასპარაგუსი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. მას უამრავი მეტსახელი აქვს – ევროპაში ასპარაგუსი სატაცური გვიმრის სახელითაა ცნობილი.
ასპარაგუსი უნდა მოთავსდეს ნათელ, მაგრამ მზისგან მოშორებულ ადგილას. მცენარეს შესაძლოა მზის სხივებმა დაუწვას წიწვები, ამიტომ ის მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ მის გამოსხივებას.
ასპარაგუსის მოსავლელად იდეალური ტემპერატურაა 18-23 გრადუსი. ზამთარში კი მინიმალური ტემპერატურა სასურველია არ ჩამოცდეს 6 გრადუსს.
სპატიფიულიუმი – მის სამშობლოდ ტროპიკულ ქვეყნებს მოიაზრებენ. არსებობს სპატიფილიუმის დიდი გიგანტი, საშუალო და ჯუჯა ჯიშები. ის არის მარტივად მოსასვლელი, უპრობლემო მცენარე, რომელიც წარმოადგენს ჰაერის გასუფთავების კარგ საშუალებასაც.
სპატიფილიუმს შეუძლია მშრალი ჰაერის ატანა, მაგრამ ზამთარში ის აუცილებლად უნდა მოარიდოთ გამათბობელს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი მიწა აუცილებლად მუდმივად ნესტიანი უნდა იყოს. როდესაც მიწის ზედაპირი შეშრება, მცენარე მორწყეთ.
სპატიფილიუმის გადარგვა სასურველია მაშინ, როცა ქოთანი მცენარის ფესვებით შეივსება. მისი ქოთანი არ უნდა იყოს დიდი, ასეთ შემთვევაში შემთხვევაში სპატიფილიუმი არ იყვავილებს იქამდე, სანამ ქოთანი სრულად არ შეივსება. სპატიფილიუმის გადარგვისას გაითვალისწინეთ, რომ მისი გადაადგილება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს სუსტი ფესვების გამო.
ზემოთ ნახსენები ოთახის მცენარეების შეძენა მრავალი ტიპის თაიგულებთან და სასაჩუქრე ნაკრებებთან ერთად კი შეგიძლიათ ყვავილების მაღაზია “Lovely Roses”-ის ფილიალებში.
ჩვენი პროდუქტები ხელმისაწვდომია ქ.თბილისში, ზ. ფალიაშვილის 38-ში 09:00-დან 22:00-მდე, ხოლო შ.ღამბაშიძის 10-ში 09:00-დან 00:00-ის ჩათვლით.
მაღაზიაში მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც. მიწოდება შესაძლებელია თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ბორჯომში, ქუთაისში, გუდაურში, ზესტაფონში, ყაზბეგში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.
ვებგვერდზე შეკვეთები მიიღება 24-საათიან რეჟიმში. ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე, 09:00-დან 00:00 საათამდე.
