ზამბახი (ირისი) მსოფლიო ისტორიაში
ირისის მდიდარი ისტორია თარიღდება ძველი საბერძნეთიდან. ბერძნულად "ირისი" ითარგმნება როგორც "ცისარტყელა", რაც ირისის ერთ-ერთი განმარტებაა. ხოლო, "ეირისი", ნიშნავს "მესინჯერს". ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ირისი, ცისარტყელას ქალღმერთი, იყო ღმერთების მაცნე, კავშირი ზეცასა და დედამიწაზე მოკვდავ ადამიანებს შორის. ის ცისარტყელას გასწვრივ მოგზაურობდა ცასა და დედამიწას შორის გადაადგილებისას, რის გამოც სიტყვა ირისი ასოცირდება ცისარტყელასთან. დღეს მიცვალებულთა საფლავებზე იასამნისფერი ზამბახია დარგული, რათა დაეხმაროთ მათ მოგზაურობაში. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილებს არავითარი რელიგიური ისტორია არ გააჩნიათ, ისინი ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ღვთისმშობლის ეკლესიებსა და ბაღებში. ზოგიერთი თვლის, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ხმლისმაგვარ ფურცლებთან, რომლებიც, როგორც ამბობენ, იესოს სიკვდილით გამოწვეული ტკივილის მსგავსია მარიამის გულში. შუა საუკუნეებში ზამბახი (ან fleur-de-lis) სამეფო ოჯახის სიმბოლოდ იქცა საფრანგეთში, სადაც ის დღეს დგას, როგორც ქვეყნის ეროვნული ყვავილი. საფრანგეთის
რევოლუციის შეხსენება, fleur-de-lis კვლავ უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ნიუ ორლეანის, ლუიზიანას კულტურაში. ის ასევე არის ტენესის სახელმწიფო ყვავილი.
ირისის 260-დან 300-მდე სახეობა არსებობს. ის ხარობს მშრალ, ნახევრად უდაბნოში ან უფრო ცივ კლდოვან მთიან ადგილებში. სხვა სახეობები განლაგებულია ბალახიან ფერდობებზე, მდელოებზე, ჭაობებსა და მდინარის ნაპირებზე. ირისი უძველესი კულტურის ნაწილია აპონიაში ირისი ცნობილია თავისი გამწმენდი ელემენტებით. იაპონელები მას იყენებენ ბოროტი ენერგიებისგან თავის დასაღწევად. ჩინელები თვლიან, რომ ირისი ზაფხულის მაცნე და სულია. ჩინეთში ირისს უწოდებენ "იისფერ პეპელას", რადგან ფურცლები ფრიალებს და დაფრინავენ როგორც პეპლის ფრთები. ძველ სამყაროში ინდური და ეგვიპტური კულტურები იყენებდნენ ირისის რიზომებს სამკურნალო მიზნებისთვის და სუნამოების დასამზადებლად. დღეს ირისის ყვავილების ეთერზეთები ზოგჯერ გამოიყენება არომათერაპიაში, როგორც დამამშვიდებელი წამალი.
ვიქტორიანული ეპოქა ირისის ყვავილებს უამრავ მნიშვნელობას ანიჭებდა. ის უკავშირდებოდა რწმენას, იმედს, გამბედაობას, სიბრძნესა და აღტაცებას. ყვავილის ულამაზესი ფერები მას დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს.
ბუნებაში გვხვდება იასამნისფერი ან ლურჯი ყვავილი, თუმცა ირისმა ასევე შეიძლება წარმოქმნას თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, ლავანდის ან ყავისფერი ყვავილები. იასამნისფერი ზამბახი ასოცირდება სიბრძნესთან და იყენებდნენ კომპლიმენტის სათქმელად, ხოლო ლურჯი ირისების თაიგული იმედსა და რწმენაზე მეტყველებს. გააგზავნეთ ყვითელი ყვავილი, თუ გსურთ ვნების გადმოცემა. საქორწილო თაიგულებისთვის, თეთრი ირისის ყვავილები იდეალურია, რადგან მისი აყვავება სიწმინდის სიმბოლოა.
ვან გოგის ზამბახები
ხელოვნების სამყაროში, ზოგიერთი ყვავილი მუდმივად იპყრობდნენ მხატვრების ფიქრებს და ხდებოდნენ მათი ხედვის და წარმოსახვის ნაწილი, მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის ირისები. მათი დახვეწილი ფორმის, მისტიური და ლამაზი შეხედულების გამო ბევრი მხატვრის მუზად იქცა.
ალბათ ვანგოგის ხსენებაზე პირველი ირირების ნაცვლად მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მზესუმზირები გახსენდებათ, მაგრამ ირისებიც ყველასთვის არანაკლებ საყვარელი ნახატია, რომელმთანაც მხატვარს საკმაოდ ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდა. ნახატი ადამიანში ბევრ გრძნობას აღძრავს, ის არის რაღაც ნაცნობი მაგრამ ამავდროულად მისტუური, ნეტა რა უნდა იყოს მისტიური ყვავილში, რომელიც ყველამ ვიცით და გვიყვარს, მაგრამ ეს ნახატი ზამბახის ყვავილს სულ სხვა კუთხით გვანახებს, როდესაც ადამიანი მას უყურებს ჩნდება შთაბეჭდილება რომ ნახატზე არსებული ირისები მოძრაობენ, ეს კი ერთ-ერთი ფაქტორია რის გამოც ადამიანს უჩნდება ილუზია რომ ნახატი ცოცხალია და რაღაც გრძნობის გადმოცემას ცდილობს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელიო.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ, ვან გოგმა ეს ნახატი მისი ცხოვრების ბოლო წლებში საავადმოფოში დახატა, როდესაც მას მენტალური პრობლემები ჰქონდა და თავის თავთან მუდმივ ბრძოლაში იყო. სწორედ ეს ქმნის ნახატს მეტყველს და ემოციურს. მას ყოველთვის ხედავდა ცხოვრების სილამაზეს მისთვის ყველაზე ბნელ დღეებშიც კი, ამ ნახატოთ მან შეძლო გადმოეცა სიხარული მისი უდიდესი ტკივილით, რის გამოც ეს ნახატი ბევრისთვის არის ძალის ნიშანი დაუნდობელი ბედის წინაშე.
ირისები ლავლი როუზში
ირისები ჩვენთან მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ შეიძინოთ. სეზონის პერიოდში გვაქვს როგორც ჰოლანდიური ისე ადგილობრივი ირისები. ეს ყვავილი ის ერთ-ერთი გამონაკლისია როდესაც ჰოლანდიური და ადგილობრივი ჯიში თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართული ირისი არის 60-70სმ და გვხვდება როგორც იასამნისფერი ისე თეთრი და თეთრი ყვითელი გულით, ჰოლანდიური ირისი 50-60სმ სიგრძის არის ოდნავ პატარა ყვავილი აქვს ვიდრე ადგილობრივს, თუმცა წინასწარი შეკვეთით უფრო მეტ ტონალობაში იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასებს ადგილობრივი ირისის ფასი არის 5-6 ლარი, ხოლო ჰოლანდიურის 6-8 ლარი. ყოველ სეზონზე იცვლება ყვავილის ფერები და ფასი, თქვენთვის საინტერესო პერიოდში მარაგებზე ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით ყვავილების მაღაზიაში ვაკეში და ვერაზე, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +(995) 598 33 89 99 (Whatsapp, viber)
როგორ ავარჩიოთ ირისი?
ირისი შეგიძლიათ შეიძინოთ კოკორში, ნახევრად გაშლილ და სრულად გაშლილ მდგომარეობაში. ყვავილის სხვადასხვა მდგომარეობაში ირისი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სტილის თაიგულებში. ირისი საკმაოდ ნაზი და ელეგანტური ყვავილია, ზომით კლასიკურ ყვავილებზე პატარაა ამიტომ თუ გსურთ ირისი გამოიყენოთ შერეულ თაიგულში სასურველია სრულად გაშლილი იყოს, თაიგულის სტილიდან გამომდინარე კონკრეტულ თაიგულებში ყველა მდგომარეობაში შეიძლება მისი გამოყენება. ნახევრად გაშლილი ირისი იდეალურია საქორწილო თაიგულებისთვის, თუ ირისების მონო თაიგულის ყიდვა გსურთ ლამაზია სამივე მდგომარეობაში ყვავილი, ხოლო თუ თქვენთვის ყიდულობთ ირისებს კოკორში ან ნახევრად გაშლილ მდგომარეობაში იქნება საუკეთესო არჩევანი.
ჩვენი საყვარელი კომბინაციაა - ზამბები და ტიტები. ამის რამოდენიმე მიზეზი აქვს. მათი ყვავილობის სეზონი ემთხვევა რაც გვაძლევს საშუალებას მოვამზადოთ ძალიან ლამაზი სეზონური თაიგულები ადგილობრივი ყვავილებისგან. ორივე ყვავილი ნაზია, კოკრების ზომა უხდება ერთმანეთს, ტიტების მრავალფეროვანი ფერების არჩევანი გაძლევს საშუალებას შეხამების ჩვენ საყვარელ იასამნისფერ ირისის ფერს. ასევე ძალიან უხედა ირისი თაიგულში ვარდებს.
საქორწილო თაიგულისთვის სასურველია გამოვიყენოთ მონო ირისების თაიგული რომელიც იქნება ნახევრად გაშლილ მდგომარეობაში. თუ შერეული საქორწილო თაიგული გსურთ. მაშინ უნდა შევარჩიოთ ყვავილი რომელსაც მსგავსი ყვავილის ზომა ექნება, რომ არ დაჩრდილოს ის. ხოლო საქორწილო დეკორაციისთვის თითქმის არ გამოიყენება რადგან საკმაოდ გავრცელებული ყვავილია საქართველოში და ძირითადად სააღდგომო დეკორაციასთან ასოცირდება.