საჩუქრის არჩევა ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით საახალწლოდ, რადგან საახალწლო საჩუქარმა უნდა გამოხატოს არა მხოლოდ თქვენი სიკეთე და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს საახალწლო თემატიკა, საშობაო განწყობა და გაფორმება. ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით Lovely Roses გთავაზობთ საახალწლო საჩუქრების ფართო არჩევანს თქვენი საყვარელი ადამიანის გასახარებლად.
საახალწლო კატეგორიაში თქვენ იპოვით თემატურ საახალწლო თაიგულებს, ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ნაძვის ხეებს და საშობაო მცენარეებს, ასევე კალათებს საახალწლო გაფორმებით. მათში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საახალწლო ნაძვის ხეებს, წარმოდგენილს ამ გვერდზე. ჩვენი აზრით, ისინი შესანიშნავი საჩუქარი იქნება არა მხოლოდ საახალწლოდ, არამედ შობის დღესასწაულისთვისაც. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მიტანის სერვისი ამ საჩუქრის გასაგზავნად თბილისში და საქართველოს მასშტაბით.
ყველა ჩვენი საახალწლო ნაძვის ხე ხელნაკეთია, შექმნილია ჩვენი ფლორისტების მიერ თითო ეგზემპლარის სახით. თითოეული ხე უნიკალურია და ასახავს კონკრეტული ფლორისტის განწყობასა და სტილს. ისინი მზადდება ბიოფლორაზე, რომელიც გაჟღენთილია წყლით. მათი მორწყვა აუცილებელია დღეში ერთხელ, იმისთვის რომ ტოტები არ გამოშრეს და გახმეს. მათ გადატანას გირჩევთ სიფრთხილით, იმისთვის რომ არ დაზიანდეს საყრდენი კარკასი, რომელზეც ის არის წყობილი. აწყობის დროს ვიყენებთ სხვადასხვა ჯიშის ტოტები, გირჩები, სხვადასხვა საახალწლო სათამაშოები, ჩირი, დამატებითი აქსესაურები და ა.შ.
პროდუქტის ფასი დამოკიდებულია სიმაღლეზე, რაც უფრო მაღალია ნაძვი მით უფრო მაღალია მისი ფასიც. მათი სიმაღლე მერყეობს 35სმ-დან 85სმ-მდე. ისინი ძალიან სწრაფად იყიდება, დამზადებიდან რამდენიმე საათში, მაგრამ ახალი კომპოზიციებიც ყოველდღიურად კეთდება და ჩვენ იმ წამსვე ვდებთ საიტზე. თუ თქვენ ვერ ნახავთ ხელმისაწვდომ ნაძვის ხეს გასაყიდად და ყველა მათგანს აწერია ,,წინასწარი შეკვეთით“, ეს იმას ნიშნავს რომ ყველა მზა ნაძვის ხე გაყიდულია და ჩვენ ვმუშაობთ ახლების დამზადებაზე. მზა კომპოზიციები ნაძვით იყიდება მაღაზიაშიც, ადგილზე, რაც იმას ნიშნავს რომ ზოგჯერ შეიძლება ფლორისტის ნამუშევარმა ვერ მიაღწიოს საიტამდე. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ წინასწარ და დაჯავშნოთ მომავალი ნაძვის ხე თქვენს ბიუჯეტში. ჩვენ დაგიკავშირდებით და გაჩვენებთ ფოტოს.