თუ სადღესასწაულოდ ემზადებით და გსურთ საყვარელი ადამიანი გააბედნიეროთ, წინასწარ შეუკვეთეთ ვარდისფერი ვარდები ონლაინ და ისარგებლეთ სახლში მიტანის სერვისით. გისურვებთ ბედნიერ დღეს!
ვარდისფერი ვარდი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყვავილი ჩვენს მაღაზიაში წითელი ვარდების შემდეგ. იმის გამო, რომ ეს ვარდების ყველაზე გავრცელებული ფერია მსოფლიოში, მათი არჩევანი საკმაოდ დიდია. Lovely Roses-ში, ჩვენ ვიყენებთ მათ სხვადასხვა ფერსა და ჯიშს, თუმცა თითოეულ მათგანს აქვს თავისი გამოყენების სპეციფიკა და მნიშვნელობა. ქვემოთ გესაუბრებით ყველაზე პოპულარულ ვარდებზე.
ჰერმოსა არის ძალიან ნაზი და ქალური ვარდი. სიტყვა ,,ჰერმოსა“ ესპანურად ნიშნავს ,,ლამაზს“. მათ აქვთ ძალიან ნათელი ფერი და დიდი თავი, რომელიც ნელ-ნელა იშლება და დროსთან ერთად ზომაში იზრდება. ისინი დიდხანს ვერ ცოცხლობენ, როგორც სხვა ჯიშები. ეს კონკრეტული ფერი, რაღაცით ყოველთვის იზიდავს იმ მომხმარებელს, რომელიც ეძებეს გემოვნებიან და ამასთანავე მშვიდი ტონალობის ყვავილს. მათ, ასევე აქვთ სუსტი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სურნელი.
ფინქ მონდეალი არის ძალიან ღია ფერის ვარდისფერი ვარდი. ის არის თეთრი მონდეალის და, რომელსაც ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მისი ძალიან დიდი კოკრისა და გამძლეობის გამო. ეს ყვავილი, ხშირად არის პატარძლების ფავორიტი, იმ შემთხვევაში როდესაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ უფრო დელიკატური ფერების თაიგულს. ამ ჯიშის ვარდი არის ერთიანობის, სათნოებისა და ახალი სიყვარულის სიწმინდის სიმბოლო. მისი ,,ჭუჭყიანი“ ვარდისფერი კიდეები ნაზად გადადის კრემისფერ ბოლოებში ვარდის ფოთლების კასკადური შლით. გასაკვირი არ არის რომ, ეს ყვავილი საქორწილო სეზონის ფავორიტი გახდა. მისი უნაკლო, რომანტიული ვიზუალი ნებისმიერ კომპოზიციას თუ თაიგულს მატებს კლასიკურ, ვინტაჟურ დეტალს.
მაშინ როდესაც, ზოგიერთი ვარდი ძალიან ცოტათი იშლება, ზოგიერთი იშლება ყვავილის ბოლო ფუცლამდე და გერალდინიც სწორედ ამ ბოლო კატეგორიას ეკუთვნის. ისინი იშლებიან წყალში ჩადებიდან რამდენიმე საათში, თავის ფორმას კი მაქსიმალურად ინარჩუნებენ. გერალდინა ძალიან ლამაზი ყვავილია, რომელიც თავისი შლით მაქმანს მოგაგონებთ, ამიტომ მათ ხშირად იყენებენ ფერადი საქორწილო თაიგულებისთვის.
ჩვენი საყვარელი ფინქ ოჰარა, შეიქმნა 1970-იანი წლების საფრანგეთში, ცნობილი სელექციონერი, ანდრი დელბარდის მიერ. მას სახელი დაერქვა, მარგარეტ მიტჩელის რომანის ,,ქარწაღებულნი“-ს პერსონაჟის - სკარლეტ ოჰარას საპატივცემულოდ. ეს ყვავილი ცნობილია თავისი განსხვავებული შლის კოკრითა და უცხო არომატით. ოჰარა ტკბილ ვარდისფერ ელფერს მატებს საქორწილო თაიგულებსა და სხვა რომანტიკული დანიშნულების კომპოზიციებს, თავის სასიამოვნო სურნელთან ერთად.