18/08/2023
ყველას უყვარს ვარდების ქონა სახლში, ლარნაკში. მათი ფორმა, ცოცხალი ფერები და მიმზიდველი სუნი ჩვენს ყურადღებას იპყრობს. ასეთი ლამაზი ყვავილები საჭიროებენ ყურადღებას, მათი მოვლა მნიშვნელოვანი პროცესია, შესაბამისად გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მოკლე მიმოხილვა თუ როგორ უნდა მოვუაროთ ვარდებს.
როგორ მოვუაროთ ვარდებს
უპირველეს ყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია ყვავილების წყალში შენახვა. მოაჭერით თქვენს ვარდებს ღეროები 45 გრადუსიანი კუთხით, მოაცილეთ ნებისმიერი ფოთოლი რომელიც შეიძლება წყალში მოხვდეს და ჩადგით ყვავილები ვაზაში. ფოთლების მოცილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სწორედ ფოთლები იწვევენ ბაქტერიების ზრდას. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ ფოთლები იწოვენ ბევრ წყალს და შესაბამისად ყვავილის თავს ნაკლები ხვდება, ამიტომ ჯობია ფოთლები სულ მთლიანად მოაცილოთ.