ვალენტინობა არის დღე როდესაც შეყვარებულები გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს ყურადღებითა და საჩუქრებით. მათი მსგავსებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ დღესასწაული სათავეს იღებს რომაული ფესტივლიდან ლუპერკალია , რომელიც იმართებოდა თებერვლის შუა რიცხვებში. ეს იყო გაზაფხულის დადგომის ზეიმი, ის მოიცავდა ქალების კაცებთან ლატარიით დაწყვილებასა და რიტუალებს ნაყოფიერებისთვის. საუკუნის ბოლოს პაპმა გელასიუსმა აკრძალა ლუპერკალიის დღესასწაული, ზოგჯერ მას წმინდა ვალენტინობის დღით ჩანაცლებას მიაწერენ, მაგრამ დღესასწაულის ნამდვილი წარმოშობა ბუნდოვანია. ვალენტინობის დღე მე-14 საუკუნემდე არ აღინიშნებოდა, როგორც რომანტიკული დღესასწაული.
ეს დღე პოპულარულია შეერთებულ შტატებში, ასევე ბრიტანეთში, კანადასა და ავსტრალიაში, ასევე აღინიშნება სხვა ქვეყნებში, მათ შორის არგენტინაში, საფრანგეთში, მექსიკასა და სამხრეთ კორეაში. ბოლო პერიოდში საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული გახდა ეს დღე, ხოლო ფილიპინებში ის არის ყველაზე გავრცელებული და ასობით წყვილი ქორწინდება ამ დღეს. დროთა განმავლობაში კი დღესასწაული გაფართოვდა და ახლა ნათესავებიც და მეგობრების იყენებენ ამ დღეს ერთმანეთის მიმართ სიყვარული რომ გამოხატონ.
10 საინტერესო ფაქტი ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ლოგიკური ფაქტი ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მაგალითად, ის რომ 8 მილიარდზე მეტი შოკოლადის გულს აწარმოებენ ყოველწლიურად და 145 მილიონი ბარათი ეგზავნება საყვარელ ადამიანებს, მხოლოდ ამერიკაში 2 მიალარდი დოლარის ოდენობის ღირებულების ყვავილი იყიდება 14 თებერვალს და სხვა ფაქტები რომელიც ლოგიკურად გვეჩვენება, ამასთან ერთად არსებობს რამდენიმე ჭეშმარიტება, რომელიც შეიძლება ზედმეტად არარეალური ჩანდეს.
წმინდა ვალენტინი არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანი. ყველსათვის ცნობილია რომ ეს დღესასწაული წმინდა ვალენტინის სახელობისაა, ისტორიაში გხვდება რამდენიმე წმინდა ვალენტინ რომლსაც შეიძლება უკავშირდებოდეს ეს დღესასწაული.
14 თებერვალი და ჩიტები:
ზოგი ქვეყანა თვლილს რომ ვალენტინობის დღე დაკავშირებულია ფრინველებთან. ხალხი ფიქრობს რომ ჩიტები თავიანთ პარტნიორს ირჩევენ შუა ნოემბრის პერიოდში, რაც უფრო რომანტიულ ელფერს აძლევს ამ დღესასწაულს და ჩიტების სიმბოლიზმს.
ზოგ ქვეყანაში კი, ეს დღესასწაული აკრძალულია
წინა საუკუნეში რამდენიმე ქვეყანაში აკრძალული იყო ვალენტინობა. მაგალითან 1990 წლებში, საუდის არაბეთში ამ დღეს წითელი ვარდების გაყიდვა აკრძალული იყო.
პირველი ვალენტინობის წერილი გაიგზავნა მე-15 საუკუნეში
ყველაზე ძველი ჩანაწერი დღესასწაულის წერილის გაგზავნის თარიღდება 1415 წელს, როდესაც როდესაც ფრანგმა ჰერცოგმა ჩარლზმა თავის ცოლს გაუგზავნა პატარა პოემა : "I am already sick of love, My very gentle Valentine."
ვალენტინობის დღისთვის 250 მილიონ ვარდს ზრდიან
როგორც იცით ვალენტინობისთვის ვარდი ყველაზე გავრცელებული ყვავილია, ხოლო თებერვლის სუსხიან ამინდში მათი გაზრდა საკმაოდ რთულია, ამიტომ ვალენტინობისთვის 250 მილიონი ჰოლანდური ვარდს რგავენ ეკვადორში, კენიასა და კოლუმბიაში.
ვალენტინობას საჩუქრებს შინაური ცხოველებიც იღებენ
ვალენტინობის დღე იმდენად პოპულარული გახდა ამერიკაში რომ ყოველწლიურად ამ დღისთვის 700 მილიონი დოლარი იხარჯება ცხოველების საჩუქრებისთვის.
ვალენტინობის დღე ითვლება ყველაზე პოპულარულ დღედ ნიშნობისთვის
რომელი არის იმაზე კარგი დღე ნიშნობისთვის ვიდრე დღესასწაული რომელიც ეძღვნება სიყვარულს. გამოკითხვის მიხედვით ეს არის ყველაზე პოპულარული დღე ნიშნობიბსთვის, ხოლო 6 მილიონი ადამიანი არის დანიშნული ამ დღეს.
ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად აღნიშნავენ
ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში ცნობილია როგორც el día de los enamorados (შეყვარებულების დღე) ან día del amor y la amistad (სიყვარულისა და მეგობრობის დღე), იმის გარდა რომ წყვილები ცვლიან საჩუქარს ამ დღეს მეგობრებიც ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს პატივისცემისა და მადლიერების საჩვენებლად.
იაპონიაში, მიღებულია რომ სიყვარულში გამოსატყდომად მხოლოდ ქალბატონები ჩუქნიან საჩუქრებს კაცებს, წყვილები ჩუქნიან შეყვარებულებს, ხოლო თავისუფალი გოგონები იყენებენ ამ დღეს სიყვარულის ასახსნელად, ხოლო კაცები საპასუხო საჩუქარს 14 მატს ჩუქნიან, მას “თეთრი დღე” ქვია.
ვალენტინობის დღე საშინელებათა ფილმებისთვისაც პოპულარულია
ბევრ ადამიანს უყვარს ამ დღის აღნიშვნა საშინელებათა ფილმის ყურებით, ამას მოწმობს საშინელებათა ფილმების სიმრავლე ამ თემატიკით.
14 თებერვალს ყვავილების ჩუქების ტრადიცია დამკვიდრდა 17 საუკუნეში
ყვავილების ჩუქება ვალენტინობას შეიძლება აშკარა რომანტიულ ჟესტად მოგეჩვენოთ ახლა, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. ის ტრადიციად დამკვიდრდა, როდესაც შვედეთის მეფემ ჩარლზ II-მ ისწავლა "ყვავილების ენა" რომელიც ანიჭებს სხვადასხვა ყვავილსა და მის ფერს თავის მნიშვნელობას, დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია ვიქტორიანულ ერაშიც დამკვიდრდა. თუ თქვენც გსურთ მსგავსი რომანტიკული ჟესტით მიულოცოთ საყვარელ ადამინას ეს დღესასწაული აირჩიეთ ვალენტინობის საჩუქარი ჩვენს კატალოგში.
არსებობს ოფიციალური ვალენტინობის დღის ალტერნატიული დღე
უცხოეთში საკმაოდ ცნობილია ეს დრე სახელით "Quirkyalone Day", ეს არ არის ვალენტინობის საწინააღმდეგო დღესასწაული, 14 თებერვალს მარტოხელა ადამიანები აღნიშნავენ მას როგორც საკუთარი თავისა და პლატონური ურთიერთობების დღეს. ის უკვე 2003 წლიდან აღინიშნება ოფიციალურად.
პირველი ვალენტინობა პარიზში გაიმართა
ამ დღის პირველი ოფიციალური აღნიშვნა იყო პარიზში 1400 წლის 14 თებერვალს, როდესაც საფრანგეთის მეფე ჩარლზ VI-მ დააარსა La cour amoureuse, ანუ სიყვარულის უმაღლესი სასამართლო. სასამართლოს მართავდნენ მხოლოდ ქალები და აქ განიხილებოდა ქორწილის, ღალატის, განქორწინებისა და ოჯახური ძალადობის საკითხები.
ყვავილები გამოწერით 🌹 Lovely Roses -ში 🌹