სიყვარულის დღესთან დაკავშირებით Lovely Roses გთავაზობთ გულთბილ თაიგულებს. შეარჩიეთ ვალენტინობის საჩუქარი 🎁 ჩვენთან, გამოიწერეთ ონლაინ და სახლში მიულოცეთ თქვენს სიყვარულს 14 თებერვალი. 💝
მოთხოვნიდან გამომდინარე უმჯობესია წინასწარ დაჯავშნოთ შეკვეთა.
ვალენტინობისთვის საყვარელ ადამიანს შეგიძლიათ აჩუქოთ ნებისმიერი ყვავილის თაიგული, შეზღუდვა ყვავილზე ან ფერზე არ არსებობს, მაგრამ რატომღაც თაიგულის არჩევისას, ყველას პირველი წითელი ვარდების თაიგული ახსენდება,. როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც არ გვინდა რომ დღესასწაულის განწყობა დავკარგოთ, თან ჩვენი საჩუქარი იყოს კრეატული და გამორჩეული. ამისთვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, შეგიძლიათ განსხვავებული ტონალობის წითელი თაიგული აჩუქოთ. იცოდით რომ წითელი ვარდის ბევრი სახეობა არსებობს? ვალენტინობისთვის კი Lovely Roses-ში თითქმის ყველა სახეობა გვაქვს. ჩვენ მაღაზიაში შეხვდებით ალისფერს (ნინა), კლასიკურ მუქ წითელს ( ექსპლორელი), მალინსფერს (ლოლა) და კიდევ სხვა მრავალ მსგავსი ტონალობის ვარდს. ამის გარდა შეგიძლიათ აჩუქოთ წითელი თაიგული სხვადასხვა ყვავილების მიქსით ან დეტალური გაფორმებებით, მაგალითად ხელნაკეთი გულით ან სხვა დეკორაციით. ასევე ლავლი როუზის გთავაზობთ წითელ ვარდებს კომპოზიციის ან გრძელ ყუთში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ვალენტინობის ფერი არა მხოლოდ წითელია არამედ ვარდისფერიც. ჩვენ კატალოგში შეხვდებით როგორც მუქ მუქ ვარდისფერ ვარდს (ჰერმოსა, სურნელოვანი საგა), ღია ვარდისფერს (ფინქ მონდიალი), ასევე ყველასათვის საყვარელ სურნელოვან ვარდისფერ ვარდს (ოსტინი), მაგრამ ჩვენ გირჩევთ ყველა ვარდისფერი ვარდის მიქს თაიგულს რომელსაც შესანიშნავი ფერები და სურნელი ექნება. ყველა მსგავსი სტილის თაიგული ვალენტინობისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ კატალოგში.
თუ თქვენ რჩეულს ვარდები არ უყვარს ან გსურთ რომ სხვა ყვავილი აჩუქოთ, გთავაობთ რამდენიმე ალტერნატივას:
გარდა იმისა რომ ტიტების სიმბოლიზმი და საუკუნოვანი ისტორია მათ ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად აქცევს, ის ასევე არის ბევრი ადამიანის საყვარელი ყვავილი, რის გამოც ამ დღისთვის საკმაოდ პოპულარული არჩევანია. ვალენტინობისთვის ძირითადად ვხვდებით წითელ ან ვარდისფერ ტიტების თაიგულს, ვინაიდან ისინი სიყვარულის და ზრუნვის სიმბოლოა.
ქრიზანთემების თაიგულს ირჩევენ მაშინ როდესაც უნდათ საყვარელ ადამიანს რომ უთხრან რომ სიყვარულის გარდა მათ აკავშირებთ მეგობრობა და ის მისთვის უახლოესი ადამიანია. გარდა ამისა თუ თქვენ პატარა ბავშვს უნდა შეყვარებულს რომ აჩუქოს თაიგული ქრიზანთემები საუკეთესო ვარიანტია.
ლილია შეგიძლიათ აჩუქოთ როგორც მონო თაიგული, მაგრამ ვალენტინობისთვის პოპულარულია შერეული თაიგული თეთრი ლილიებითა და ვარდებით, რომელიც ლამაზ კონტრასტს ქმნის, ხოლო თუ წითელი ვარდების თაიგულს აჩუქებთ კოკორში მყოფ ლილიებთან ერთად, დღესასწაულისთვის ექნება წითელი თაიგული ხოლო დროთა განმავლობაში ლილიები გაიშლება და თქვენ საჩუქარს განსხვავებულ ეფექტს შემატებს.
Lovely Roses-ის გუნდი გისურვებთ ბედნიერ ვალენტინობას! 💞