მიმზიდველი ტიტები 🌷 ძვირფასი ადამიანის განწყობას ერთი-ორად აამაღლებენ. მოუწყვეთ სასიამოვნო დღე თქვენს რჩეულს და გაიზიარეთ მისი სიხარული.
"Lovelyroses"-ის ტიტები გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და საინტერესო შეფუთვით. დაგვიკავშირდით ან შეუკვეთეთ ონლაინ. მოქმედებს სახლში მიტანის სერვისი 📫, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა ძირითად ქალაქში.
ტიტების სეზონი თებერვალში იწყება და აპრილში მთავრდება. ამ პერიოდში ყველაზე ფართო არჩევანია და ღირებულება - ყველაზე დაბალი. ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია ჰოლანდიური ყვავილები, რომელთა შეძენა შესაძლებელია თითქმის მთელი წლის განმავლობაში, სეზონზე ხელმისაწვდომია როგორც იმპორტული, ისე ადგილობრივები. ისინი მყისიერად იყიდება, ამიტომ უმჯობესია წინასწარ განათავსოთ თქვენი შეკვეთა.
ეს ყვავილები წარმოუდგენლად პოპულარულია მათი ნათელი ფერების, ლამაზი ფორმის, მკვრივი, სწორი ღეროების და რაც მთავარია, გაზაფხულის დადგომასთან ასოციაციის გამო. ამ სტატიაში შევეცდებით ვუპასუხოთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს ამ წარმოუდგენელი ყვავილის შესახებ.
ბუნებაში, ამ ყვავილების სეზონი თებერვლიდან აპრილამდე გრძელდება. თუმცა, კულტივატორებმა განსხვავებული ხრიკებით მოახერხეს ამ პერიოდის გახანგრძლივება, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია შეუკვეთეთ ეს ყვავილები მთელი წლის განმავლობაში! ადრეული ყვავილობა მიიღწევა - ახალი ჯიშების გამოყვანით და მეურნეობის განვითარებით, ხოლო გვიანი ყვავილობა - ყვავილის შენახვის ახალი მეთოდების გამოგონებით.
ზოგადად, ყვავილების მაღაზია ლავლიროუზში ფასი იცვლება წელიწადის კონკრეტული დროის, ევროს კურსის მიხედვით. დღესასწაულების და განსაკუთრებული დღეების დროს ფასი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. როცა ტიტების სეზონი არაა ფასი შედარებით მაღალია. მიმდინარე ფასი მითითებულია ამ გვერდზე ყველა თაიგულზე ჩვენი ტიტების კოლექციაში. თუ სეზონი დასრულდა, თაიგულები მონიშნული იქნება, როგორც "წინასწარი შეკვეთა". ამ შემთხვევაში, შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ სეზონის გახსნისას.
მოცემული ყვავილი ვაზაში ძლებს რამდენიმედან 10 დღემდე და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:
იმის გამო რომ არაა საჭირო შორ მანძლძილზე ადგილობრივი ყვავილის ტრანსპორტირება, იჭრებიან უკვე მომწიფებულები, ანუ ყვავილი ზედა ფოთლებით არაა დაფარული (სწორედ ასეთი ყვავილია მეტად მიმზიდველი და მალე იყიდება). ხოლო იმპორტულების თავი ფოთლებითაა დაფარული. ასევე ადგილობრივი ტიტების განმასხვავებელი ნიშანია ისიც, რომ - გვხვდება ყვავილების ფერთა და ფორმათა მრავალფეროვნება, რის გამოც თაიგული გამოდის მცირედ ქაოტური და ასიმეტრიული.
გარდა ტიტებისა ჩვენთან ასევე ნახავთ მრავალ სხვადასხვა სეზონურ ყვავილებსაც.
იმის გამო, რომ ტიტები ადრეული გაზაფხულის ყვავილებია, ისინი თავს უკეთ გრძნობენ სიგრილეში, შესაბამისად, უფრო დიდხანს გაძლებენ დაბალ ტემპერატურაზე.
უმჯობესია ყვავილს მოვაშოროთ ყველა ფოთოლი, რომელიც წყალს ეხება; ისინი გარდა იმისა რომ კონკურენციას უწევენ ღეროს (რომელიც კვებავს კვირტს), შესაძლებელია, წყალთან უშალო კონტაქტის გამო დაიწყონ ლპობა, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. აუცილებელია ღეროების მოჭრა ბასრი დანით და არა სეკატორით. ჭრილი უნდა იყოს ჰორიზონტალური, ირიბად გადაჭრის შემთხვევაში ღეროს სიმძიმემ შეიძლება გაღუნოს ღერო და გადაუკეტოს წყლის მიწოდება ყვავილს. რეკომენდირებულია, გადაჭრის ადგილას მიკრო ჭრილობების გააკეთება, რომლებიც ყვავილს მეტი წყლის აღებაში დაეხმარებიან. ასეთი ფაქიზი ღეროების მოსაჭრელად არ არის რეკომენდებული სეკატორისა და მაკრატლის გამოყენება.
წყალში შეიძლება ბაქტერიები გამრავლდნენ. მათ გასანადგურებლად, შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი-ერთი მეთოდი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან: დაამატეთ 1 აბი ასპირინი ან ნახშირი, ცოტა ლიმონმჟავა ან ძმარი. დამატებით შესაძლებელია შაქრის გამოყენებაც. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური დანამატი ყვავილებისთვის, მაგალითად “კრიზალის” ფირმის, ან სხვა მსგავსი კომპანიის, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს. წყალი ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს, ისევე როგორც დანამატები. ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ არა - აუცილებელი. თუ ტიტები ახალია საკმარისია - უბრალოდ წყლის გამოცვლა,დაზიანებული და გაყვითლებული ფოთლების მოცლა და ყოველდღიურად ღეროების დაახლოებით 1 სმ დამოკლება (ყვავილი განაგრძობს ზრდას წყალში, ასე რომ არ მოგერიდოთ ღეროების დამოკლება). კვირტი გასქელდება, დამძიმდება და ღეროს გაუჭირდება თავის სიმძიმესთან გამკლავება, ამიტომ ჯობია ისეთი ვაზა შევარჩიოთ, რომ მოზრდილი ყვავილები მის კიდეებს ეყრდნობოდნენ.
ტიტებს ძალიან უყვართ სიგრილე, რადგან ისინი ერთ-ერთი პირველნი იწყებენ ყვავილობას ზამთრის შემდეგ, როდესაც ისინი ამოსვლას იწყებენ, ჯერ კიდევ ძალიან ცივა. უმჯობესია მოარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს, კონდიციონერებსა ან გამათბობლებს. ასევე, რეკომენდრირებულია ხილისგან შორს მოთავსება, განსაკუთრებით კი ციტრუსებისგან, რადგან ისინი ყვავილის ადრეული ლპობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია.
უმჯობესია მოვათავსოთ გრილ წყალში, დაახლოებით - 21 გრადუსამდე, შეგიძლიათ ყინულიც ჩაამატოთ. როგორც ყველა ყვავილის შემთხვევაში, ვაზა უნდა იყოს ძალიან სუფთა; რეგულარულად უნდა გადაღვაროთ დანალექი წყალი და მოასუფთავოთ ვაზის კედლები. არ არის საჭირო ბევრი წყლის დასხმა, ასე 6 სანტიმეტრამდე სავსებით საკმარისია, რომ, ერთის მხრივ, ფოთოლი არ გახდეს ყვავილის დროზე ადრე ლპობის მიზეზი, ხოლო მეორე მხრივ, ტიტებს არ ექნებათ დრო, რომ "დალიონ" წყლის მთელი მოცულობა მიზერულ დროში.
რეკომენდირებულია ღეროს დამოკლება დაახლოებით 3 სანტიმეტრით და თბილ, 35 გრადუსამდე, წყალში მოთავსება. უმჯობესია ვაზა ახლოს მოათავსოთ სინათლესთან, მაგრამ არა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. ერთ დღეში ტიტები გაიშლებიან. თუ კვირტები კვლავ უფერულია, მათ გაშლას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კვირტის გაშლის დაჩქარებასთან ერთად, მცირდება ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობაც.
ყვავილი, რომელმაც უკვე „დალია“ წყალი მოხრილ მდგომარეობაში, შეინარჩუნებს ამ ფორმას. ამის გამოსასწორებლად კი საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება: ყვავილს უნდა მოაჭრათ ბოლოები, გადაახვიოთ ღერო თავამდე მჭიდროდ ქაღალდში (ან გაზეთში), ისე რომ ბოლოებზე, რომლებსაც წყალში ვათავსებთ, ქაღალდი არ იყოს. მაღალ, სწორ ვაზაში ჩაასხით ცივი (ან ყინულებიანი) წყალი და გააჩერეთ ასე ტიტები დაახლოებით 2 საათით. გარკვეული პერიოდით ყვავილი გასწორდება, მაგრამ ყვავილის თავის სიმძიმის და დასუსტებული ღეროების გამო ტიტა კვლავ დეფორმირდება.თითქმის შეუძლებელია პიონისებრი ტიტის გასწორება, რომელსაც თავიდანვე საკმაოდ მძიმე თავი აქვს.
რა თქმა უნდა შეიძლება! ტიტებს ყველაზე მეტად ვარდები, ირისები, ფრეზიები და ეუსტომები უხდება. რადგან ტიტები მოჭრის შემდეგაც აგრძელებენ ზრდას ლარნაკში, ზოგი ფლორისტი თაიგ ულის აწყობისას ტიტებს უფრო ღრმად და დაბლა ათავსებენ, თუ ტიტა სხვა ყვავილების სიმაღლეზე იქნება ჩასმული თავიდანვე, ზრდის შემდეგ ისინი თაიგულიდან ძალიან მაღლა იქნებიან ამოსულები და თაიგულის ესთეტიურობასაც დაარღვევენ. იცით, ფლორისტები ტიტებთან მუშაობისას იშვიათად იყენებენ ოაზისს(ღრუბელს) და დიდად არც უყვართ მასთან მუშაობა. რატომ? - ტიტები ფორმას კომპოზიციის შექმნის შემდეგვე იცვლიან, რადგან სითბოში ტიტა იშლება, ფლორისტის მიერ მინიჭებულ ადგილისაც ნელ-ნელა შორდებიან და კომპოზიციას სულ სხვანაირად წარმოადგენენ, ასევე ტიტის რბილი ღეროსდა გამო, მათ უჭირთ წყლის აღება პირდაპირ ოაზისიდან.
თუ ყვავილი ახალია, მაშინ მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ წყალთან ერთად შეპარულმა ჰაერის ბუშტებმა, გზა გადაუკეტეს წყლის ნაკადს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შეგიძლიათ ნემსით ჩაჩხვლიტოთ თავთან ახლოს ღერო, რომ ზედმეტი ჰაერი გამოთავისუფლდეს.