გვაქვს თუ არა ვაკანსია ყვავილების მაღაზიაში?
Lovely Roses -ში ხშირად ვეძებთ სტაჟიორ ფლორისტებს.
ჩვენთან შეძლებთ:
- გაეცნოთ ფლორისტიკის სფეროს;
- ისწავლოთ წამყვანი, გამოცდილი ფლორისტებისგან;
- იმუშავოთ ლამაზ, მეგობრულ და კოლეგიალურ გარემოში;
- სტაჟის დაგროვების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობა.
სამუშაოს აღწერა:
- ყვავილების ყოველდღიური მოვლა;
- ყვავილების დამუშავება, მომზადება თაიგულებისა და კომპოზიციებისთვის;
- ყვავილების მაცივრის მოწესრიგება;
- მაღაზიის სხვადასხვა საქმეებში დახმარება;
- თაიგულების და კომპოზიციის აწყობის შესწავლა, აწყობა.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა - ჩვენ ყოველ წუთსა და დეტალს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, კანდიდატმაც უნდა აუწყოს ფეხი ამ მოცემულობას, რათა ერთად შევქმნათ ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება;
- მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ასეთია და ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება;
- მოხერხებულობა - ყვავილებთან მუშაობას ეს კრიტერიუმი ძალიან სჭირდება;
- კრეატიულობა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ - ყოველთვის მოხარულები ვართ მოვისმინოთ და განვახორციელოთ ახალი იდეები, განსაკუთრებით თუ კანდიდატი მოისურვებს ფლორისტად მუშაობას.
პირობები:
- კვირაში მინიმუმ 3, მაქსიმუმ 5 დღე (დამოკიდებულია თქვენ სურვილზე);
- სტაჟირების ხანგრძიობა (მინიმუმ 2 კვირა, მოქნილი შესათანხმებელი გრაფიკი);
- ანაზღაურება: პირველ 2 კვირა ანაზღაურების გარეშე. სამსახურში აყვანის შემთხვევაში - შესათანხმებელია კონკტერული ადამიანისთვის;
- სტაჟირების ადგილი: თბილისი, ღამბაშიძის 10 (ვერა) ან ფალიაშვილის 38 (ვაკე).
მოგვწერეთ იმისთვის რომ გაიგოთ გვაქვს თუ არა სტაჟირების ვაკანსია ყვავილების მაღაზიაში თქვენთვის სასურველ დროს.
სხვა ვაკანსიები
ფლორისტის დამხმარე: გვაქვს ეს ვაკანსია, დეტალები იხილეთ ბმულზე: ფლორისტის დამხმარე ყვავილების მაღაზიაში
ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია