ვარდები და რიცხვების სიმბოლიკა
ისევე როგორც ვარდების სხვადასხვა ფერი და სურნელი ატარებს სხვადასხვა მნიშვნელობას და მიმღებს შეუძლია მოუთხროს სხვადასხვა გრძნობის შესახებ, მსგავსი დატვირთვა აქვს ყვავილების რაოდენობასაც თაიგულში. ამ ბლოგში მოგითხრობთ ნომრების თამაშზე, რა დატვირთვა აქვს სხვადასხვა რაოდენობის ვარდის თაიგულში და რა გრძნობას ატარებენ ისინი.
ციფრების თამაში: რას ამბობს შენი ვარდების თაიგული
1 ვარდი - პირველივე ნახვით შეყვარება
ერთი ვარდი პირველივე ნახვით შეყვარების ძლიერი განაცხადია, რომელიც გულისხმობს: შენ ხარ ერთადერთი. ამ მარტივ სიმბოლურ ჟესტს შეუძლია გამოხატოს ღრმა სიყვარული და აღფრთოვანება. ის აჩვენებს ურთიერთობის გაგრძელების იმედს
2 ვარდი - ორმხრივი სიყვარული
როდესაც ჩუქნით თაიგულს ორი ვარდით, ეს ორმხრივი სიყვარულის
სიმბოლოა. ეს გამოხატავს აზრს, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორს შორის ღრმა კავშირია და გულები სამუდამოდ არის დაკავშირებული.
6 ვარდი - შეყვარება
ექვსი ვარდი აჩვენებს სურვილს, რომ იყოთ ვინმეს განსაკუთრებული ადამიანი. ის დაგეხმარებათ თქვენი სიყვარულის გადმოცემაში. ეს რიცხვი გამოხატავს საწყის ეტაპს, როდესაც მუცელში პეპლები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.
10 ვარდი - სრულყოფილი სიყვარული
ათი ვარდის თაიგული სრულყოფილი სიყვარულის სიმბოლოა. ის მიუთითებს, რომ სიყვარული თქვენ და თქვენს პარტნიორს შორის უნაკლოა. 10 ვარდის თაიგული ეუბნება მიმღებს რომ სიყვარული სრულყოფილი და ლამაზია
11 ვარდი - ნამდვილი სიყვარული
თერთმეტი ვარდის თაიგული გამოხატავს ღრმა და გულწრფელ სიყვარულს, რომელსაც ყოველთვის გაუფრთხილდებით. ეს ნიშნავს, თქვენ ძალიან აფასებთ სიყვარულს, რომელსაც გრძნობთ და თქვენი ურთიერთობა მართლაც განსაკუთრებულია. რიცხვი 11 წარმოადგენს უნიკალურ კავშირს საყვარელ ადამიანთან.
12 ვარდი - "იყავი ჩემი"
თორმეტი ვარდი კლასიკური არჩევანია, რომელიც უკვე დიდი ხანია ასოცირდება კითხვასთან: "ჩემი იქნები?" ეს რიცხვი არის სიყვარულის ნათელი გზავნილი და შეთავაზება სერიოზული ურთიერთობისთვის.
15 ვარდი - ბოდიში
თხუთმეტი ვარდი ატარებს ბოდიშის მნიშვნელობას და შერიგების იმედით. ეს რიცხვი გამოიყენება სინანულისა გამოსახატად და თქვენი პარტნიორისთვის გამოსწორების სურვილის ჩვენებით. ის მას ეუბნება : ბოდიში, მინდა სწორად მოვიქცე.
24 ვარდი - "მე შენი ვარ"
ოცდაოთხი ვარდის თაიგული სრული ერთგულების თამამი განცხადებაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ერთგული ხართ საყვარელი ადამიანის და სრულიად მას ეკუთვნით. ამ თაიგულით მას ეუბნებით : მე შენი ვარ უპირობოდ.
36 ვარდი – სიგიჟემდე შეყვარებული
ოცდათექვსმეტი ვარდი ნიშნავს, რომ სიგიჟმდე შეყვარებულები ხართ. ეს რიცხვი გამოხატავს აბსოლუტურ სიყვარულს, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ის არის გზა რომ უთხრათ : მე უსაზღვროდ შეყვარებული ვარ შენზე.
50 ვარდი - სიყვარული, რომელსაც საზღვრები არ აქვს
ორმოცდაათი ვარდი აჩვენებს სიყვარულს, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ეს არის გრანდიოზული ჟესტი, რომელიც საუბრობს ღრმა, ყოვლისმომცველ სიყვარულზე. ის გაძლევთ საშუალებას გამოხატოთ, რომ თქვენი სიყვარული ნამდვილი და განუზომელია.
100 ვარდი - სიკვდილამდე ერთად
100 ვარდის თაიგული ღრმა და ვნებიანი სიყვარულის სიმბოლოა. ამით თქვენ საყვარელ ადამიანს ეუბნებით რომ თქვენი სიყვარული 100 წელს გასტანს. ის ნიშნავს: "მე მთლიანად შენ გიძღვნი თავს და სიკვდლამდე ერთად ვიქნებით".