17/08/2023
ყვავილები ადამიანებს აბედნიერებს
Ნენსი ეტკოფი, ევოლუციური ფსიქოლოგი და პრესტიჟული ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დეპარტამენტის წევრი, წიგნის “ყველაზე ლამაზის გადარჩენა” - ქალის სილამაზეზე რადიკალური შეხედულებების კრებულის ავტორი, დარწმუნებით აცხადებს რომ ყვავილებს ადამიანის გაბედნიერება შეუძლიათ.
ქალბატონი ეტკოფის თქმით, თუ თქვენ დილას დაინახავთ ყვავილებით სავსე ვაზას, მაშინ დღის განმავლობაში ბევრად უფრო ენერგიულად იმუშავებთ და სტრესსაც უფრო მარტივად და წარმატებით გაუმკლავდებით, ვიდრე ყვავილების არ ხილვის შემთხვევაში.
Რა თქმა უნდა ხელფასის ზრდას, ბონუსებსა, და დაწინაურებას თავისი ადგილი უჭირავს, თუმცა როდესაც რაღაცას, ისეთ მარტივს როგორიც არის მშვენიერი ყვავილების თაიგული, შეუძლია ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება, ისმის კითხვა - რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ყველამ?
და რატომ არ იქნებოდა ეს ისეთივე ეფექტური სახლში, როგორიც არის სამსახურში?