ვარდისფერი ერთ-ერთი პირველი იყო ვარდის ფერებს შორის. ვარდისფერი ვარდი 40 მილიონი წლის წინანდელ ნამარხებში აღმოაჩინეს. ისინი თავდაპირველად ჩინეთში, ვარდების ბაღში დაახლოებით 5000 წლის წინ გამოიყენეს. შემდგომში არქეოლოგიური გათხრებისას კი არაერთხელ აღმოუჩენიათ მათი კვალი. სწორედ ამის გამო, ერთ-ერთმა პირველმა ფლორისტიკის სამყაროში სწორედ ამ ყვავილმა შეაბიჯა. მეცნიერთა აზრით სხვა ჯიშის ვარდები სწორედ ვარდისფერი ვარდებისგან გამოიყვანეს.
ვარდისფერი ვარდები სხვადასხვა ეპოქაში
ვიქტორიანულ ეპოქაში ვარდისფერ ვარდს გამოიყენებდნენ როგორც კედლების დეკორისთვის, ისე მისალოცი ბარათების გასალამაზებლად. ვარდისფერი ვარდი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებს შორის. თეთრი ვარდების შემდეგ ვარდისფერი ვარდი ყველაზე პოპულარული საქორწილო ყვავილია.