ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტიური სამზადისი იწყება, რაც, ერთი მხრივ, დეკორაციების შერჩევას, ნაძვის ხის მორთვასა და სადღესასწაულო ვახშამზე ფიქრს, მეორე მხრივ კი, განსაკუთრებული საჩუქრების შერჩევას მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ დროთა განმავლობაში სიმბოლური საჩუქრების გაცვლა ტრადიციადაც კი იქცა. ბლოგში ამ პროცესის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ და გირჩევთ, თუ რა შეიძლება აჩუქოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.
რა დატვირთვა აქვს საახალწლო საჩუქარს?
საახალწლო საჩუქრის მნიშვნელობა მატერიალურ შინაარს სცილდება. შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეების განმავლობაში საჩუქრების გაცემის აქტი სიყვარულის, კეთილშობილებისა და კეთილგანწყობის სიმბოლურ გამოხატულებად იქცა, რადგან შერჩევისას დახარჯული დრო თუ ძალისხმევა დიდი ზრუნვისა და ყურადღების გაცხადებაა.
საახალწლო საჩუქრები ხშირად განიხილება, როგორც წარმატებისა და კეთილდღეობის სიმბოლო. მიიჩნევა, რომ ახალი წლის დასაწყისში
საყვარელი ადამიანებისათვის ნივთის ჩუქებას მისთვის პოზიტიური ემოციების მოტანა შეუძლია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამომავლო განწყობასა და მოტივაციაზე.
შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ საახალწლო საჩუქრის შერჩევა და შემდგომ გადაცემა თვითრეფლექსიის საშუალებასაც იძლევა. ეს პროცესი ხელს უწყობს როგორც მიმღებს, ისე გამცემს, დაფიქრდნენ გასულ წელზე, გაანალიზონ მიღწევები, ურთიერთობაში განვლილი ეტაპები და პიროვნული ზრდა.
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი საყვარელი ადამიანებისთვის
საახალწლო საჩუქრის შერჩევისას, პირველ რიგში, ადრესატს გემოვნება და პირადი პრეფერენციები გაითვალისწინეთ - უპირატესობას ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებს თუ ყვავილები და ტკბილეული ურჩევნია. გახსოვდეთ, რომ ეფექტური საჩუქრის გასაღები იმაში მდგომარეობს, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს მიმღებს.
თუ გსურთ, რომ თქვენ მიერ შერჩეულ საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერი შესძინოთ, მაშინ მისი პერსონალიზაცია საუკეთესო გამოსავალია. ასეთ შემთხვევაში ყვავილების მაღაზია ,,ლავლი როუზში” შეგიძლიათ შეარჩიოთ ზუსტად ის ყვავილი, სასმელი ან ნუგბარი, რომელიც ადრესატთან ასოცირდება.
ჩვეულებრივ, ხელნაკეთ და კრეატიულ საჩუქრებს ადრესატები მეტად აფასებენ ხოლმე. ეს იმიტომ, რომ ამ ტიპის ნივთებში დიდი დრო, ენერგია და ბევრი ფიქრია ჩადებული, რაც მზრუნველობაზე მეტყველებს. ამ მიმართულებით გეტყვით, რომ ,,ლავლი როუზიში” ხელნაკეთი საახალწლო სასაჩუქრე კალათებს, ნაძვის ხეებსა და თაიგულებს შეარჩევთ.
რას გთავაზობთ ,,Lovelyroses” საახალწლოდ?
,,ლავლი როუზი” თბილისში მდებარე ყვავილების მაღაზიაა, რომელიც თავის მომხმარებელს დაუვიწყარი დღესასწაულების, დაბადების დღის, ქორწილის და ა.შ. შექმნაში ეხმარება. ცხადია, გამონაკლისი არც წინასაახალწლო სამზადისია და ჩვენ საჩუქრების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ.
საახალწლო სასაჩუქრე კალათები
დაგვეთანხმებით, რომ ყველა სეზონი თავისთვის დამახასიათებელი ყვავილებითაა წარმოდგენილი, მაგალითად, გაზაფხულზე საჩუქრად ტიტები უნდა შეარჩიოთ, შემოდგომას კი მზესუმზირები. რაც შეეხება ზამთარს და, განსაკუთრებით, წინა საახალწლო სამზადისს, ალბათ, ამ პერიოდთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულია პუანსეტია ე.წ. საშობაო ყვავილი. ,,ლავლი როუზის” საახალწლო სასაჩუქრე კალათების მთავარი აქსესუარიც სწორედ ეს ყვავილია, რომელიც მკვეთრი ფერითა და მიმზიდველი ვიზუალით ხასიათდება. გარდა ამ ელემენტისა, ყუთში დაგხვდებათ ტკბილეული, ალკოჰოლური სასმელები და ახალ წელთან დაკავშირებული დეკორაციები.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ქართული კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინებას მუდმივად ვცდილობთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საახალწლო სასაჩუქრე ყუთს ტრადიციული ტკბილეულით, რომელიც მოიცავს ჩურჩხელას, თხილეულს, ქართულ თაფლსა და ა.შ. ამას გარდა, ,,ლავლი როუზში” წარმოდგენილია კალათების ფართო არჩევანი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულ კომპონენტებს შეიცავს. ეს გაძლევთ შესაძლებლობას თქვენი ადრესატის ინტერესები და გემოვნება მაქსიმალურად გაითვალისწინოთ.
საახალწლო თაიგულები
თაიგული დღესასწაულის მისალოცად და მადლიერების გამოსახატავად საუკეთესო საშუალებაა. ამ პერიოდისათვის განკუთვნილი ყვავილები ფერადი და სადღესასწაულო ვიზუალით გამოირჩევა, მაგალითად წითელი ფერის საშობაო ყვავილი, როგორც წესი, ხშირად გამოიყენება. ამასთანავე, ჩვენ საახალწლო თაიგულებს დეკორაციებს, ლენტებსა და სათამაშოებს, ვამატებთ.
ტკბილეული და სასმელი
იმ შემთხვევაში თუ თქვენს ადრესატს არც საახალწლო სასაჩუქრე ყუთი ხიბლავს და არც ყვავილების თაიგული, მაშინ შეგიძლიათ არჩევანი ტკბილეულსა და სასმელებზე შეაჩეროთ. მაგალითად, თუ საჩუქარს მამისთვის, ძმისთვის ანდაც პარტნიორისთვის ეძებთ, მაშინ წითელი ღვინო ან ვისკი აუცილებლად გამოგადგებათ.
,,ლავლი როუზში” ვითვალისწინებთ, რომ საახალწლოდ ნუგბარი და ალკოჰოლი არასოდესაა ზედმეტი. შესაბამისად, ამ მიმართულებით როგორც ცალკეულად, ისე ნაკრებში სხვადასხვა სახის პროდუქტებს გთავაზობთ.
საახალწლო ნაძვის ხეები
როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელნაკეთი საჩუქრები ადრესატში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ხელნაკეთ ნაძვის ხეებს, რომლებიც თემატური და გამორჩეული დიზაინის მქონე ნივთია.
იმ შემთხვევაში თუ უპირატესობას ცოცხალ ნაძვის ხეს ანიჭებთ, მაშინ შემოგთავაზებთ ქოთანში დარგულ მცენარეს, რომელიც მოგვიანებით ადრესატის ბაღს დაამშვენებს.
საახალწლო ბოქსები/ყუთები
ჩვენ კატალოგში ასევე წააწყდებით, სპეციალურად ახალი წლის დღესასწაულისთვის შექმნილ ბოქსებს. ისინი გვხვდება სხვადასხვა თემატიკითა, ფერებითა და სტილით. აქ შეხვდებით საჩუქრებს ქალბატონებისთვის, გოგონებისთვის, ბავშვებისთვისა და მამაკაცებისთვის. საახალწლო ყუთების და საახალწლო ბოქსების ნაწილი შესაძლებელია რომ დაიხუროს და მიმღებთან მისვლის შემდეგ სიურპრიზის ეფექტი დავტოვოთ, ან გავუგზავნოთ ღია სასაჩუქრე სახით ძლიერი პირველი ეფექტისთვის. იმის მიუხედავად რომ საჩუქრის გახსნის და მოულოდნელობის ეფექტი საკმაოდ კარგი ექნება, დახურულ ყუთში ჩალაგებისას ფლორისტებისთვის შედარებით ნაკლები ადგილი რჩება დეკორაციისთვის და ბოქსების გასალამაზებლად ამიტომ, ასეთი საჩუქრები დახვეწილი და ელეგანტური გამოდის, ხოლო ღია ბოქსების აწყობისას ფლორისტს აქვს მეტი თავისუფლება გაალამაზოს და გაამდიდროს ყუთი, ასევე არის მეტი სივრცე საჩუქრებისთვის ამიტომ ის ჩანს უფრო სავსე მოცულობითი და დეკორაციის ფონზე უფრო სადღესასცაული იერით. ხოლო რაც შეეხება გამოყენებულ პროდუქტებს გვაქვს კლასიკური კალათი შოკოლადითა და ალკოჰოლური სასმელით, მცენარეების მოყვარებთათვის არის ბოქსი ტკბილეულითა და საშობაო ყვავილით, ორქიდეით ან სხვა ქოთნის ყვავილით, ასევე სანთლებითა და საახალწლო სათამაშოებით, რომელიც იდეალურია ახალ წელს მაგიდის დეკორაციისთვისაც. საბოლოო ჯამში ყუთის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მიმღების გემოვნება, სადღესაასწაულოდ გსურთ საჩუქარი, თუ ოფიციალურ გარემოში წარმატების მისალოცად.
საახალწლო გვირგვინი
ერთ-ერთი პოპულარული საჩუქარი არის საახალწლო გვირგვინი, დღესასწაულის დროს ადამიანები მათ სახლის კარებზე კიდებენ, როგორც ჯანმრთელობის, სიხარულისა და გამარჯვების სიმბოლო. ეს ტრადიცია ძველ რომში დამკვიდრდა, როცა ხალხი ერთმანეთს ნაძვის ხის ტოტებს ჩუქნიდნენ, მოგვიანებით ამ ტოტებისგან გვირგვინის კეთება დაიწყეს, რაც გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. ითვლებოდა რომ კარზე ან ფანჯარაზე საშობაო გვირგვინს, მოაქვს იღბალი და პატიჟებს საშობაო სულს სახლში, ხოლო მარადმწვანე გვირგვინის მრგვალი ფორმა, არამხოლოდ სრრულყოფილებისა და ერთიანობის სიმბოლოა, არამედ თბილს და ნათელ მზესაც განასახიერებს. დროთა განმავლობაში კი იქცა ქრისტეს ტანჯვისა და სიკვდილზე საბოლოო ტრიუმფის ქრისტიანულ სიმბოლოდ, რადგან თავდაპირველად თავისი მკვეთრი, წვეტიანი წიწვებიდან ასოცირდებოდა ეკლის გვირგვინთან, ხოლო პატარა წითელი კენკრა - სისხლის წვეთებთან. ხოლო საბოლოოდ მარადმწვანე ნაძვი იქცა მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ. ლავლი როუზში გთავაზობთ სხვადასხვა სტილი საახალწლო გვირგვინს და საახალწლო გირლანდას, სპეციალური შეკვეთით სადაც აგიწყობთ პერსონალურ გვირგვინს თქვენი გემოვნების გათვალისწინებით
გარდა აღნიშნული პროდუქტებისა, ,,ლავლი როუზში” წარმოდგენილი საახალწლო პროდუქცია საჩუქრების ფართო სპექტრს მოიცავს და სხვადასხვა გემოვნებისა თუ ინტერესის მქონე ადამიანს ერგება. სწორედ ამიტომ, გვესტუმრეთ ფილიალებში ან ვებსაიტზე, რათა ეს დღესასწაული კიდევ უფრო ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი გახადოთ. ჩვენ გთავაზობთ მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დროისა და რესურსის დაზოგვაში გეხმარებათ.
Lovely Roses-ში yvavilebi mitanit, გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანი საახალწლოდ სახლიდან გაუსვლელად