ახალი წელი ყველასთვის მაგიური დღესასწაულია. ეს დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და ძვირფასი რომ გახდეს, ამისთვის საახალწლო საჩუქრები დაგვჭირდება. და რა არის იმაზე უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო, ვიდრე ყვავილების ლამაზი თაიგული?
31 დეკემბრის ღამე გასული წლის გაცილებისა და ახლის მოლოდინის დროა. ყვავილები, მათი ცოცხალი ფერებითა და სურნელოვანი ეფექტით, სიახლისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოა, რომელიც ახალ წელს მოაქვს.
ასე რომ, თქვენ დაგჭირდებათ ცოცხალი ყვავილების მაღაზია თბილისში, რომელსაც მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. “ლავლი როუზში” ყველანაირი დღესასწაულისთვის შესაფერისი ყვავილები დაგხვდებათ და რა თქმა უნდა, არც ახალი წელია გამონაკლისი.
ყვავილი ერთ-ერთი საუკეთესო საახალწლო საჩუქარი არის და ზემოთ ნახსენები სიახლის ეფექტის გარდა, მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა ძალიან დიდი პლუსია. როდესაც არსებობს სხვადასხვა ტიპისა და ფერის თაიგულის ვარიანტი, ძალიან მარტივია, რომ ყვავილები ნებისმიერი გემოვნებისთვის შევარჩიოთ.
თაიგულები ლავლი როუზში ძალიან ვრცელი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. სხვადასხვა ფერებში გადაწყვეტილი თაიგულები პროფესიონალი ფლორისტების მიერაა შერჩეული. გადაათვალიერეთ ჩვენი კატალოგი და თავად დარწმუნდით, რომ საახალწლო საჩუქრები ჩვენი თაიგულების გარეშე უბრალოდ ვერ ჩაივლის.
მაგალითად, შეგიძლიათ შეარჩიოთ თაიგული “შემოდგომის ფერებში”, რომელშიც სხვადასხვა ფერადი ყვავილია გამოყენებული: მზესუზმირა, ლეუკა, სტატიცა, დიანტუსი, ფერადი ქრიზანთემები, გერბერები, სოლიდაგო და სპრეი ვარდები.
ან თუნდაც თაიგული “ნათელი ბედნიერება”, რომელიც მშვიდი და ნაზი ტონალობებით ხასიათდება. ამ თაიგულში ბევრი თეთრი, ვარდისფერი და მწვანე ფერებია გამოყენებული. ელეგანტური თეთრი ეუსტომები, სპრეი ვარდები და ნაზი თეთრი ლიმონიუმი ერთად ნაზ, მაგრამ ეფექტურ თაიგულს ქმნის. ფერების ეს კომბინაცია ნებისმიერ შემთხვევას მოერგება და თქვენთვის ძვირფასი ადამიანისთვის დასამახსოვრებელი საახალწლო საჩუქარი გახდება.
ყვავილებს აქვთ განწყობის ამაღლების ბუნებრივი უნარი. მათ შეუძლიათ გაანათონ ნებისმიერი სივრცე და გაავრცელონ პოზიტივი, რაც ზუსტად შეესაბამება ახალი წლის ოპტიმისტურ განწყობას.
თუ ამ დღისთვის რომანტიკული ელფერის შემატება გსურთ, მაშინ 100 ვარდი ერთ ბუკეტში ზუსტად თქვენთვისაა. “ლავლი როუზის” ფლორისტებმა იზრუნეს, რომ ორიგინალური ვარიანტი შეექმნათ. 100 ვარდისგან შემდგარი ბუკეტი თქვენთვის საყვარელ ადამიანს ზედმეტი სიტყვების გარეშე გადასცემს თქვენს სათქმელს.
რაც მთავარია, ამ შემთხვევაშიც დიდი არჩევანია: ფერადი ვარდები, ჰოლანდიური წითელი, კრემისფერი, ვარდისფერი, გულის ფორმის დიდი კომბინაცია და კიდევ ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული თაიგული დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.
ასევე ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ვარდები.
ზოგადად, ყვავილების ჩუქების ტრადიციას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ძველი რომაელები ახალ წელს აღნიშნავდნენ ფესტივალით სახელად სატურნალია. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში იცვლებოდა საახალწლო საჩუქრები და მათში აუცილებლად შედიოდა ყვავილი. ანალოგიურად, ძველ საბერძნეთში ადამიანები დიონისიის ფესტივალზე ცვლიდნენ საჩუქრებს, რომლებიც ხშირად შეიცავდნენ ყვავილების გირლანდებს.
დღესდღეობით ეს ტრადიცია ისეთი ძლიერი როგორც არასდროს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლო საჩუქრები თავისთავად მოიცავს სხვადასხვა ტიპის თაიგულს. ასე რომ, არ დაკარგოთ დრო, წინასწარ შეარჩიეთ ლამაზი თაიგული და გააბედნიერეთ საყვარელი ადამიანი.
იხილეთ ამ გვერდზე ჩვენი saaxalwlo sachuqrebi და საახალწლო თაიგულების კატალოგი.