Სადღესასწაულო სეზონისს მოახლოებასთან ერთად, როდესაც ჰაერი ივსება სიხარულით და სითბოთი, ჯადოსნური გარემოს შექმნას ეხმარება საახალწლო თაიგულები, რომლებიც იდეალური არჩევანია თქვენი საყვარელი ადამიანების გასახარებლად. ყვავილების ლამაზი თაიგული, მარტივად გადმოსცემს თქვენს გრძნობებს და დაგეხმარებათ საახალწლო გარემო შეუქმნათ თქვენ მეგობრებს, ოჯახს და ა.შ. Საახალწლო თაიგულებში ვიყენებთ ყვავილებს რომლებიც, მათ ანიჭევენ უნიკალურ სადღესასწაულო ვიზუალს და ზოგჯერ არომატსაც კი. Ქვემოთ განხვილავთ, ყველაზე ხშირად გამოყენებულ ყვავილებს და მათ დატვირთვას თაიგულებში:
ილექსი:
Როდესაც ახალი წლის თაიგულებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ილექსი. Მათი პატარა, კაშკაშა წითელი კენკრა ძველი დროიდან ითვლება წარმატებისა და დაცვის სიმბოლოდ. თავისი ცოცხალი შესახედაობით და ხის ტოტებით, ილექსი საახალწლო თაიგულს სძენს მყუდროებას, სინათლესა და ზღაპრულობას. ამის გარდა, საახალწლო მოთხრობებში ხშირად არის ნახსენები, რომ ეს მცენარე იცავს ბოროტი სულებისა და ავი თვალისთან.
კოტონი:
Ეს თეთრი, განსხვავებული ტექსტურის ყვავილი, ძალიან ხშირად შეგვხვდებათ საახალწლო კომპოზიციებსა და თაიგულებში. ერთი შეხევდით, კოტონი გვიქმნის თოვლის ასოციაციას - რის გარეშეც სადღესასწაული სეზონი წარმოუდგენელია. მიუხედავად ნაზი შეხედულებისა, ეს ყვავილი საკმაოდ გამძლეა, რის გამოც შეუძლია დიდი ხნის განმალობაში მოუტანოს სიხარული თქვენს ადრესატს. მისი განსხვავებული ვიზუალი და თეთრი ფერი, გვეხმარება გამოვკვეთოთ სხვა ყვავილების ფერები.
ამარილისი:
თავისი დიდი და თვალწარმტაცი ყვავილებით, ამარილისი, ხშირად ცენტრალურ ადგილს იკავებს საახალწლო თაიგულებსა და კომპოზიციებში. ახალი წელი, თითქმის ყველასთვის ახალი საწყისებისა და იმედების სიმბოლოა, სწორედ ამ მნიშვნელობას ატარებს ეს ყვავილიც. მისი ფართო ფერთა გამა, საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ბევრი სხვადასხვა სტილის თაიგულში. თუ გსურთ ეფექტური საჩუქარი თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, თაიგული ამარილისით იდეალურია არჩევანია ამისთვის.
ნაძვის ტოტები:
როდესაც ჰაერში ნაძვის სუნი დატრიალდება, სწორედ მაშინ ვხვდებით რომ სადღესასწაულო სეზონი გვიახლოვდება, შესაბამისად ეს მცენარე საახალწლო თაიგულების განუყოფელი ნაწილია. თავისი მწვანე წიწვებით, სპეციფიკური არომატით და დატვირთვით, ამ მცენარეს შეუძლია ნებისმიერ საჩუქარს შესძინოს ახალი წლის ჯადოსნური სული. სწორედ ნაძვის ტოტებია ის, რაც საახალწლო კომპოზიციებს, საახალწლო კომპოზიციებად აქცევს. ეს მცენარე არის უკვდავების, სიცოცხლის და ახალი საწყისების სიმბოლოა, ამიტომ ისეთი თაიგულები რომლებშიც ნაძვის ტოტებია გამოყენებული, კარგად გამოხატავს თქვენს მადლიერებასა და სიყვარულს საყვარელი ადამიანების მიმართ.
ხამელაციუმი:
პატარა, წვრილი, თეთრი ყვავილებით დახუნძლული ხამელაციუმის ტოტები, საუკეთესო არჩევანია საახალწლო თაიგულებისთვის. მისის განსხვავებული სტრუქტურა და პატარა ყვავილები, ქმნის იდეალურ ბალანს თაიგულში, სხვა უფრო დიდი და მკვეთრი ფერის ყვავილებთან ერთად. ხამელაციმის ბუნებრივი ფერები, როგორიცაა თეთრი და ვარდისფერი, საახალწლო ფერთა გამის განუყოფელი ნაწილია. ფერების გამოკვეთის გარდა, მაგალითად როგორიცაა წითელი და მწვანე, ეს ყვავილი სინაზეს სძენს თეთრ საახალწლო თაიგულებსაც. თავისი სასიამოვნო სურნელით კი, ხამელაციუმი აძლიერებს თაიგულის სადღესასწაულო აურას.
ენერჯიუმი:
ამ მცენარის ეკლიანი ყვავილი, უცნაური ფორმა და განსხვავებული ფერი , მას აქცევს საახალწლო თაიგულების უნიკალურ დეტალად. მისი ცივი, მონაცრისფრო-მოლურჯო ტონალობა ძალიან უხდება ტრადიციულ საახალწლო ფერებს და ქმნის ჰარმონიულ ბალანს კაშკაშა და მუქ ფერებს შორის. ენერჯიუმი ითვლება სიძლიერის და გამძლეობის სიმბოლოდ, მისი საშუალებით შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და კეთილი სურვილები თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ.
წითელი ვარდები:
მარადიული სილამაზის სიმბოლო, წითელი ვარდი, კლასიკური არჩევანია საახალწლო თაიგულებისთვის. ამ ყვავილის მდიდარი და ცოცხალი წითელი ფერი პირდაპირ ასოცირდება ახალ წელთან, სითბოსთან და სიხარულთან. ეს ყვავილი, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც კაშკაშა დეტალი საახალწლო თაიგულში, სხვა თეთრ ან მწვანე ყვავილებთან ერთად. როგორც სიყვარულის სიმბოლო, წითელი ვარდები, ყოველთვის კარგი არჩევანია თქვენთვის ძვირფასი ადამიანის გასახარებლად.
ყვავილების შერჩევა საახალწლო თაიგულისთვის საპასუხისმგებლო და დელიკატური საქმეა. თითოეულ დეტალში უნდა იგრძნობოდეს ახალი წლის ჯადოსნური სული. ფლორისტის მიერ შერჩეულმა ყვავილების მიქსმა, სწორად უნდა გადმოსცეს ის ემოციებიმ რომელთა გაზიარებაც საყვარელ ადამიანებს სურთ ერთმანეთისთვის. ელეგენატური, ნაზი, ეკლიანი და განსხვავებული ვიზუალის ყვავილების ერთობლიობა, გაძლევთ საშუალებას დაუვიწყარო ემოციები აჩუქოთ თქვენს ძვირფას ადამიანებს და აუმაღლოთ საახალწლო განწყობა.