კალათეა - ის მცენარეთა პოპულარული გვარია, რომელიც ცნობილია ფოთლების საინტერესო ვიზუალით. კალათეა ტენიან გარემოში საუკეთესოდ ყვავილობს, ოპტიმალური ტემპერატურა კი 18-27°C-ია. ტენიანობის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ რეგულარულად დაასველოთ ფოთლები ან გამოიყენოთ ტენიანობის შესანარჩუნებელი სხვა ხელსაწყოები.
ჩვენს კატალოგში ხელმისაწვდომია ულამაზესი კალათეა, რომელიც თქვენი ან თქვენი საყვარელი ადამიანის სახლის ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს.
სანსივიერა - განსაკუთრებით მარტივად მოსავლელი მცენარეა, რომლის სახეობები ერთმანეთისგან ფორმითა და შეფერილობით განსხვავდება. სანსივიერა თავს კარგად გრძნობს როგორც განათებულ ადგილას, ისე ჩრდილში. ყველანაირ ტემპერატურას კარგად ეგუება, ძალიან დაბალი ტემპერატურების გარდა.
სანსივიერა არ არის ზედმეტი წყლის მოყვარული. მისი მორწყვა სასურველია მაშინ, როცა მიწა კარგად გაუშრება. მცენარის გაზრდა განსაკუთრებით კარგი ისეთი ადამიანებისთვისაა, რომლებსაც პერიოდულად უწევთ სახლის კვირებით დატოვება.
სანსივიერა შეგიძლიათ მოათავსოთ საძინებელში, რადგან მცენარე ღამით გამოყოფს ჟანგბადის დიდ რაოდენობას.
მცენარისთვის ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ ის, რომ მისთვის შესაძლოა საზიანო იყოს ღია მზეზე მოხვედრა. მცენარე უნდა დაიდგას ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები მხოლოდ საღამოს საათებში აღწევს.
სანსივიერა მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის საპონინებსაც, რომლებიც შამპუნებისა და თხევადი საპნების დამზადებისას გამოიყენება.
მცენარე უნდა გადაირგას მაშინ, როცა ქვემოდან მისი ფესვები გამოჩნდება. ქოთანი სასურველია იყოს თიხის, ნიადაგი კი ფხვიერი.
ასპარაგუსი - ის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ის თავისი ჰაეროვანი და სასიამოვნო ვიზუალით ოთახში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის.
ასპარაგუსი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. მას უამრავი მეტსახელი აქვს - ევროპაში ასპარაგუსი სატაცური გვიმრის სახელითაა ცნობილი.
ასპარაგუსი უნდა მოთავსდეს ნათელ, მაგრამ მზისგან მოშორებულ ადგილას. მცენარეს შესაძლოა მზის სხივებმა დაუწვას წიწვები, ამიტომ ის მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ მის გამოსხივებას.
ასპარაგუსის მოსავლელად იდეალური ტემპერატურაა 18-23 გრადუსი. ზამთარში კი მინიმალური ტემპერატურა სასურველია არ ჩამოცდეს 6 გრადუსს.
სპატიფიულიუმი - მის სამშობლოდ ტროპიკულ ქვეყნებს მოიაზრებენ. არსებობს სპატიფილიუმის დიდი გიგანტი, საშუალო და ჯუჯა ჯიშები. ის არის მარტივად მოსასვლელი, უპრობლემო მცენარე, რომელიც წარმოადგენს ჰაერის გასუფთავების კარგ საშუალებასაც.
სპატიფილიუმს შეუძლია მშრალი ჰაერის ატანა, მაგრამ ზამთარში ის აუცილებლად უნდა მოარიდოთ გამათბობელს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი მიწა აუცილებლად მუდმივად ნესტიანი უნდა იყოს. როდესაც მიწის ზედაპირი შეშრება, მცენარე მორწყეთ.
სპატიფილიუმის გადარგვა სასურველია მაშინ, როცა ქოთანი მცენარის ფესვებით შეივსება. მისი ქოთანი არ უნდა იყოს დიდი, ასეთ შემთვევაში შემთხვევაში სპატიფილიუმი არ იყვავილებს იქამდე, სანამ ქოთანი სრულად არ შეივსება. სპატიფილიუმის გადარგვისას გაითვალისწინეთ, რომ მისი გადაადგილება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს სუსტი ფესვების გამო.
ზემოთ ნახსენები ოთახის მცენარეების შეძენა მრავალი ტიპის თაიგულებთან და სასაჩუქრე ნაკრებებთან ერთად კი შეგიძლიათ ყვავილების მაღაზია “Lovely Roses”-ის ფილიალებში.
ჩვენი პროდუქტები ხელმისაწვდომია ქ.თბილისში, ზ. ფალიაშვილის 38-ში 09:00-დან 22:00-მდე, ხოლო შ.ღამბაშიძის 10-ში 09:00-დან 00:00-ის ჩათვლით.
მაღაზიაში მოქმედებს ადგილზე მიტანის სერვისიც. მიწოდება შესაძლებელია თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ბორჯომში, ქუთაისში, გუდაურში, ზესტაფონში, ყაზბეგში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.
ვებგვერდზე შეკვეთები მიიღება 24-საათიან რეჟიმში. ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე, 09:00-დან 00:00 საათამდე.