როგორ ამოვიცნოთ ახალი ვარდები - 5 წესი.
ჩვენ ონლაინ მაღაზიას აქვს მხოლოდ ახალი ვარდები, რადგან ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მათი ვიზუალი. ვარდები საკმაოდ გამძლე ყვავილებია, მაგრამ გაეცანით ტექსტ და ამ მარტივ დეტალებზე დაკვირებით თქვენც შეძლებთ გაარჩიოთ ახალი ვარდი ძველისგან.
1. კოკორს მსუბუქად მოუჭირეთ ხელი, უნდა იყოს დრეკადი და არ უნდა იყოს რბილი, სასურველია ვარდის თავი იყოს ნახევრად ღია. ეს ეხება ვარდების უმეტეს ჯიშებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები - პიონისებრი ვარდები მყისიერად იშლება და კოკორიც რბილი აქვს. ამავდროულად, არსებობს ვარდების რამდენიმე სახეობა, რომელიც საერთოდაც არ იხსნება და ხმება დახურულ მდგომარეობაში, ჩვენს ყვავილების მაღაზიაში ისინი თითქმის არასოდეს გვაქვს.
იცით? ყვავილების მაღაზიებში ვარდები "მშრალი" მოდის, ანუ ტრანსპორტირებისთვის დეჰიდრირებულია - გაუწყლოებული, ასე რომ, ისინი უფრო მეტხანს ძლებენ. ასეთ გამომშრალ მდგომარეობაში მათი კოკორი საკმაოდ რბილია. მიღებისთანავე, ფლორისტებს სჭირდებათ ვარდების „გამოღვიძება“ მათი ოდნავი გადაჭრით და წყალში 4-5 საათის განმავლობაში ჩადებით, წყლის აღების შემდეგ, ვარდების თავები მტკიცე და ელასტიური ხდება.
2. ვარდს აქვს ეგრედწოდებული „პერანგები“ - ვარდის უხეში გარეთა ფურცლები, რომლებიც ვარდს მზისგან იცავს, მათი მოცლა შესაძლოა მეორე სიცოცხლის მიცემის მცდელობის ნიშანიც კი იყოს.
ფლორისტები, როგორც წესი, თაიგულის დამზადებამდე ვარდებს ამ დამატებით ფურცლებს აშორებენ. თუმცაღა, ზოგ ვარდის ჯიშს ამ „პერანგებს“ იქამდეც აცლიან, სანამ ფლორისტები მათ მაცივარში შეიტანენ, რათა ვარდი უფრო „პრეზენტაბელური“ იყოს.
3. ვარდის ტოტი- ღერი მთელ სიგრძეზე ერთნაირი ფერის უნდა იყოს, ფოთლები კი- მწვანე. მათი ნაწილობრივი გაუფერულება ან გაცრეცილი შეხედულება ვარდის სიმშრალის და გაფუჭების ნიშანია.
4. ვარდების უმეტეს ჯიშებში, ვარდის თავის ირგვლივ შემოვლებული პატარა ფოთლები და დამჭერი ტოტები მაღლა არის აწეული და მყარად დგას, ვარდის დაძველების პარალელურად კი ეს ნაწილები დაბლა იხრება და ეტაპობრივად ცვივა.
5. მაცივარში მოთავსებული ვარდები ყოველთვის უფრო დიდხანს და ჯანმრთელად იქნებიან, ვიდრე იმ მაღაზიის ვარდები, სადაც ყვავილები მაცივრის გარეშე, პირდაპირ ოთახშია განლაგებული.
ჩვეულებრივი კონდინცირების პირობებში, ვარდი შეიძლება უფრო მალეც კი დაჭკნეს, რადგან ყვავილებს ტენიანი გარემო უხდებათ, და არა მშრალი ჰაერი.
ჩვენს ყვავილების მაღაზიაში კვირაში რამდენჯერმე ვიღებთ ყვავილებს. ასევე არსებობს ვარდების ხარისხის კონტროლის რამდენიმე ეტაპი და მათი დახარისხება დაზიანებული და ცუდი ხარისხის ვარდების კარგებისგან განსაცალკევებლად. ჩვენთვის ხომ მაღაზიის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია და რომ ყვავილები რაც შეიძლება დიდხანს გახარებდეთ და გილამაზებდეთ დღეს.