2021 წელს, ვაკეში, გეგეშიძის მოედნის გვერდით, ფალიაშვილის #38-ში გავხსენით ჩვენი ყვავილების მაღაზის მეორე ფილიალი. ვეღარ ვეტეოდით პირველ მაღაზიაში, ლავლი როუზის ვერაზე, ზუსტად ფილარმონიის უკან, ასე შეიქმნა ვაკის ფილიალი.
უფრო ფართო და ნათელი ვაკის ფილიალი ფუნქციონირებს ერთდროულად, როგორც ფლორისტიკის სტუდია და ყვავილების მაღაზია. ჩვენ არა მხოლოდ ვყიდით ყვავილებს აქ, ასევე ვქმნით ახალ კოლექციებს, ვატარებთ მასტერკლასებს და ვმუშაობთ ივენთებსა და საქორწილო გაფორმებებზე.
როგორც შემოქმედებითი ბიზნესი, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ვიტრინებით. იდეები ჩვენი ნიჭიერი ფლორისტებსაა და შემდეგ საუკეთესო ირჩევა შესასრულებლად.
ეს გიგანტური ქაღალდის ყვავილები ტირიფის ტოტებზე იყო ჩვენი პირველი შთამბეჭდავი ვიტრინა. დღემდე გვთხოვენ სხვადასხვა ივენთ კომპანიები დასაქირავებლად.
ეს ჩვენი პირველი საახალწლო ფანჯარა იყო - ელეგანტური კაბა, რომელიც მთლიანად ყვავილებითა და ტოტებით იყო შექმნილი. შარშან კი საახალწლოდ გავაკეთეთ პატარა გოგონა, რომელიც ცდილობს მოპაროს ვარსკვლავი ნაძვის ხეს.