და თქვენ რას გახსენებთ დაბადების დღე? ჩვენთვის ეს ის რიტუალია, რომელიც დიდ სიხარულს, ბევრ გართობასა და ძლიერ ემოციურ კავშირს აერთიანებს. სიცილის, ტორტისა და კეთილი სურვილების ფონზე, ყვავილების ჩუქება ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.
ალბათ, არაფერი გამოხატავს ადამიანის პიროვნებასა და განწყობას, ისე როგორც ყვავილები. თუ გადაწყვეტილი გაქვთ, თქვენს საყვარელ ადამიანს დაბადების დღეზე ყვავილები აჩუქოთ, მაშინ, პირველ რიგში, შეეცადეთ, მის პიროვნულ მახასიათებლებზე იფიქროთ. გახსოვდეთ, რომ როგორც არც ერთი ყვავილი არ ჰგავს ერთმანეთს, ზუსტად ისე განსხვავდებიან პიროვნებებიც. ამასთან, ადამიანში არაფერია ისეთი რთული და მრავალმხრივი, როგორც ემოციური მხარე, რომელსაც მისი ხასიათი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ამიტომ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ მისალოცი ყვავილები სხვადასხვა ხასიათის მქონე ადამიანისათვის.
ტიტები
როგორც ზემოთ აღინიშნა, ადამიანები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, თუმცა შესაძლოა, ტიტა ნამდვილად აერთიანებდეთ.
ეს იმიტომ, რომ მრავალფეროვნების გამო, ეს ყვავილი ხშირად სხვადასხვა თვისებებისა და პრეფერენციების მქონე ადამიანებთან ასოცირდება.
თუკი რომანტიკული და სენტიმენტალური ადამიანისათვის დაბადების დღის თაიგული გაქვს შესარჩევი, მაშინ ტიტების ჩუქება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ისტორიასა და სიმბოლიკაში ეს ყვავილი ყოველთვის რომანტიკულ ჟესტებთან ასოცირდებოდა და გადმოსცემდა ისეთ ემოციებს, რომლებიც ხშირად სიტყვებითაც კი არ აღიწერებოდა.
ტიტებს ძლიერი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ამ ნიშნითაც შეგიძლიათ შერჩევა. თუკი წითელი ტიტები სიმბოლოა სიყვარულის, ყვითელი მხიარულებას გამოხატავს, ხოლო თეთრი - პატიებასა და სიწმინდეს.
ისინი იდეალურია საჩუქარია, მათთვის, ვისთანაც ღრმა, უპირობო სიყვარული გაკავშირებთ, იქნება ეს თქვენი პარტნიორი, შვილები, მშობლები თუ და-ძმები.
ვარდები
თუკი რაიმე უნდა მივიჩნიოთ კლასიკად, ეს აუცილებლად ვარდი იქნება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნებისა და რომაელების დროიდან ტრადიციულ საჩუქრად მიიჩნევა და ძირითადად სიყვარულთან ასოცირდება ხოლმე, მაგრამ ამ ყვავილს ასეთი ვიწრო გაგება ნამდვილად არ შეეფერება.
ვარდს მრავალმხრივი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომელიც მისი ფერისა და კონტექსტის მიხედვით განსხვავდება. უპირველეს ყოვლისა, ის სიყვარულისა და რომანტიკის სიმბოლოდ გვევლინება, რადგან წითელი ვარდი ღრმა ვნებას გამოხატავს. შესაბამისად, წითელი ვარდი, როგორც დაბადების დღის მისალოცი ყვავილი, შეგიძლიათ აჩუქოთ მას, ვინც რომანტიკული განწყობის მქონეა და რომელიც ღრმა ემოციურ კავშირებს მეტად აფასებს.
თუკი დაბადების დღის ყვავილები მხიარული და ოპტიმისტური განწყობების მქონე ადამიანისათვის გაქვთ შესარჩევი, ყვითელი ვარდი ყურადღების მიღმა ნუ დაგრჩებათ. ამ ფერის ვარდები ბედნიერებასა და მეგობრობას გამოხატავს. ხოლო თეთრი ვარდები კი ელეგანტური და დახვეწილი ქცევის მქონე ადამიანებისთვისაა შესაფერისი. ეს კი იმიტომ, რომ თეთრი ფერი სიწმინდის სიმბოლოა.
ვარდისფერი ვარდების ჩუქება კი დაფასებასთან და მადლიერებასთან ასოცირდება. ისინი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც კეთილი და მზრუნველია, რადგან ეს აქტი მათდამი თქვენს მადლიერებას და აღფრთოვანებას გააცხადებს. მაგრამ რა უნდა ქნათ თუ ვარდების ჩუქება გინდათ ადამიანისათვის, რომელსაც თავგადასავლები იტაცებს? ამ შემთხვევაში, შერეული თაიგული განიხილეთ.
პიონები
პიონები გვიანი გაზაფხულის მაცნეა. Მისი აყვავებული ფართოფოთლოვანი ყვავილი და მომხიბვლელი სურნელი, ალბათ, ცოტას თუ დატოვებს გულგრილს. პიონები უხსოვარი დროიდან ადამიანებს აღაფრთოვანებდა თავისი სილამაზითა და ელეგანტურობით. ამასთან, დიდი ხნის განმავლობაში სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოს წარმოადგენდა.
როგორც ამბობენ, ეს ყვავილი ხშირად ამბიციურ და თავდაჯერებულ პიროვნებებთან ასოცირდება. ასოციაცია შემთხვევითი როდია, პიონი ცნობილია უნარით, გაიზარდოს და აყვავილდეს მრავალფეროვან გარემოში, გაუძლოს და გადაურჩეს უკიდურესად რთულ პირობებსაც კი. სწორედ ამიტომ, ის ყოველთვის აღაფრთოვანებს ამბიციურ ადამიანებს. შესაბამისად, სიმბოლური დაბადების დღის თაიგულია იმ ადამიანისათვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ცხოვრებაში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს. ამასთან, პიონები შეგიძლიათ აჩუქოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მცდელობებს იწყებენ ან დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან მიიჩნევა, რომ პიონს, იმ სიმბოლური დატვირთვის გამო, წარმატება მოაქვს.
გვირილები
დაბადების დღის ყვავილების იდეად შეგიძლია გვირილებიც განიხილოთ, თუმცა ინდივიდუალიზმის გათვალისწინება აქაც არ დაგავიწყდეთ. გვირილა სადა და პოზიტიური ეფექტის მატარებელი ყვავილია, რომელიც, სიმბოლოების მიხედვით, სიწმინდესა და უდანაშაულობას განასახიერებს.
პიროვნული თვალსაზრისის გათვალისწინებისას უნდა გახსოვდეთ, რომ გვირილები ასოცირდება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ცხოვრებისადმი ოპტიმიზმი და მსუბუქი შეხედულებები ახასიათებთ.
პიროვნებები, რომლებსაც გვირილა შეესაბამება, როგორც წესი, ძალიან მეგობრულები არიან და უნიკალური უნარი აქვთ - გარშემომყოფებს კომფორტულად აგრძნობინონ თავი. ისინი იმითაც არიან ცნობილები, რომ შეუძლიათ სინათლის სხივის პოვნა უმცირეს ამბებშიც კი, შესაბამისად გადამდები ენთუზიაზმის მატარებლებიც არიან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვირილა იმ ადამიანთან ასოცირდება, რომელიც პრაქტიკულობით გამოირჩევა და ერთი შეხედვით რთულ პრობლემებს მარტივი გადაწყვეტილებებით აგვარებს. გამოდის, რომ გვირილები დაბადების დღის თაიგულის საუკეთესო იდეაა, მათთვის ვისაც ოპტიმიზმის მაღალი გრძნობა ახასიათებს.
უნდა აღინიშნოს ისიც რომ გვირილები ძალიან მალე ჭკნება და მის ნაცვლად შესაძლებელია თეთრი გვირილისებრი ქრიზანთემების გამოყენება, რომელიც მაქსიმალურად მიმსგავსებულია გვირილასთან.
მზესუმზირა
მზესუმზირას შინაარსი მისი ბუნებიდან გამომდინარეობს - მუდამ მზისკენ მომზირალი სინათლისაკენ მუდმივ სწრაფვასა და მისდამი ურყევ რწმენას განასახიერებს. შესაბამისად, ის ხშირად სითბოსთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. მზესუმზირას მზესთან ძლიერი კავშირი აქვს, შესაბამისად, ეს მას შესანიშნავ საჩუქრად აქცევს მათთვის, ვინც ოპტიმიზმის გამოხატვის ექსპერტია, ენერგიული და ენთუზიაზმით სავსე განწყობა ახასიათებს. ასეთ შემთხვევაში, მზესუმზირის ყვავილებს სიმბოლური დატვირთვა ექნება, რადგან ის ასახავს ადრესატის ენერგიულ და პოზიტიურ ცხოვრებას.
მზესუმზირა, თავისი ვიზუალიდან გამომდინარე, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. შესაბამისად, ის საუკეთესო საჩუქარი იქნება იმ ადამიანისთვის, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს კი არ უქმნის, პირიქით, ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს და სოციალური სიტუაციების მიმართ მაქსიმალურად გახსნილია.
და ბოლოს, დაბადების დღეზე ყვავილების ჩუქების აქტი, ადრესატის პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად სცდება ჩვეულებრივ საჩუქარს. ეს ურთიერთგაგების, დაფასებისა და მჭიდრო კავშირის ერთგვარი განაცხადია. თუკი დაბადების დღის მისალოცი თაიგულის შეძენას ამ მახასიათებლების გათვალისწინებით გადაწყვეტთ, მაშინ ყვავილების მაღაზია ლავლიროუზს ესტუმრეთ, სადაც პროფესიონალი ფლორისტები კიდევ უფრო დეტალურ რჩევებს მოგცემენ.