მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა - ჩვენ ყოველ დეტალსა და ერთმანეთის დროს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, კანდიდატმა უნდა აუწყოს ფეხი ამ მოცემულობას, რათა ერთად შევქმნათ ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება;
- მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო შესაბამისად ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება;
- მოხერხებულობა - ყვავილებთან მუშაობას ეს კრიტერიუმი ძალიან სჭირდება;
- კრეატიულობა და მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ - ყოველთვის მოხარულები ვართ მოვისმინოთ და განვახორციელოთ ახალი იდეები, განსაკუთრებით თუ კანდიდატი მოისურვებს ფლორისტად მუშაობას.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
კვირაში 3-5 დღე. გვაქვს 2 ვარიანტი:
- 8-საათიანი გრაფიკით. დღიური ანაზღაურება 35 ლარი (ხელზე ასაღები), იზრდება დროთა განმავლობაში.
- 4-საათიანი გრაფიკით, დილის ცვლებში. ანაღზაურება 20 ლარი (ხელზე ასაღები).
გრაფიკი მოძრავია და შესაძლოა კვირების განმავლობაში შეიცვალოს.
სამუშაო ადგილი:
ჩვენ გვაქვს ორი ფილიალი, შეიძლება ორივე ფილიალში მოგიწიოთ მუშაობა : ვერა - შ.ღამბაშიძის 10; ვაკე - ფალიაშვილის 38.
აპლიკაცია:
ამ ეტაპზე ვაკანსია შევსებულია.
სხვა ვაკანსიები
სტაჟიორი ფლორისტი: ვეძებთ სტაჟიორ-ფლორისტებს. იხილეთ ინფორმაცია ამ ბმულზე ყვავილების მაღაზიაში სტაჟირების შესახებ.
ფლორისტი: ყოველთვის მზად ვართ განვიხილოთ ძლიერ ფლორისტების კანდიდატურა, თუმცა ჯერ გაეცანით ჩვენ აზრს ფლორისტის პროფესიის შესახებ.