ნაზი და საუცხოო პიონები თქვენს წინაშეა! 🌼 იდეალურია, როგორც დაბადების დღის, ასევე საქორწილო გაფორმებისთვის. ფაქიზი ვიზუალი და დახვეწილი შეფუთვა ნამდვილად სენტიმენტალურ გრძნობებს აღძრავს.
პიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ყვავილია. ის ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველეს ყვავილად. მათი მოშენება დაიწყეს ჩინეთში, იაპონიასა და მონღოლეთში, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში პიონს იყენებდნენ იმპერატორის ბაღების მოსართავად და ითვლებოდა სამეფო ყვავილად, რის გამოც უბრალო ხალხს მისი გაზრდის უფლება არ ქონდათ. სწორედ აქედან მოდის პიონის სიმბოლიკა და ის დღემდე სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება.
ითვლება, რომ სიტყვა "პიონი" მოდის "paionios" - ბერძნულიდან "სამკურნალო". მაგრამ არსებობს პეონის წარმოშობის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც დაკავშირებულია ბერძნულ მითოლოგიასთან. ბევრი ისტორიის მსგავსად, ეს ლეგენდაც რა თქმა უნდა ომით უწყება. ლეგენდის თანახმად, ჰერაკლე, სახელგანთქმული ბერძენი გმირი და ქვესკნელის ღმერთი ერთმანეთს ებრძოდნენ, ბრძოლის დროს ჰერაკლემ მოახერხა ჰადესის ისრით დაჭრა, ამ დროს საბერძნეთში ცხოვრობდა ნიჭიერი ექიმი პიონი, განკურნების ღმერთის, ასკლეპიუსის მოსწავლე. დაწრილმა ჰადესმა ასკლეპიუსი რომ ვერ იპოვა დახმარება მის მოსწავლეს სთხოვა, ამ უკანასკნელმა კი მისი განკურნება შეძლო. ასკლეპიუსს, შეშურდა თავისი მოსწავლის ნიჭის და გადაწყვიტა მისი მოწამვლა. პიონმა შეიტყო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და დახმარება ითხოვა. ხოლო ბერძენმა ღმერთებმა მადლიერების ნიშნად პიონი მშვენიერ მცენარედ აქციეს.
პიონი გვხვდება თითქმის ყველა ფერში, გარდა ცისფერისა და მუქი ლურჯისა. ყველაზე პოპულარულია ბაცი ვარდისფერი, თეთრი, კრემისფერი და მუქი შინდისფერი პიონი. ასევე შეიძლება შეხვდეთ ყვითელ და იასამნისფერ ყვავილსაც.
ქართული პიონის სეზონი იწყება გაზაფხულის ბოლო თვეებიდან და სრულდება ზაფხულის საწყის თვეებში. სხვადასხვა სათბურებს სხვადასხვა ჯიში აქვთ რომლის აყვავების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს.
რაც შეეხება ჰოლანდიურ პიონებს მათი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია სეზონის ნებისმიერ დროს, შეკვეთის ჩამოტანის მინიმალური დრო არის 7-10 დღე.
ადგილობრივი ჯიშის პიონი აყვავების პერიოდში გამოირჩევა ულამაზეში შლით და კარგი სურნელით. ძირითადად არის : წითელი, მალინისფერი, თეთრი, მუქი და ღია ვარდისფერი.
მაგრამ სამწუხაროდ როგორც ყველა სეზონური ყვავილი, მათი აყვავების პერიოდი მათ ბაზარზე მოთხოვნასთან შედარებით საკმაოდ მცირეა. ჰოლანდიური პიონების უპირატესობანი ადგლობრივთან შედარებით არის ის, რომ ჰოლანდიური პიონის შეძენა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, მათ აქვთ გაცილებით დიდი ბუტონი და ძლიერი ღერო, მაგრამ აქვთ უფრო მსუბუქი სურნელი ვიდრე ადგილობრივს.
რაც შეეხება ფასს ადგლობრივი პიონის ფასი მერყეობს 5-დან 15 ლარამდე, ხოლო ჰოლანდიურის - 25-დან 50 ლარამდე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ პიონის ფასი იცვლება ყოველ სეზონზე, ამ დროისთვის ხელმისაწვდომი პიონები მათ ფასებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ კატალოგში.
მრავალი წლის განმავლობაში, პიონი აქტიურად გამოიყენება როგორც საქორწილო თაიგულების, ასევე სადდღესასწაულო დეკორაციაში. ეს გასაკვირი არც არის, რადგან პიონის ყვავილი ტრადიციულად ასოცირდება ბედნიერ ქორწინებასთან, კარგ ჯანმრთელობასთან, ფინანსურ კეთილდღეობასა და წარმატებასთან. ყვავილის ნაზი ვიზუალი და პასტელური ფერები მარტივი შესახამებელია ნებისმიერი თემეტიკის ქორწილისთვის.
პიონი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მონო ისე შერეული საქორწილო თაიგულის ასაწყობად, ის უხდება როგორც კლასიკურ მრგვალ თაიგულს ისე ასიმეტრიულს. რაც შეეხება დეკორაციას ის გამოდგება როგორც მაგიდების გასალამაზებლად ისე არკებისთვის ან ცერემონიის ვიზუალური ეფექტის გასამდიდრებლად. მას აქვს სასიამოვნო ნაზი სუნი რომელიც არ არის შემაწუხებელი დახურულ ადგილებში ამიტომ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ სტუმრების მაგიდის დეკორში.
პიონის ყვავილი სითბოში იშლება ამიტომ თქვენ თუ მოგწონთ ნახევრად გაშლილი ან დახურული პიონის თაიგული რჩევა იქნება რომ წყალში და ცივ გარემოში გააჩეროთ ცერემონიისა და ფოტოსესიის დაწყებამდე. ხოლო საქორწილო დეკორისთვის ჯობს სტილი სრულად გაშლილი პიონისთვის შეარჩიოთ.
შეიძინეთ პიონის თაიგული ხელმისაწვდომ ფასად "Lovelyroses"-ში და მიიღეთ სახლიდან გაუსვლელად.
გისურვებთ მხიარულ და ფერად დღეს! 😊