ნაძვის ხე წინასაახალწლო ზეიმის მთავარი ნაწილია. ფერადი სათამაშოებითა და კაშკაშა განათებით მორთული ხე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ დეკორაცია - ერთი მხრივ, განწყობას ამაღლებს, მეორე მხრივ კი საახალწლო მოლოდინს ამძაფრებს.
სად იწყება საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?
ამბობენ, რომ მორთული ნაძვის ხე, როგორც ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, მე-16 საუკუნეში ელზასის რეგიონში, იმ დროისათვის გერმანიის ტერიტორიაზე, დაიბადა. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, მარტინ ლუთერია სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ნაძვის ხე სანთლებით მორთო. ეს იდეა მეტად უჩვეულოდ გაჩნდა - მან ქადაგებისას ნაძვის ხის ტოტებს შორის მოციმციმე ვარსკვლავი შენიშნა, ამ სანახაობით იმდენად მოიხიბლა, რომ მისი რეალობად ქცევა განიზრახა და შიდა სივრცეში მარადმწვანე ხე ააკაშკაშა.
დროთა განმავლობაში, ეს ტრადიცია გერმანულ ოჯახებში მყარად დამკვიდრდა და თანამედროვე ხასიათიც კი შეიძინა, მაგალითად,
სანთლები ელექტრო განათებებმა ჩაანაცვლა. მოგვიანებით კი გერმანელმა ემიგრანტებმა ეს წეს-ჩვეულება დანარჩენ მსოფლიოსაც გაუზიარეს.
სწორედ ასე გავრცელდა საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ჯერ ევროპაში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.
დროთა განმავლობაში კი, ნაძვის ხეების სხვადასხვა მოდელებზე გაჩნდა მოთხოვნა, ზოგიერთს დიდი, ზოგსაც კი მცირე ზომის პროდუქტი სურდა.
რა უპირატესობები აქვს პატარა ნაძვის ხეს?
ყვავილების მაღაზია ,,ლავლი როუზი” დეკორატიულ ნაძვის ხეებს გთავაზობთ, რომლებიც მცირე ზომითა და საუცხოო დიზაინით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ თუ რა უპირატესობები აქვს ამ ტიპის ხელნაკეთ ნაძვის ხეებს.
ერთ-ერთი ყველაზე აშკარა უპირატესობა ადგილის დაზოგვაა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ხელნაკეთი ნაძვის ხეები 85 სმ-ს არ აღემატება, მისი განთავსება ძალიან მარტივია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც შეზღუდული საცხოვრებელი სივრცე ან თუნდაც ოფისი აქვს.
თუ სახლში მცირეწლოვანი შვილები გყავთ, მაშინ პატარა ნაძვის ხის შეძენას გირჩევთ. როგორც წესი, ბავშვები ცნობისმოყვარეები არიან, ყველაფერს ეხებიან და აკვირდებიან. დიდი ნაძვის ხე კი მათთვის საფრთხის შემცველია. ამასთანავე, თუ ცოცხალი ნაძვის ხის შეძენას გადაწყვეტთ, ბავშვები აქტიურად მიიღებენ მოვლის რუტინაში მონაწილეობას და ისწავლიან მორწყვას. ეს პრაქტიკული გამოცდილება კი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებასა და ბუნებასთან კავშირის დამყარებას შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ დამზადების პროცესში ბუნებრივ ნაძვს ვიყენებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. როგორც წესი, ხელოვნური ნაძვის ხეები ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებებს შეიცავს, რაც ხშირად სხვადასხვა სახის ალერგიის გამომწვევი მიზეზია. იმ შემთხვევაში თუ, არჩევანს ჩვენს ნაძვის ხეებზე შეაჩერებთ, ამ რისკებს თავიდან აიცილებთ.
აღსანიშნავია, რომ ,,ლავლი როუზის” ხელნაკეთი ნაძვის ხე მარტივად მოსავლელია. ის განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს - პროდუქტი აწყობილია ბიოფლორაზე და ყოველდღიურად მცირე რაოდენობის წყლის დამატებას მოითხოვს. ამისთვის კი სულ რამდენიმე წუთიც კი საკმარისია. სათანადო ზრუნვის შემთხვევაში კი ნაძვის ხე 2-2.5 კვირა გაძლებს.
როგორც წესი, ახალი წელი საჩუქრებთან ასოცირდება. შესაბამისად, ყველა ეძებს თავისი საყვარელი ადამიანებისათვის შესაფერის ნივთს, იქნება ეს სასმელი, ტკბილეული თუ საახალწლო დეკორაცია. თუკი თქვენს ადრესატს საახალწლო აქსესუარები ხიბლავს, მაშინ შეგიძლიათ პატარა ნაძვის ხე აჩუქოთ, რადგან მცირე ზომის გამო ის მარტივად გადასაადგილებელია და, ამასთანავე, სადღესასწაულო ზეიმს მეტად დაამშვენებს.
,,ლავლი როუზი” დაგეხმარებათ, რომ ახალი წელი დასამახსოვრებელ დღესასწაულად აქციოთ. ჩვენ გთავაზობთ, როგორც თაიგულებსა და პატარა ნაძვის ხეებს, ისე სხვადასხვა კატეგორიის საახალწლო საჩუქრებს. ამასთანავე, ჩვენთან ხელმისაწვდომია მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, გარდა ამაღლებული განწყობისა, დროის დაზოგვაშიც დაგეხმარებით.