ეძებთ ლამაზ ყვავილებს იაფად, ზედმეტი ხარჯის გარეშე? გრანდიოზული მიზეზი არ გაქვთ, თუმცა უბრალოდ თქვენი გრძნობების გამოხატვა გსურთ? ჩვენი ყვავილების მაღაზიის მინი თაიგულები შესანიშნავი არჩევანია!
ჩვენთან იპოვით ბიუჯეტურ ყვავილებს, რომლებიც სილამაზეს და სიხარულს მიანიჭებენ თქვენს საყვარელ ადამიანებს. ჩვენი მინი თაიგულები ყოველთვის ახალი და ფერადია, გემოვნებით შექმნილი, საუკეთესო ფლორისტების მიერ.
რატომ ჩვენ? ჩვენთან ყვავილების უმაღლესი ხარისხის გარანტია და საუკეთესო მომსახურებაა. ჩვენი ბიუჯეტური თაიგულები შესანიშნავი საშუალებაა გამოხატოთ თქვენი ზრუნვა და სიყვარული ზედმეტი ხარჯის გარეშე. ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ ადვილად შეიძინოთ ყვავილები იაფად და გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები, ბიუჯეტის დაუზიანებლად.
ჩვენი მინი თაიგულები სილამაზით გამორჩეულებია, მათ შეუძლიათ ნათელი ფერები შემატონ და გაუფერადონ დღე საყვარელ ადამიანებს, მოფინონ ღიმილი მათ სახეს, ამისთვის კი უამრავი მიზეზი არსებობს:
· დაბადების დღე: პატარა თაიგული შეიძლება იყოს სააქცენტო დეტალი დაბადების დღის მთავარი საჩუქრისთვის.
· ბოდიშის მოხდა: ყვავილებს შეუძლიათ გამოხატონ თქვენი გულწრფელი გრძნობები და დაგეხმაროთ კონფლიქტის შემდეგ შერიგებასა და მეორე შანსის მოპოვებაში.
· მილოცვა: ისინი იდეალური საჩუქარია სხვადასხვა წარმატების, ახალი სამსახურის დაწყების, სკოლის/უნივერსიტეტის დამთავრების მისალოცად.
· პაემანი: ეს არჩევანი განუმეორებელია რომანტიული ატმოსფეროს შექმნისთვის, ის საღამოს ნათელ ფერებს შემატებს და „შეავსებს“ მას, ეს განსაკუთრებით კი შესაფერისი -პირველ პაემანზეა.
· გამოჯანმრთელებისთვის: ყვავილებს შეუძლიათ საყვარელ ადამიანს სითბო და სწრაფი გამოჯანმრთელების სურვილები იდეალურად გადასცენ.
· მადლიერება: ეს საჩუქარი იდეალურია მასწავლებლის, ექიმის და მრავალი სხვა ადამიანის მიმართ მადლიერების გამოხატვისთვის.
· განწყობის ასამაღლებლად: ზოგჯერ ყვავილების უბრალო თაიგულს შეუძლია დღის გაფერადება და განწყობის ამაღლება.
· უბრალოდ იმიტომ: ყვავილების ჩუქებისთვის ყოველთვის არ გჭირდებათ განსაკუთრებული მიზეზი. ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს ყურადღებისა და ზრუნვის ნიშანი.
თუ გსურთ ბიუჯეტური თაიგულები მიტანის სერვისით, შეგიძლიათ ჩვენს პარტნიორ მაღაზიას მიმართოთ - ფლორისტას, აქვთ იაფი ყვავილები მიტანით თბილისის ცენტრალურ უბნებში.