ცხოვრების ურბანული წესის განვითარებასთან ერთად, თანამედროვე საზოგადოებაში ახალი ტენდენცია გაჩნდა - ადამიანებმა მცენარეების შეძენა და მოვლა დაიწყეს. სწორედ ბუნებასთან დაკავშირების სურვილმა გახადა ოთახის ყვავილების ყიდვა ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესო.
თაიგულებისა და ყვავილების მაღაზია “Lovely Roses” მომხმარებელს სხვადასხვა დანიშნულების მქონე ყვავილებთან ერთად ქოთნის მცენარეების მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს.
ოთახის მცენარეები - მათი დადებითი თვისებები
ოთახის მცენარეებს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის რამდენიმეს ამ ბლოგპოსტში განვიხილავთ:
ჰაერის გაწმენდა - მცენარე ნახშირორჟანგს შთანთქავს და მას ჟანგბადად აქცევს. “ნასას” 1989 წლის ინფორმაციით, ფართო, მწვანე ფოთლების მქონე მცენარეები ჰაერს უკეთ ასუფთავებს, ვიდრე პატარები.
ხმაურის შემცირება - სახლის მცენარეები ხმაურს ხმის ტალღების შთანთქმითა და დიფუზიით ახშობს. ოთახის ყვავილები ხმას შეიწოვს, მისი ფოთლები კი ამ ტალღებს ფანტავს. ამასთანავე, მცენარეები ექოს წარმოქმნის ალბათობასა და, მთლიანობაში - ხმაურის დონეს ამცირებს. გარდა ამისა, მათი რხევა ადამიანებისათვის დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. სამუშაო სივრცეებსა თუ უამრავ სხვა დაწესებულებაში ყვავილები სწორედ ხმაურის შემცირების მიზნით გამოიყენება.
გალამაზებული ინტერიერი - ოთახის ყვავილები სტრატეგიული მიზნებისთვისაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუ სახლი სათანადოდ გარემონტებული არ არის, მცენარე ინტერიერის დიზაინში არსებულ სიხისტეს დაფარავს.
გაუმჯობესებული განწყობა და შემცირებული სტრესი - ყველამ ვიცით, რომ ქოთნის ყვავილები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი თვისებით გამოირჩევა, თუმცა ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ მრავალ მათგანს შეუძლია მოდუნებასა და უკეთ დასვენებაში დაგვეხმაროს. ზოგიერთი ქოთნის მცენარე ღამით CO2-ს შთანთქავს, რაც, თავის მხრივ, წმენდს ჰაერს, უწყობს ხელს რელაქსაციას და ძილის ხარისხს აუმჯობესებს.
გაზრდილი ტენიანობა სახლში - ოთახის მცენარეები სახლში ტენიანობის დონის ზრდასაც უწყობს ხელს. ქოთნის მცენარეების ეს თვისება განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და ატოპიური კანის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ კანის დატენიანება.
ძილის უკეთესი ხარისხი - ზოგიერთი ქოთნის მცენარე, მაგალითად, ლავანდა და ჟასმინი, გამოყოფს დამამშვიდებელ სურნელს, რაც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს.
ალერგენებისგან თავისუფალი სახლი - ქოთნის ყვავილები ჰაერის გაწმენდით ისეთი ალერგენების გაქრობას უწყებს ხელს, როგორებიცაა მტვერი, ობის სპორები და სხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები.
ოთახის მცენარეები ყვავილების მაღაზია “Lovely Roses”-ში
ყვავილების მაღაზია “Lovely Roses” მომხმარებელს მისალოცი, სამგლოვიარო და საქორწილო თაიგულების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამასთან ერთად, მაღაზიაში ხელმისაწვდომია საჩუქრის გასაფორმებელი აქსესუარები და ოთახის მცენარეები.
ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი ოთახის მცენარეები:
სანსივიერა - ე.წ. მცენარე-გველი, რომელიც თავისი საინტერესო შეფერილობითა და ფოთლების ფორმით თქვენს ინტერიერს ბევრად საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის. სანსივიერა ცნობილია იმითაც რომ მას დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფა შეუძლია ოთახში.
ზამიოკულკასი - მცენარე ქოთნის ყვავილებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი მოვლა ძალიან მარტივია - მას არსებობა დაბალი განათების პირობებშიც შეუძლია. ზამიოკულასი საუკეთესოა ისეთი ოფისებისა და საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებშიც დღის სინათლე ნაკლებად აღწევს.
იუკა - ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ოთახის მცენარე, რომელსაც ყვავილობა მკაცრ პირობებშიც კი შეუძლია. იუკა ჰაერს ისეთი დამაბინძურებლებისგან წმენდს, როგორებიცაა ბენზოლი და ფორმალდეჰიდი.
შეფლერა - ტროპიკული მცენარე, რომლის ფოთლებიც ძალიან ჰგავს პალმისას. შეფლერას მთავარი ღირსება გარემოსთან ადაპტირების კარგი უნარი და საინტერესო ვიზუალია.
ფიკუსი - მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ნამდვილად არ არის ფიკუსის სამშობლო, მისი გახარება საქართველოშიც არის შესაძლებელი. მოვლის პერიოდში აუცილებელია მცენარის ხშირი მორწყვა და სინათლის უწყვეტი წყაროს უზრუნველყოფა.
სპატიფილიუმი - ქოთნის ყვავილების ყიდვა “Lovely Roses”-ში შეუძლებელია ისე, რომ სპატიფილიუმმა არ მიიპყროს თქვენი ყურადღება. ყვავილობის პერიოდში ის ულამაზეს თეთრ ყვავილებს იკეთებს, რომელიც ნებისმიერი სახლის ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს.
როგორ შევიძინოთ ქოთნის მცენარეები “Lovely Roses”-ში?
ჩვენი მაღაზიები თბილისში, ფალიაშვილის #38-სა და ღამბაშიძის #10-ში მდებარეობს. ვაკის ფილიალის სამუშაო საათებია 09:00-22:00, ვერის კი - 09:00-00.
მიტანის სერვისით სარგებლობა კი თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ბორჯომში, გუდაურში, ყაზბეგში, ქუთაისში, ზესტაფონში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთშია შესაძლებელი.