ოთახის ყვავილი ესთეტიკურად და ვიზუალურად მიმზიდველია. ამასთან ერთად მას მთელი რიგი სარგებლის მოტანაც შეუძლია - დადებითად აისახება მაცხოვრებელთა განწყობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამასთანავე, ხელს უწყობს ჰაერის მუდმივ განახლებას.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საცხოვრებელი სივრცის განახლება გაქვთ გეგმაში ან უბრალოდ ინტერიერისა თუ ატმოსფეროს გაუმჯობესება გსურთ, მაშინ მაღაზია ,,ლავლი როუზის” პროფესიონალი ფლორისტები თქვენთვის სასურველი ოთახის მცენარეების შერჩევაში დაგეხმარებიან.
იმისათვის, რომ თქვენს საცხოვრებელ სივრცეში ჰარმონიული და ესთეტიკური გარემო შეიქმნას, მცენარეები ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ეს პროცესი კი გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა ყვავილების მაღაზია ,,ლავლი როუზში”, სადაც სხვადასხვა სახეობის ოთახის მცენარეებია წარმოდგენილი.
ზამიოკულკასი ოთახის ყვავილებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რაც მისი მოვლის სიმარტივისა და შიდა პირობებში აყვავების უნიკალური უნარიდან გამომდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ მცენარეს გადარჩენა დაბალი განათების პირობებშიც შეუძლია, ის შესანიშნავია ისეთი ოფისებისა და სახლებისათვის, სადაც მზის სინათლე შეზღუდულია.
ზამიოკულკასი სიმარტივითა და მომხიბვლელობით ხასიათდება, რაც ოთახის ინტერიერთან მარტივ ადაპტაციას განაპირობებს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სივრცეს ესთეტიკურად აუმჯობესებს, ჰაერსაც წმენდს და სტრესს ამცირებს.
სანსივიერა ფოთლების ფორმისა და შეფერილობის გამო ხშირად მოიხსენიება, როგორც მცენარე გველი. მართლაც, მის მუქ მწვანე ფოთლებს გველისებრი ორნამენტები მთელ სიგრძეზე დაჰყვება. ამ საუცხოო ვიზუალის გამო მცენარე თქვენს ინტერიერს მეტად მიმზიდველს გახდის. სანსივიერა მარტივად ადაპტირდება შიდა პირობებთან და მისი მოვლა განსაკუთრებულ ძალისხმევას არ საჭიროებს.
ჰაერის განახლების თვალსაზრისით იუკა განსაკუთრებული მცენარეა, რადგან ის აშორებს ისეთ დამაბინძურებლებს, როგორებიცაა, ფორმალდეჰიდი და ბენზოლი.
იუკა გამძლე მცენარეა, რომელსაც რთულ და მკაცრ პირობებშიც კი შეუძლია აყვავება.
,,ლავლი როუზში” სპატიფილიუმის შეძენასაც შეძლებთ, რომელიც მშვიდობის შროშანას სახელითაა ცნობილი. მცენარე გამორჩეულია იმით, რომ მარადმწვანე ფოთლებთან ერთად თეთრ ყვავილსაც იკეთებს ხოლმე. ეს დეტალი კი მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნებს ინტერიერს. გამოდის, რომ გაუმჯობესებულ ჰაერსა და შემცირებულ სტრესთან ერთად, სპატიფილიუმი საუცხოო ვიზუალითაც გამოირჩევა.
შეფლერა ტროპიკული და სუბტპროპიკული მცენარეების ტიპს მიეკუთვნება, რომლებსაც ჩვეულებრივ ქოლგის მცენარეებს უწოდებენ. შეფლერას ფოთლები პალმისას წააგავს და ეგზოტიკურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ამ მცენარეს შეუძლია თქვენს სახლს ტროპიკული ელფერი შესძინოს.
შეფლერა თავისი მახასიათებლების გამო - მარტივად ადაპტირების უნარი, ჰაერის გამწმენდი თვისებები და მიმზიდველი ვიზუალი - ოთახის ყვავილების მოყვარულთათვის საუკეთესო არჩევანია.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ავსტრალია ფიკუსის სამშობლოა. ის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში ხარობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიკუსი რთულად მოსავლელ მცენარეებში შედის - ძირითადი მოთხოვნა რეგულარული მორწყვა და სინათლეა.
ფიკუსი პრიალა, ელიფსისებრი ფოთლებით ხასიათდება, რაც მას ვიზუალურად გამორჩეულ მცენარედ აქცევს. ეს ფაქტორი კი თქვენს საცხოვრებელ სივრცეს განსაკუთრებულობას შესძენს.
ოთახის ყვავილების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორც ვიზუალური მახასიათებლები, ისე მისი სასარგებლო თვისებები. ამაში კი ,,ლავლი როუზის” ფლოსიტები დაგეხმარებიან. შეგიძლიათ მაღაზიის ვაკისა და ვერის ფილიალებს ესტუმროთ ან სასურველი პროდუქტი ონლაინ შეუკვეთოთ. აღსანიშნავია, რომ ყვავილების მაღაზია ლავლიროუზი ოთახის ყვავილებისა და თაიგულების მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით გთავაზობთ.