თეთრი გეორგინები და მწვანე ანთურიუმი ნამდვილად საინტერესო შეხამებაა, კონტრასტულს ზუსტად ეს ყვავილები ხდის თაიგულს, თუმცა ნაზ ელფერს იასამნისფერი ტონალობები გვანიჭებს- ცივი იასამნისფერი ოუშენ სონგის ვარდები და სტატიცა თაიგულის დამამთავრებელი და შემავსებელი დეტალებია. ასეთი თაიგული ირგვლივ მყოფების მზერას ნამდვილად მიიპყრობს.