სრულად ხელნაკეთი, ნატურალური ძაფებით მოწნული კარკასი. თაიგულის ცენტრში გამოყენებულია ძალიან გამძლე ყვავილი ქრიზანთემა "ლიმონჩელო",რომელიც ჩასმულია ბიოფლორაში, რათა მთელი დღე გაძლოს. წვეტები მორთულია მძივის ბურთულებით. სხვადასხვა ელემენტები ერთად არის შეკრული მწვანე მავთულით. თაიგული დამზადებულია გაბედული პატარძლისთვის. ეს თაიგული ყველაზე მეტად მოუხდება გეომეტრიულ, მკაცრი ხაზებით შექმნილ კაბას.