ყველაზე ხშირად გამოყენებული კომბინაცია ფლორისტიკის სფეროში- 3 ფერის შეხამებაა. მხოლოდ 3, არც მეტი, არც ნაკლები, ეს რაოდენობა ოქროს შუალედია იმისთვის, რომ შეიქმნას საინტერესო თაიგული ისე, რომ ზედმეტად გადატვირთული და თვალის დამღლელი არ იყოს. თაიგული ვარდებით და თეთრი ქრიზანთემებით საკმაოდ ნაზი აღსაქმელია, ამ ყველაფერს ემატება მისი მარგალიტისფერი შეფუთვა და სააქცენტო ცივი იასამნისფერი ტონალობები.
შემადგენლობა
ქრიზანთემა ბაკარდი, შიმერი, იასამნისფერი სპრეი
ზომა
დაახლოებითი სიმაღლე & სიგანე შეადგენს 50-60 სმ.
შესაძლო ცვლილება
არსებული მარაგიდან გამომდინარე, შესაძლოა თაიგულში შევიდეს სხვადასხვა ცვლილება, თუმცა თაიგულის ხარისხი და ფერთა გამა არ შეიცვლება.