საუცხოო და მიმზიდველი ლურჯი ვარდი საყვარელი ადამიანისთვის. თუ გსურთ ნამდვილად გამორჩეული და დაუვიწყარი დღე აჩუქოთ მას, ლურჯი თაიგული ამისთვის იდეალური ვარიანტია. ის გამოდგება, როგორც ქორწილის, ასევე ნებისმიერი სახით დღესასწაულისთვის. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე + (995) 598 33 86 99 ან მოგვწერეთ მეილზე: hello@lovelyroses.ge.
ერთ-ერთი გამორჩეული ყვავილების მაღაზია "Lovelyroses"-ის გუნდი გისურვებთ მხიარულ და ბედნიერ დღეს!❤️
ზოგიერთ კულტურაში, ლურჯი ვარდები სამეფო სისხლთან ანუ წარმომავლობასთან ასოცირდება, შესაბამისად ის შეიძლება გამოხატავდეს სამეფო სიდიადეს და დიდებულებას. ჩინურ ფოლკლორში ლურჯი ვარდი მიუწვდომელი სიყვარულის სიმბოლოა.
ლურჯი ვარდების მიმართ ინტერესი დიდი ხნის წინ გაჩნდა. ლურჯი ვარდები ბუნებაში არ არსებობს. ყვავილის ფურცლების ეს ფერი სელექტორების მუშაობის შედეგია. ლურჯი ვარდების მოშენების მცდელობა უკვე რამდენიმე საუკუნეა გრძელდება. პირველი მცდელობა მე-12 საუკუნეში იყო. ამ შეღებვის მეთოდისას - ყვავილის ფესვში შეყავდათ ლურჯი პიგმენტი. პირველი ცნობები ამ გზით გამოყვანილ ვარდებზე, აღმოჩენილია არაბულ წიგნებში. თუმცა, ამ პერიოდის სხვა წყაროები (მათ შორის მოგზაურთა ჩანაწერები) აღნიშნავენ, რომ ამ ცნობილ ვარდებს სინამდვილეში ისამნისფერ-ნაცრისფერი ფერი ჰქონდათ.
მომდევნო მცდელობამ გამოიწვია ახალი ვარდი Blue Moon-ის შექმნა. ისინი მიიღეს ჰიბრიდიზაციის მეთოდით: სხვადასხვა ჯიშის გენეტიკური მასალის გაერთიანებით ერთ უჯრედში. შედეგად ვარდებმა მიიღეს ნაზი იასამნისფერი ფერი.
ძიების შემდეგ ეტაპს დასჭირდა 13 წელი. ზუსტად ამდენი ხანი, ავსტრალიური და იაპონური კომპანიები - Florigene და Suntory, ერთად ცდილობდნენ ლურჯი ვარდის გამოყვანას.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაემატებინათ ორი გენი, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინათ ყვავილის სტრუქტურაზე. პირველად შემოიღეს მცენარეების ლურჯი პიგმენტი - დელფინიდინი (იღებდნენ იისფერებისგან), შემდეგ კი ცილა, რომელიც არ აძლევდა მცენარეს დელფინიდინის დაბლოკვის საშუალებას. ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო, ისინი შეძლებდნენ ლურჯი ვარდის ჯიშის გამოყვანას. თუმცა, ცილა, რომელიც ხელოვნურად შემოიტანეს, ბოლომდე ვერ დაბლოკა ყვავილში მიმდინარე პროცესები. შედეგად, ყვავილის ფოთლებმა მიიღო მოსაწყენი ფერი. გარდა ამისა, მცენარეში გაიზარდა მჟავიანობა, რის შედეგადაც, მჟავამ გაანადგურა პიგმენტი - დელფინიდინი.
მკვლევარები დაბრუნდნენ ისევ იქ საიდანაც დაიწყეს. იმისთვის, რომ ამ მეთოდს ემუშაოს, მათ სჭირდებოდათ ახალი ჯიშის ვარდის გამოყვანა დაბალი მჟავიანობის დონით. 2008 წელს გამოჩნდა დიდი ხნის ნანატრი ლურჯი ვარდები და პირველი პარტიები გაიყიდა რამდენიმე ქვეყანაში. თუმცა, ჯიში არასოდეს დარეგისტრირებულა. ამ დროისთვის ეს ყვავილები არ არის ხელმისაწვდომი Suntory Flowers არც კოლექციონერებისთვის და არც მომწოდებლებისთვის.
ლურჯი ვარდის მისაღებად ერთადერთი გზაა მონდიალის ან ვენდელას ჯიშის ეკვადორის თეთრი ვარდის შეღებვა. ვარდები თავსდება ლურჯ პიგმენტიან წყალში რამდენიმე დღის განმავლობაში. ლურჯად შეღებილ ვარდს პიგმენტი არა მხოლოდ ვარდის ფურცლბზე არამედ ფოთლებზეც ემჩნევა. ვარდებს შეკვეთით ვღებავთ, მაგრამ შეკვეთა წინასწარ უნდა გაკეთდეს, რადგან ვარდები უნდა იყოს ახალი მიღებული. ასეთი შეკვეთები მიიღება 20 და მეტი ვარდის თაიგულებზე. ადგილობრივად შეღებვისას ყვავილები უფრო დიდხანს ძლებს, მაგრამ ტონალობა შეიძლება უფრო ახლოს იყოს ცისფერთან. ეს ვარდები პირდაპირ ეკვადორიდანაც შეგვიძლია შეუკვეთოთ, ამ შემთხვევაში ვარდის ფერი უფრო მუქი ლურჯი იქნება. ამ შემთხვევაში ყვავილი იღებება არა მხოლოდ პიგმენტის წყალთან ერთად ღეროდან შთანთქმით, არამედ უშუალოდ ფოთლების გარედან შეღებვითაც (ვარდები ჩაძირულია საღებავში). ლურჯი ვარდების მიწოდებით შეკვეთა შესაძლებელია როგორც ჩვენ ვებგვერდზე, ასევე ჩვენი მენეჯერებთან ტელეფონით + (995) 598 33 86 99. გარდა ამისა ჩვენთან შესაძლებელია სხვა კლასიკური ტიპის ვარდების შეკვეთაც.