ლილია ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ყვავილია. მისთვის დამახასიათელელია დიდი ყვავილი რომლის ფურცლები შეძლება იყოს თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი წითელი ან ვარდისფერი. შროშანები იგივე ლილია, რომლებზეც აქ ვისაუბრობთ, ლილიუმის გვარის წარმომადგენლები არიან.
მრავალი სახეობის ლილია არსებობს მსოფლიოში, ზოგს აქვს შედარებით დიდი ყვავილი, ზოგს ნაზი სასიამოვნო ან პირიქით ზედმეტად ინტენსიური სურნელი, არსებობს შხამიანი და სამკურნალო თვისებების მქონე ლილია. Lovely Roses-ში ძირითადად გვაქვს ორი ჯიშის ლილია ორიენტალი და აზიატი. ორიენტალი გამოირჩევა შედარებით დიდი ყვავილით და ნაზი ფერებით, მას აქვს სასიამოვნო სურნელი და ლილიებს შორის ყველაზე გამძლეა, ამ თვისებებიდან გამომდინარე ორიელტალი ლილიის მონო თაიგული საკმაოდ ეფექტური და მოცულობითი ჩანს, ხოლო შერეული თაიგულისთვის მას საპირისპირო ეფექტი აქვს, რადგან დიდი და დომინანტი ყვავილია ყურადღებით უნდა შევურჩიოთ დამხმარე ყვავილი რათა მან მთლიანად არ დაჩრდილოს ის. რაც შეეხება აზიატ ლილია მას უფრო მცირე ზომის ყვავილელბი აქვს და არ აქვს სურნელი, აზიატი ლილია ლამაზად ჩანს როგორც ლილიების მონო ისე შერეულ თაიგულში.
ლილიის ფასი სეზონიდან გამომდინარე მერყეობს, საქართველოში ვხვდებით როგორც ლოკალურ ისე ჰოლანდიურ ლილია აზიატს, სეზონის დროს, ზაფხულის შუა პერიოდიდან შემოდგომის დასაწყისამდე, ადგილობრივის ფასი მერყეობს 5-დან 10 ლარამდე, ხოლო ჰოლანდიურის ფასი მთელი წლის განმავლობაში 12-დან 15 ლარამდეა. რაც შეეხება ორიენტალს ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ იმპორტული გვხვდება რომლის ფასი მერყეობს 25-დან 40 ლარამდე. გასათვალისწინებელია რომ ყვავილის ფასი ყოველი შემოტანის დროს იცვლება, რომ გაიგოთ თქვენთვის სასურველ დროს რა ფასი აქვს ყვავილს, მოგვწერეთ Whatsapp-ზე ან Viber-ზე + (995) 598 33 86 99 ან ეწვიეთ კატალოგს.
დიახ, შროშანი ლილიის ქართული სახელია, მას ეძახდნენ როგორც დიდ ლილის ყვავილს ისე მცირე ზომის შროშანსაც, მარტივად რომ განესხვავებინათ დროთა განმავლობაში მცირე მინდვრის ყვავილს დარჩა სახელი შროშანა ხოლო ლილიამ თავი დაიმკვირდა თავისი ლათინური სახელით “Lilium”.
ლილიები შეგიძლიათ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს როგორც კოკორში ისე გაშლილ მდგომარეობაში. თუ თქვენთვის გსურთ ყვავილები ჯობს კოკორში წაიღოთ და უყუროთ ნელ-ნელა მის გაშლას, უფრო დიდი ხანიც გაძლებს და თუ ყვავილების მოვლა გიყვარს საკმაოდ სასიამოვნო პროცესის შემსწრეც გახდებით. თუ საჩუქრად გსურთ, მაშინ პირველ ეფექტს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სრულად გაშლილ მდგომარეობაში აჩუქოთ ლილიების თაიგული ან ისეთი აარჩიოთ რომელსაც ნაწილი ყვავილები გაშლილი აქვს ხოლო ნაწილი კოკორში, მეორე ვარიანტი არის რომ შერეული თაიგული ააწყოთ კოკორში ლილიებით, ამ თაიგულს ექნება როგორც შთამბეჭდავი პირველი ეფექტი, ასევე საიდუმლო სურპრიზი. ფაქტიურად თქვენ აჩუქებთ ორ თაიგულს რადგან ლილიები გაშლის შემდეგ კიდევ უფრო გაალამაზებს და გააუცხოვებს ყვავილების კომპოზიციას.
სწორად მოვლის შემთხვევაში მოჭრილი ყვავილებიდან ლილიებს აქვსთ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვაზაში ყვავილობის პერიოდი. პირველ რიგში ვაზის მეოთხედი შეავსეთ წყლით, ყვავილებს მოაშორეთ ფოთლები რომელიც წყალში მოხვდება, გადააჭერით ძირი 1-2 სანტიმეტრით და მოათავსეთ ლარნაკში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეარჩიოთ სწორი ადგილი, ლილიებს არ უყვართ პირდაპირი მზე და ნიავი, ასევე მექანიკური ზემოქმედების დროს მარტივად ზიანდებიან ამიტომ შეურჩიეთ უფრო მყუდრო ადგილი მაგალითად კედელთან სადაც სტუმრები ნაკლებად შეეხებიან. წყალი გამოუცვალეთ ყოველდღე და ძირი გადააჭერით ორ დღეში ერთხელ. თუ კოკორში მიიღეთ ლილიები რამდენიმე დღეში გაიშლება, დიდი ხანი რომ გაძლოს ცენტრში არსებული ყავისფერი მტვრიანა უნდა მოაშოროთ. შერეული თაიგულის მიღების შემთხვევაში რეკომენდირებულია ორ სხადასხვა ლარნაკში ჩააწყოთ ლილიები და სხვა ყვავილები, რადგან ლილია წყალში გამოყობს ნივთიერებას რომელიც აჩქარებს ყვავილის ჭკნობას, ხოლო თუ ლილია და დამატებითი ყვავილი ერთად მოგწონთ და არ გსურთ განცალკევება ეცადეთ ყოველდღე გარეცხოთ ვაზა და განუახლოთ წყალი ყვავილებს.
ლილია საკმაოდ უნიკალური ყვავილია. მას სხვადასხვა დატვირთვა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ის გამოიყენება როგორც მისალოც ისე სამგლოვიარო კომპოზიციებში. ლილიის სამგლოვიარო კომპოზიცია საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია რის გამოც ის საკმაოდ მიღებულია გასვენებებში. ძველად რომში ის ფუფუნებისა და სიმდიდრის სიმბოლო იყო. ძველ საბერძნეთში კეთილშობილური ოჯახების წარმომადგენელი დაქორწილებული ხალხი თავზე ლილიას ატარებდა, რათა ხაზი გაესვა საზოგადობაში მათი განსაკუთრებული პოზიციისთვის.
საფრანგეთში ჰერარდიკული სიმბოლოა, რომელიც აღაირებულია ეროვნულ ემბლემად, ხოლო გერმანიაში ის სიკვდილის სიმბოლოა და ტრადიციულად გამოიყენება სამგვლოვიარო კომპოზიციებში.
ასევე, სხვადასხვა ფერს სხვადასხვა დატვირთვა აქვს, თეთრი ლილია სიწმინდის, ყვითელი სიხარულთან და მადლიერების, წითელი - ვნების, ნარინჯისფერი - თავდაჯერებულობისა და სიამაყის, ხოლო ვარდისფერი კეთილდღეობის სიმბოლოა.
ძველი საბერძნეთის მრავალი მითიდან ერთ-ერთი მოგვითხრობს, რომ ადამიანებმა პირველი თეთრი ლილია იპოვეს იმ ადგილას, სადაც ღმერთი ზევსის მეუღლის ჰერას დედის რძე დაიღვარა. იმ ადგილას, ლამაზი თოვლივით თეთრი შროშანები გაიზარდა. გერმანელებს აქვთ ლეგენდა, რომ ეს ყვავილები უდანაშაულო ადამიანების საფლავებზე იზრდება. ხოლო, სკანდინავიის ქვეყნებში სჯერათ, რომ ელფები შროშანებში ცხოვრობენ.
ყვავილების მიტანა თბილისში🌷 Lovely roses-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი სერვისით სახლიდან გაუსვლელად ♥