კესანების ზოგადი დახასიათება
ქართულ ბაზარზე ყვავილების დიდი არჩევნისა, მაინც რამდენიმე ჯიშის ყვავილი უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად ვარდები და იასამანი. მათთან ერთად, ერთ-ერთი მოთხოვნადი ყვავილი არის კესანე. ის არის ბალახოვანი მცენარეა, პატარა ზომის ცისფერი ყვავილებით და ყვითელი გულით, ზოგჯერ აქვს თეთრი ან ვარდისფერი ფურცლებიც, რომელიც არის მაქსიმუმ 5-10 მმ. ისინი ხშირად იზრდებიან ჭაობებთან, ტყეში და ალპურ ზონებში. კესანების საშუალო სიმაღლე 10-15 სანტიმეტრია. ყვავილობას იწყებენ მაისში და 2 თვის განმალობაში ხარობენ. ამის მიუხედავად მათი მოთხოვნა შემოდგომისა და ზამთრის სეზონში უფრო დიდია.
კესანების სიცოცხლისუნარიანობა
კესანეებს ხშირად შეხვდებით ქოთანში: აივნებზე, ფანჯრებზე და ა.შ. ის ძალიან ნაზი ყვავილია, მიწისა და ქოთნის გარეშე მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1 დღეა. შესაბამისად მათ ხშირად ვერ ნახავთ კომპოზიციებში, თაიგულებში ან სხვა მოჭრილ ყვავილებთან ერთად დეკორში.
კესანები გაქვთ?
არა, ჩვენი მაღაზიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყვავილი რომელიც მიმღებთან მიდის იყოს გამძლე და ხარისხიანი. იმის გათვალისწინებით, რომ ლოკალურ კესანები საკმაოდ მყიფე ყვავილია და მალე ჭკნება თავს ვიკავებთ მათი გაყიდვისგან. თუმცა ჩვენს ყვავილების მაღაზიაში სხვა მრავალ ალტერნატიულ პრემიუმ ხარისხის ყვავილს შეხვდებით.
რა უნდა ვიცოდეთ სანამ კესანეს ჩუქებას გადავწყვეტთ
როგორც ავღნიშნეთ კესანები საკმაოდ ნაზი ყვავილია, რომელიც გამძლეობით არ გამოირჩევა. თუ მათი სიმბოლური დატვირთვის გამო მოჭრილი კესანების ყიდვას გადაწყვეტთ გასათვალისწინებელია რომ ადგილობრივი ჯიში მხოლოდ ერთი დღე ძლებს და ჩუქების შემდეგ შეიძლება რამდენიმე საათშიც დაჭკნეს. თუ ყვავილებმა გსურთ მიმღების დღეები რომ უფრო გაამხიარულოს გირჩევთ უფრო გამძლე ყვავილი შეურჩიოთ, მაგრამ თუ მათი სიმბოლური დატვირთვის გამო ამ იდეას ვერ ელევით, ალბათ საუკეთესო ალტერნატივა ქოთნის კესანების ან ჰოლანდიური იმპორტული კესანების შეძენაა, მაგრამ რაღა თქმა უნდა ამასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, მაგალითად : იმის მიუხედავად რომ მეტი გამძლეობით ხასიათდებიან ვიდრე ადგილობრივი, იმპორტუილიც ვერ ძლებენ 3-4 დღეზე მეტი და 15-20სმ-ზე გრძელი ღერო არ აქვთ, ასევე ჰოლანდიური კესანები რომ შეიძინოთ წინასწარი შეკვეთაა საჭირო 7-10 დღით ადრე, ამის გარდა მათ საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. ჰოლანდიიდან შეკვეთის მინიმალური რაოდენობა არის 50 ცალი ხოლო თითო ყვავილი 5-6 ლარი ღირს.
კესანები და მათი სიმბოლიკა
ეს ყვავილი პოპულარულობით სარგებლობს მისი სიმბოლიზმის გამო, რომელიც მოდის შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად რომელიც გვიამბობს ფრანგ რაინდზე, ვინც თავის რჩეულთან ერთად მდინარის პირას სეირნობდა. ამ დროს მან პატარა ლურჯი ყვავილი დაინახა და დაიხარა მოსაწყვეტად, ამ დროს მან ცხენზე წონასწორობა დაკარგა მდინარეში ჩავარდა, მდინარე მას ჩაყლაპავდა მან ყვავილი ესროლა თავის ქალბატობს და დაიყვირა “არ დამივიწყო”. ამის შემდეგ ეს ყვავილი იქცა მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ. ასევე მისი სახელის გამო ის პოპულარული გახდა განშორების წინ საჩუქრად არა მხოლოდ წყვილებს შორის არამედ ახლობელ ადამიანებს შორის.