თუ ტროპიკული მცენარეების მოყვარული ბრძანდებით, ეს მცენარე თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. ის უხდება ნებიესმიერი სტილის ინტერიერს და კარგი მოვლის პირობებში, საკმაოდ დიდ ხანს ცოცხლობს. ჰოვეას უყვარს ზომიერად განათებული ადგილები, მაგრამ არაპირდაპირი მზის სხივები. შეუძლია ჩრდილშიც გაძლება. მორწყეთ მცენარე, როცა ნიადაგის ზედაპირი გამოუშრება, დაახლოებით კვირაში ერთხელ.