გამორჩეულ, მიმზიდველ და უნიკალურ ყვავილებზე საუბრისას არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ჰორტენზია, რომელიც თავისი ფერადოვნებით და უნიკალურობით იქცევს ჩვენს ყურადღებას. ამ ყვავილის სამშობლოდ იაპონია ითვლება, ხოლო მისი ფართოდ მოშენება მთელს მსოფლიოში უკვე XVIII-ის ბოლოდან დაიწყეს. დღესდღეობით ფართოდაა გავრცელებული როგორც ევროპის, აზიის, ისე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. აზიაში ამ ყვავილის დაახლოებით 70-80 ჯიშს შევხვდებით. აქედან განსაკუთრებით 4 ჯიში გამოირჩევა. ყველაზე ხშირად სწორედ ფართოფოთლიან ჰორტენზიას ვხვდებით. ამ ბლოგში ჩვენ გავეცნობით ჰორტენზიის თავისებურებს და ვისაუბრებთ მათი მოვლის წესებსა და მრავალფუნქციურობის შესახებ.
თავისებურება და ფერადოვნება
ამ ყვავილის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით განსხვავებული ლეგენდები არსებობს. ყველაზე პოპულარული ვერსიაა, რომ ამ ყვავილს სახელი ფრანგი არისტოკრატის შარლ ანრის დის პატივსაცემად დაერქვა, რომელსაც ჰორტენზია ერქვა. ჰორტენზიის სახელი ძველბერძნულად „წყლით სავსე ჭურჭელს“ ნიშნავს.
ამ ყვავილის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ნიადაგის მჟავიანობიდან გამომდინარე შეუძლია ფერის შეცვლა.
მაგალითად, თუ ნიადაგში სუსტი ტუტე გარემოა მისი ფოთლები ვარდისფრად იღებება, ხოლო თუ მჟავა გარემოა - ცისფრად ან ლურჯად შეიღებება. ჰორტენზიას სუსტი ან საშუალო სიმჟავის ნიადაგი სჭირდება, ამიტომ ეს ცოდნა დაგეხმარებათ მცენარისთვის სასურველი პირობების შექმნაში. ჰორტენზიის ყვავილობის პერიოდი მოიცავს გვიანი გაზაფხულის, ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის პერიოდს, თუმცა ჩვენს მაღაზიებში შეგიძლიათ მათი შეძენა ნებისმიერ სეზონზე.
ჰორტენზიის გამორჩეულობა მისი ფერთა პალიტრის მრავალფეროვნებაშიც გამოიხატება - ნაზი ტონალობის ცისფერი, მწვანე თუ ვარდისფერი, ისევე როგორც კაშკაშა წითელი ჰორტენზიები როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ყვავილებთან ერთადაც ულამაზეს კომბინაციას ქმნიან. ყვავილების მაღაზია Lovelyroses-ში მოჭრილი ჰორტენზიის ყვავილების დიდი არჩევანი გვაქვს, რადგან ის იდეალურად გამოდგება როგორც ოთახის დასამშვენებლად, ისე სასაჩუქრედ.
საქორწილო თაიგულებში
ჰორტენზია ელეგანტურობისა და მადლიერების სიმბოლოა, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ პატარძლები საქორწილო თაიგულების შეკვეთისას არჩევანს სწორედ ჰორტენზიის მონო ან შერეულ თაიგულზე აკეთებენ. სულ რაღაც 3-4 ყვავილით ულამაზესი ანსამბლი იქმნება.ჰორტენზიის საქორწილო თაიგული ჰარმონიულად გამოიყურება ნებისმიერი თემატიკის ქორწილში - იქნება ეს ქორწილი ღია ცის ქვეშ, თუ დარბაზში. ის ერთგვარი დამასრულებელი შტრიხია თქვენი დაუვიწყარი დღის შესაქმნელად.
როგორ მოვუაროთ ჰორტენზიის ყვავილს?
ჰორტენზია საკმაოდ სათუთი ყვავილია, რომელიც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას, მზის პირდაპირ სხივებს, ქარს. სასურველია ჰორტენზია მოათავსოთ ჩრდილში, ხოლო მისი წყლისმოყვარე ბუნების გამო საჭიროებს ყვავილების ხშირ დანამვას. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რაც არ უნდა იდეალურ პირობებში ვამყოფოთ მოჭრილი ჰორტენზია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ვერ აღემატება 7-10 დღეს.
ყვავილის დაჭკნობა არ ნიშნავს მასთან დამშვიდობებას
თუ თქვენ სენტიმენტალური ადამიანი ბრძანდებით და არ გინდათ ნაჩუქარი ან განსაკუთრებულ დღესთან დაკავშირებული ჰორტენზიის ყვავილი უბრალოდ მოგონებად იქცეს და არ გსურთ მასთან დამშვიდობება, გირჩევთ ეს ყვავილი გააშროთ და ასეთი სახით შეინარჩუნოთ. გამომშრალი ჰორტენზიის ყვავილი არანაკლებ შთამბეჭდავია და ის გარდა იმისა, რომ მოგონებებს შეინახავს, რომელთანაც ეს ყვავილი გაკავშირებდათ, უნივერსალურ დეკორადაც იქცევა, რომელიც თქვენს ინტერიერს ელეგანტურობას შემატებს.
ყვავილების მაღაზია ლავლი როუზის გთავაზობთ ფართო არჩევანს თაიგულების სტილსა და ყვავილების შემადგენლობაში, ჩვენი სრული თაიგულების კატალოგი იხილეთ ლინკზე.