ჰოლანდიური ვარდები
ჰოლანდიური ჯიშის ვარდები არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვარდის ჯიში. ეს განპირობებულია მათი მაღალი ხარისხით და გამძლეობით, რაც ჰიბრიდული ჯიშების გამოყვანითა და მცენარეების ზრდის და მოვლის საუკეთესო მეთოდებითაა განპირობებული.
ამ ჯიშის ვარდს აქვთ დიდი და ლამაზი ბუტონი, თანაბარი ფერის ფურცლები და ეფექტური ფერი.
ასევე, ისინი გამოირჩევიან გამძლეობით, რაც მათ საშუალებას აძლებთ სპეციალური დამუშავებისა და ტრანსპორტირების მეთოდების წყალობით, გადაჭრის შემდეგ ორ კვირამდე გაძლონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორ დისტანციებზე ვარდის ტრანსპორტირებისას.
ჰოლანდიური ვარდების კიდევ ერთი უპირატესობა არის ფერების ფართო არჩევანი, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ვარდები სხვადასხვა ფერებში, კლასიკური წითელიდან იშვიათი ლურჯი ფერებიამდე.
გარდა ამისა, სხვადასხვა თაიგულს თუ კომპოზიციას სხვადასხვა ზომის ყვავილი უხდება, რის არჩევის საშუალებასაც იძლევა ჰოლანდიური ჯიშის ვარდი. მაგრამ ჰოლნადიური ჯიშის ვარდებმა ასეთ პოპულარობასა და ხარისხამდე მოსასვლელად ძალიან დიდი და შრომით სავსე გზა გაიარეს.
ჰოლანდიური ჯიშის ვარდების წარმოშობის ისტორია
საუკუნეების მანძილზე ვარდებს მთელ მსოფლიოში ეტრფოდნენ. თუმცა ამ მოგზაურობამ გარდამტეხი გზა განვლო ნიდერლანდებში, სადაც ჰოლანდიელებმა გამოავლინეს თავიანთი სიყვარული და ზრუნვა ამ ლამაზი ყვავილების მიმართ. ეს გზა მებაღეობის, ხელოვნებისა და ისტორიის მომხიბვლელი ნაზავია, სავსე ფერადი ვარდებით, რომლებმაც დაამშვენეს სამეფო ბაღები და დაიპყრეს ხალხის გულები.
მათ მიერ მოყვანილ ყვავილებს შორის, სწორედ ვარდები იპყრობდნენ ყველაზე დიდ ყურადღებას. ეს არ იყო მხოლოდ ჩვეულებრივი ვარდები, ეს იყო ამ ხალხის მიერ წლების ნაზრუნი და გამოყვანილი ჯიში, ამ სიყვარულმა და წლების მუშაობამ ჯიშზე ჰოლანდიელები ექსპერტები გახადა ვარდების მოყვანაში, სხვადასხვა ცოცხალი ფერებითა და სურნელით.
წლების განმავლობაში, ჰოლანდიელები თავიანთ საიდუმლოებებს უზიარებდნენ მსოფლიოს, გულუხვად ასწავლიდნენ სხვებს როგორ გაეშენებინათ ვარდები. მთელს მსოფლიოში უკვე მოყავდათ ამ ჯიშის ვარდები და სწორედ ასეთი მასობრივი გავრცელების გამო ითვლება რომ თითქმის ყველა ახალი ვარდის წინაპარი ჰოლანდიაში გამოყვანილი ჯიშის ვარდებია.
ჰოლანდიური ვარდები დღესდღეისობით
დღეს კი ჰოლანდიური ვარდად აღქიმება სპეციფიკური კატეგორია რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, ცოცხალი ფერებითა და გამძლეობით. ისინი საგულდაგულოდ გამოყავთ თანამედროვე სათბურებში რომელიც ვარდის კულტივირების იდეალურ პირობებს იძლევა, რის გამოც ჰოლანდიური ვარდები ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში და აღარ ახასიათებთ სეზონურობა.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ გაიზარდა ჰოლანდიურ ვარდზე მოთხოვნა, რის გამოც მისმა მწარმოებელმა კომპანიებმა გააფართოვეს წარმოების ადგილები ქვეყნებში როგორიც არის ეკვადორი და კენია, დღეს ბაზარზე არსებული ჰოლანდიური ვარდების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნებში არის მოყვანილი.
რა ხდის ამ ორ ქვეყანას იდეალურს ჰოლანდიური ვარდის მოსაყვანად?
პირველ რიგში აქ არის ვარდებისთვის იდეალური ზრდის პირობები, უხვი მზის შუქი და სტაბილური ტემპერატურა. ევროპიდან მთელ მსოფლიოში ყვავლების ტრანსპორტირებაც ერთ-ერთი დაბრკოლება იყო რომელიც მომწოდებელ კომპანიებს ხელს უშლიდა ბაზარზე ისეთი წვდომა ჰქონოდათ როგორიც სურდა, მაგრამ ამ ქვეყნების გარემო პირობებმა და გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ შეიტანა დიდი წვლილი იმაში რომ ჰოლანდიური ვარდები აღარ ყოფილიყო სეზონური ყვავილი და წლის ნებისმიერ დროს ყოფილყვნენ მოწინავე ყვავილების ინდუსტრიაში. ასევე, მომწოდებელი კომპანიებბისთვის მომხიბლელი იყო ამ ქვეყნებში ვარდების წარმოების დაბალი ფასი, რამაც დიდი როლი ითამაშა სათბურების გადმოტანის სწორედ ამ ადგილებში.
რაღა თქმა უნდა პროფესიონალი ფლორიტების მიერ შექმნილი უმაღლესი ხარისხის ჰოლანდიური ვარდების თაიგულის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ყვავილების მაღაზიაში, სადაც ყოველ დეტალს სიყვარულით ვარჩევთ და ვზრუნავთ ადრესატის მაქსიმალურ ბედნიერებაზე.