ვარდები - კლასიკური საჩუქარი ვალენტინობის დღეს
წითელი ვარდები ოდითგანვე იწვევდნენ აღფრთოვანებას შეყვარებულთა ფანტაზიაში - ისინი ასოცირდებიან ვნებასთან, მამაკაცურობასთან, სილამაზესთან და კლასიკასთან.
1000 ვარდის ეს შეკვეთა გაკეთდა ჩვენი ერთ-ერთი რეგულარული მომხმარებლისთვის ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს. მისი შესრულებისას გამოვიყენეთ გრძელი, ეკვადორული - ექსპლორერ ჯიშის ვარდები. კომპოზიცია დამზადებულია ბიოფლორაზე. ყოველდღიური მორწყვითა და მზრუნველობით, ეს კომპოზიცია სილამაზეს ინარჩუნებს 3 კვირამდე - რაც მას უდაოდ საუკეთესო ვალენტინობის საჩუქრად აქცევს.
ქვემოთ მოცემულია ჩვენს მაღაზიაში შექმნილი წითელი ვარდების ყველაზე პოპულარული და გამორჩეული თაიგულები და კომპოზიციები.