ტროპიკული სინათლის მოყვარული მცენარეა. ამიტომ სასურველია თუ მოათავსებთ განათებულ ოთახში, მაგრამ არაპირდაპირი მზის სხივების ქვეშ, რადგან პირდაპირი მზის სხივმა შეიძლება ფოთლები ამოუწვას. ძლებს ჩრდილის პირობებშიც. სასურველია მორწყათ ნადგომი წყლით, ნიადაგის ნაწილობრივ გაშრობის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ეპიპრემნუმს არ უყვარს ზედმეტი მორწყვა, რაგდან ფესვები მიდრეკილია ლპობისკენ.