დრაცენას მოვლის წესები საკმაოდ მარტივია. მისთვის იდეალურია ოთახის სინათლე ან ნახევრად ჩრდილში ყოფნა, მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს. მორწყვა სჭირდება მაშინ როდესაც ნიადაგი გამოშრება, ჩადეთ წყლით ნახევრად სავსე ჭურჭელში მიწის წყლით გაჟღენთვამდე. ასევე აუცილებელია ფოთლების დანამვა, მაგრამ არა ძალიან დასველება.