წითელი ვარდები ყველაზე მდგრადი ჯიშებია, რაც კი ოდესმე გამოუყვანიათ მსოფლიოში. ჩვენს ვარდების თაიგულების კოლექციაში ისინი წარმოდგენილია ეკვადორული და ჰოლანდიური ვარდების ელიტარული ჯიშების სახით ბორდოსფერი ექსპლორერი, რედ ნაომი და ალისფერი ნინა.
ვარდები კულტივაცია 5000 წლის წინ, ჩინეთში მოხდა, ისინი საიმპერატორო ბაღებში იზრდებოდნენ ჩოს დინასტიის დროს, როგორც კონფუცი (551-479 ძვ.წ) გვიამბობს. დღევანდელობაში უმეტესობა ვარდებისა, რომლებსაც ჩვენ ვზრდით არიან ჰიბრიდები და გამორჩეული ჯიშები, თუმცა მათი საწყისი ისევ და ისევ ჩინეთშია.
ნამარხ მტკიცებულებებს თუ დავუჯერებთ, ვარდი 35 მილიონი წლის არის! ჩრდილოეთ ჰემისფეროში მათი დაახლოებით 150 ჯიში არსებობს, ალასკიდან დაწყებული, მექსიკომდე და ჩრდილოეთ აფრიკის ჩათვლით. ხოლო როგორც ზემოთ ვახსენეთ, ვარდის ბაღში ზრდა 5000 წლის წინ, ჩინეთში დაიწყო.
თუ ბერძნულ მითოლოგიას გადავიკითხავთ, ვარდის შექმნა აფროდიტეს- სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთს მიეწერება. ისტორია მოგვითხრობს, რომ როდესაც აფროდიტე მის შეყვარებულს- ადონისს შეხვდა, რომელიც დათვის მიერ იყო დაჭრილი- აფროდიტეს ცრემლისა და ადონისის სისხლის შერევამ- წითელი ვარდის ბუჩქი შექმნა.
რომაულ მითოლოგიაში რომ გადავინაცვლოთ, ის ვენერამ- სიყვარულის ქალღმერთმა შექმნა, როდესაც მისი შეყვარებულისკენ- ადონისისკენ მიიჩქაროდა, რათა გაეფრთხილებინა მკვლელობის შეთქმულებაზე მის წინააღმდეგ. ვენერას ეკლიან ბუჩქებში სირბილისას მუხლები გაეჭრა. მისი სისხლის წვეთები ყველაფერს წითელ ვარდად აქცევდა, რასაც შეეხებოდა.
თუ ვიქტორიანულ ეპოქას შევეხებით, წითელი ვარდები ხშირად გამოიყენებოდა რომანტიკული ჟესტის გამოსახატად და სიყვარულის მესიჯის გასაგზავნად, რადგან ემოციების გამოხატვა ამ დროს პრაქტიკულად აკრძალული იყო. შექსპირის აღზევების პერიოდში წითელმა ვარდებმა პოეტური აზრი მიიღო და მას ყველა როგორც სიყვარულის სიმბოლოს ისე აღიქვამდა.
წითელი ფერი ძლიერ ემოციებთანაა ასოცირებული, როგორიცაა - სიყვარული, ვნება და სურვილი, ამიტომ გამოიყენება ამ ფერის ვარდი რომანტიკული ჟესტის გამოსახატად.
მათ აქვთ დიდი რაოდენობით ვიტამინი C, ამიტომ ითვლება, რომ ისინი იმუნიტეტისთვის და ჯანმრთელი კანისთვისაა კარგი. წითელი ვარდები ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა, ისინი კი გულის დაავადებებისგან და კიბოსგან გვიცავენ.
ისინი შეიცავენ კომპონენტებს რომლებიც გვეხმარება დაბალი წნევის შენარჩუნებაში და სტრესისგან განთავისუფლებაში. შუასაუკუნეების პერიოდში წითელი ვარდები ხშირად მოწამეობასა და მსხვერპლშეწირვასთან ასოცირდებოდა და გამოიყენებოდა მოწამეთა საფლავების გასაფორმებლად.
ვიქტორიანული ეპოქის დროს კი- ისინი ღრმა სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლო იყო, ხშირად ერთგულების გამოსახატადაც ჩუქნიდნენ ამ ყვავილს.
წითელი ვარდი ინგლისის ნაციონალური ყვავილია- ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სიმბოლო.
ისინი ხშირად გამოიყენება საქორწილო თაიგულებსა და დეკორაციებში როგორც სიყვარულისა და ერთგულების ტრადიციული სიმბოლო.
ასევე მიჩნეულია რომ არის აფროდიზიაკური თვისებების მატარებელი, შესაბამისად ის ხშირად სურვილისა და ვნების სიმბოლოდაც აღიქმება.
მეორე ადგილას პოპულარობის მიხედვით დგას თეთრი ვარდი. ამ გვერდზე წარმოგიდგენთ ჩვენ მაღაზიაში ყველაზე პოპულარულ თეთრი ვარდების თაიგულებს, რომელთაც თავისი სიმბოლური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვთ.