ვალენტინობის დღეს ჩვენ გვესტუმრა სატელევიზიო გადაცემა „მხოლოდ ქართული“, რათა გაეგოთ მეტი, თუ როგორ ემზადება და ყვავილების ინდუსტრია და კონკრეტულად ლავლი როუზის ვალენტინობის დღის მომხმარებლებისთვის (და დაგვიჯერეთ, ძალიან ბევრნი არიან!) მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია კალენდარში, ჩვენმა დიდმა გამოცდილებამ და მოქნილმა სისტემამ საშუალება მოგვცა უსაყვარლესი თიკოსა და მისი ჯგუფისთვის ვალენტინობას დრო დაგვეთმო და გაგვეზიარებინა ინფორმაცია ყვავილებზე და ფლორისტიკულ ბიზნესზე, ასევე ლავლი როუზზე და ჩვენს სამომავლო გეგმებზე.