მცენარე ზაფხულში ხშირად უნდა მორწყათ. წყალი ჭარბად დაუსხით, ისე რომ ნიადაგი მთლიანად გაიჟღინთოს, შემდეგ კი სადგამზე გამოჟონილი წყალი გადაღვარეთ. ზამთარში მორწყვა შეამცირეთ. არაუკარია შეიძლება 10 მეტრამდე და უფრო მაღალიც გაიზარდოს. არ ყვავილობს. არაუკარიას მაღალი ტენიანობა მოსწონს, ამიტომ თუ ოთახში ცხელა წყალი ხშირად მიასხურეთ. კარგად ვითარდება ოთახის ნათელ ადგილას, თუმცა ნახევრად ჩრდილში ყოფნასაც მშვენივრად უძლებს. არ უნდა მოხვდეს მზის პირაპირი სხივები